ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2008


. . .

აივანზე ზიან
ხელ-ხელ თათმან-თათმან
როგორც იქნა მზეა
როგორც იქნა დათბა

კანკალ-კანკალ-კალით
ემალება დილას
შემცივნებულ ქალის
შემომცდარი ჩრდილი

როცა ჩრდილი კაცის
უმიზეზო ჩრდილი
ქალზე უფრო ბაცი
ქალზე უფრო ლბილი

აიღებს და ისევ
თავს ლივლივით ირთობს
თუმცა თვლის რომ ასეც
დამღლელია ერთობ

ისინი კი ზიან
ხელ-ხელ თათმან-თათმან
ამბობენ რომ მზეა
როგორც იქნა დათბა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები