ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2013


პასუხი

ლაზი არ ვარ, მაგრამ მაინც
გიპასუხო მინდა ლექსით:
დაგველოცოს შურიმშინე
არგამხმარი ჩვენი ფესვი.
სანამ ვცოცხლობთ - მოვიგონოთ
წამებული წინაპრები,
არ ჩაგვექროს არასოდეს
სიყვარულის კელაპტრები.
ეს იცოდე შურიმშინე:
მეც შემტკივა შენზე გული,
რახანია მეც მწადია
ლექსი გითხრა ჩემებური.
ერზეც დარდობს კოლხიდელი,
ღმერთს ავედრებს მის მოკეთეს,
მათზე ლექსებს მანამ დაწერს -
სანამ მარჯვენს არ მოჰკვეთენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები