ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2013


***

უთხარი ქარს, რომ
ის მხოლოდ ქარია
და სხვა არაფერი და სულ ტყუილად
აწუხებენ პოეტები.
სტრიქონებში ჩამწყვდეულს
აღარც კი ახსოვს,
რომ ის წარმომავლობით
მეტეოროლოგიური მოვლენაა.
უთხარი ქალწულს,
სარკის წინ რომ ზის
და ლარნაკში სევდიანი იები უწყვია,
რომ წარმომავლობით
ის და მახინჯი, დორბლიანი მიზანთროპი
ერთნი არიან.
უთხარი, მსწრაფლლპობადია-თქო
ამქვეყნიურობა,
სარკის წინ დაუჩოქე
და უთხარი.
                                      1982 წელი.
***
მან თქვა: _
ის ათეისტია
და თუ სიმბოლოებთან
ვერაფერი გააწყო,
ან მესიანისტი გახდება,
ან სუიციდი ელის.
რატომ არ წერ
ან პოლიტიკას
რატომ გაურბიხარ-მეთქი?
მიპასუხა:
_ ხელოვანი ღმერთს ებრძვის,
პრეზიდენტი _ხალხს.
კარგად რომ დავაკვირდი,
ტიროდა და
დაჟინებით აცქერდებოდა
სამკუთხედის ფორმის ცას,
რომელსაც წვერი
დედამიწაზე დაებჯინა.
                                                        1984 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები