20. მოგიკითხეთ, ხომ კარგად ხართ? :)
მოგიკითხეთ, ხომ კარგად ხართ? :)
18. ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
17. +2 პატივისცემით.ძალიან მაგარია. +2 პატივისცემით.ძალიან მაგარია.
16. ძალიან, ძალიან კარგად გაქვს შესრულება,
ძალიან, ძალიან კარგად გაქვს შესრულება,
14. როგორც ლექსი კარგია და დანარჩენი რა გითხრა როგორც ლექსი კარგია და დანარჩენი რა გითხრა
13. მარინისტული ალეგორია
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა (ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)... აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების. და იბიციდან მონაბერი მსუბუქი ბრიზი, აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს. პალმების ჩრდილქვეშ ირუჯება მედუზა გრილზე, რომ მერე ვახშმად მიებაროს ლაგუნის ფანტომს. არაფერია აქ სიკვდილზე უფრო უაზრო, ხოლო სიცოცხლე, პირობითად - ალეგორია: მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა (ასეთ დროს გულრიფშს, როგორც წესი, არ იგონებენ)...
P. S. დღეს 27 სექტემბერია. საჯაის ლექსი მოგიტანე მარინისტული ალეგორია
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა (ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)... აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზე და შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების. და იბიციდან მონაბერი მსუბუქი ბრიზი, აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს. პალმების ჩრდილქვეშ ირუჯება მედუზა გრილზე, რომ მერე ვახშმად მიებაროს ლაგუნის ფანტომს. არაფერია აქ სიკვდილზე უფრო უაზრო, ხოლო სიცოცხლე, პირობითად - ალეგორია: მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა (ასეთ დროს გულრიფშს, როგორც წესი, არ იგონებენ)...
P. S. დღეს 27 სექტემბერია. საჯაის ლექსი მოგიტანე
12. არ მემეტები ამ ტკივილებისთვის და რა ვქნა:( >:D< არ მემეტები ამ ტკივილებისთვის და რა ვქნა:( >:D<
11. ვინც კი გვიყვარდა, მდუმარებით გავწირეთ ყველა გამოვიქეცით და დავტოვეთ ქალაქი - რისხვით... კრულვით და დარდით მომზირალი ჩვენსკენ უმწეოდ...
მშვენიერი ლექსი მძიმე თემაზე.
5 ქულა, თუ საერთოდ რამეს ნიშნავს ამ ლექსთან მიმართებაში.
მოგიკითხე ბექა. :) ვინც კი გვიყვარდა, მდუმარებით გავწირეთ ყველა გამოვიქეცით და დავტოვეთ ქალაქი - რისხვით... კრულვით და დარდით მომზირალი ჩვენსკენ უმწეოდ...
მშვენიერი ლექსი მძიმე თემაზე.
5 ქულა, თუ საერთოდ რამეს ნიშნავს ამ ლექსთან მიმართებაში.
მოგიკითხე ბექა. :)
10. ცოცხალი ტკივილი დევს აქ ახლა და არა ლექსი...5 ცოცხალი ტკივილი დევს აქ ახლა და არა ლექსი...5
9. საღოლ... ძალიან მაგარია..
და ამასაც მოვიტან უხდება ერთმანეთს...
მე და უსახელო აფხაზი
იქ, სადღაც მთებიდან იშლება ნანატრი, ნანატრი სამოთხე, დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ... თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ, ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი.
დაწოლილ ყანაში გაჩრილი ნიავი საოცრად ჩაჩუმდა, შენ ვიწრო ბილიკებს ულაყის ნატორალს კარტივით ურიგებ. ბინდისას მესტუმრე სოფელში და მიხმე ჭიშკართან: ,,აფშუმა!", მე ძმურად შეგხვდი და გითხარი ღიმილით: ,,მოზოჯი შურიგე!"
ჭურებთან ქეიფს ხომ სულ, სულ სხვა ეშხი აქვს(გარეთ კი თენდება), თქორია და სწუხარ-ეჰეჰეი, არ დადგა სამგზავრო დარიო... თქვენკენაც, ჩვენსკენაც ღამეებს ათევენ შვილმკვდარი დედები, შენ ალბათ არც იცი... ენგურში თევზიც კი ლიფსიტამკვდარია.
შენ, ჩემო ასასო, ერთ-ურთის ტყვიიდან მოკლული სამოყვრო (ჩამოვჯდეთ ერთად და) ვიგლოვოთ(ცრემლებიც დავღვაროთ ულევად). ორივემ ხომ ვიცით, ეგ ჩვენი მიწები გაღმა და გამოღმა, (ერთი გვაქვს სამშობლო და) ჰგვანან ერთმანეთს გაჭრილი გულივით.
ჩვენ უნდა თაობებს სხვა ძმობა, სხვა გრძნობა, სხვა ხიბლი ვუჩვენოთ და დარჩეს თავისთავს ჩავლილი წარსული-საზარლად საზარი, შენ, შვილის ქორწილში ხმამაღლა იმღერებ(დამპირდი) თუ ,,ჩელას", მე როცა მოვკვდები, აქ, ჩემი სახლიდან ისმოდეს ,,აზარი"!..
იქ, სადღაც იშლება ნანატრი, ნანატრი, ნანატრი სამოთხე, დაცხა და ჭაობებს ბურუსის საბანი, საბანი არ უნდათ... თქვენთან ხომ დამთავრდა ლამაზი ქალებით ნაქები მიზიტხუ, ჩვენთან კი დაიწყო ფეხმარდი ცხენებით განთქმული ისინდი.
ბექა ახალაია
საღოლ... ძალიან მაგარია..

8. და რა ძნელია, როცა გადარჩენილი ადამიანი დაუსრულებლად იტანჯება მოგონებებით... და რა ძნელია, როცა გადარჩენილი ადამიანი დაუსრულებლად იტანჯება მოგონებებით...
7. დღეს ამაზე კარგი, ძლიერი და მართალი არაფერი წამიკითხავს ამ თემაზე!
დღეს ამაზე კარგი, ძლიერი და მართალი არაფერი წამიკითხავს ამ თემაზე!
6. ისინი სვანეთის თოვლიან მთებში მრავალი დღის განმავლობაში მოდიოდნენ. თოვდა, ყინავდა, და არ იცოდნენ, სად იყვნენ, ან ოდესმე თუ გააღწევდნენ სამშვიდობოს. გზაში თოთო ბავშვები იყინებოდნენ ან შიმშილით კვდებოდნენ. ვისაც გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა, აზროვნების უნარდაკარგულები უკვე ერთმანეთს ძვლივს ცნობდნენ, გვამებს გვერდს უვლიდნენ და იმ დროს მათში გადარჩენის ინსტიქტი ცოცხლობდა მხოლოდ. ახლა კი... მათ ყველაფერი ახსოვთ. ცხადად ახსოვთ, თუ რას გრძნობდნენ მაშინ, და ამ მოგონებებით დაუსრულებლად იტანჯებიან.
თ.ა. ასტამური, 2013. ისინი სვანეთის თოვლიან მთებში მრავალი დღის განმავლობაში მოდიოდნენ. თოვდა, ყინავდა, და არ იცოდნენ, სად იყვნენ, ან ოდესმე თუ გააღწევდნენ სამშვიდობოს. გზაში თოთო ბავშვები იყინებოდნენ ან შიმშილით კვდებოდნენ. ვისაც გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ ჰქონდა, აზროვნების უნარდაკარგულები უკვე ერთმანეთს ძვლივს ცნობდნენ, გვამებს გვერდს უვლიდნენ და იმ დროს მათში გადარჩენის ინსტიქტი ცოცხლობდა მხოლოდ. ახლა კი... მათ ყველაფერი ახსოვთ. ცხადად ახსოვთ, თუ რას გრძნობდნენ მაშინ, და ამ მოგონებებით დაუსრულებლად იტანჯებიან.
თ.ა. ასტამური, 2013.
4. ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულებად!!! ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულებად!!!
3. !!!!!!!!!+++++ !!!!!!!!!+++++
2. ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 სექტემბერი, 2013
ავტორი: რეჟისორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
27 სექტემბერი, 2013
1. ბრავო რეჟისორს ,მაგარია
ბრავო რეჟისორს ,მაგარია
|