| ავტორი: ბუდულა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 5 ოქტომბერი, 2013 |
ეს არც კრიტიკაა და არც პუბლიცისტიკა, ეს ერთი უბრალო ადამიანის ,უბრალო ტვინის , ჩვეულებრივი ნაფიქრია და მინდა ყველამ წაიკითხოს:
ერთი დღის წინ ახალგაზრდა მეგობარმა წერილი მომწერა, არ გეწყინოს და შენ მწერალი არ ხარო...
მე ვუპასუხე, საკმაოდ ობიექტურად ვაფასებ ჩემ თავს და არც ვთვლი ჩემ თავს მწერლად მეთქი.
რა ვიცი, მთელი ურაკპარაკი შენ შემოგცქერისო(?)...თბილი წერილებით და პირადი მიმოწერით ხიბლავ ადამიანებსო....მე ვუთხარი, ჩემი ნაწერების გამო არ მცემენ პატივს, ჩემი პიროვნული თვისებები უფროა გადამწყვეტი მეთქი. არაო, შენი პიროვნული თვისებები აქ არავინ იცის, ყველას მაღალ ქულებს უწერ და ამით ანებივრებო...(ჩემი გულრწფელი სურვილი, ყველა მიყვარდეს, გამიცამტვერა და მიწასთან გაასწორა...) არადა ის ყმაწვილი ამ საიტზე ყველაზე ნიჭიერია , მისთვის ეს არაერთხელ მითქვამს და თან შვილივით შემიყვარდა, სრულიად არ ვიცი, რა დამსახურებისათვის :) მისი ოდნავ ბოღმანარევი მესიჯი მის ასაკს და გადაღლილობას დავაბრალე , მაგრამ მაინც საკმაოდ დამაფიქრა ამ გზავნილმა და ჩემი ნაფიქრალი ახლა უკვე ეკრანიდან შემოგცქერის, რადგან კითხულობ: ორი თვის წინ ასეთი ექპერიმენტი ჩავატარე, სრულიად უცხო ნიკით საკმაოდ სკანდალური მოთხრობა გამოვაქვეყნე.... მას არანაირი გამოხმაურება არ ქონდა...მხოლოდ ერთმა ადამიანმა წაიკითხა.... მერე ისევ ვცადე სხვა ნიკით, ისევ საკმაოდ სკანდალური მოთხრობა...არანაირი გამოხმაურება... მხოლოდ თოლია ჯონათანი არ ტოვებს არც წაუკითხავს და არც დაუკომენტარებელს,რითაც ნამდვილად კეთილშობილებას და ადამიანობას ავლენს... ის დასკვნა, რაც მე გამოვიტანე, სრულიად აკნინებს ჩემ უსაყვარლეს საიტს და მის მობინადრებებს: ----თუ ავტორი ნაცნობია, კიდევაც კითხულობენ და ქულებითაც ავსებენ, ზოგჯერ სრულიად დაუმსახურებლად და უსაფუძვლოდ....ხოლო თუ ავტორის სახელი არაფერს ნიშნავს, გემოვნებიან ნაწერსაც უდიდესი კრიტიკით და ბოღმანარევი კომენტარებით ავსებენ, სურვილებს უკარგავენ და ჩანასახშივე სპობენ, წერის მადას ანეიტრალებენ და უხეშობასაც არ ერიდებიან... კრიტიკა სამართლიანი უნდა იყოს, თორემ ზოგიერთი ისეთი მგრძნობიარეა, თავისი ნაფიქრის გამომზეურება ისედაც უჭირს და თუ ვინმე უსამართლო კრიტიკოსი მას ყელში სწვდება, ყალბია შენი ნაწერი ანდა უემოციოო, ავტორს შეიძლება ხელი ააღებინოს წერაზე და ხასიათი მოუწამლოს.. ხასიათის მოწამვლაზე ცუდი კი არაფერია...ასე სახალხოდ ნათქვამი უარყოფითი კომენტარი , რომლის გაბათილება რეალურად არ შეგიძლია, ისეთ ხასითზე გაყენებს, რომ მთელი დღე ვერ გამოდიხარ ამ საშინელი დეპრესიიდან.
ნეტავ რატომ ხდება ასე? მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს, ცნობილი ავტორი ახალს და კარგს რას შემოგვთავაზებს, მაგრამ იქნებ ახალი ქეთელაური ან აბუსერიძე დაიბადა...არ უნდა დავაცადოთ, ცოტა გაიზარდოს?
საკმაოდ ცნობილ ადამიანებს ხომ წახალისება არ ჭირდებათ, მათი ნაწერები ისედაც კითხავდია და ხომ არ ჯობია თავის გასაქაფავად საჭირო საპონი უფრო დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ?
თუმცა გამიკვირდა, რომ რამოდენიმე ლიტერატორმა ქულების დათვლაც კი წამოიწყო...
ხანდახან მიფიქრია, ამდენ უსიამოვნებას მივატოვებ აქაურობას და ერთი წუთითაც არ შემოვიხედავთქო, მაგრამ მერე ისე წამძლევს ხოლმე სურვილი და ცდუნება...
მე მიყვარს ურაკპარაკი და მინდა ,რომ ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ!!!!
სიყვარულს სწავლა უნდა, დიახ, უნდა!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან მომეწონა და ვეთანხმები 17 კომენტარის გამონათქვამს:
"აქ ყველა ადამიანი საკუთარი ნაწერებია..." 16. კომენტარი ძალიან მართალია!
რაც შეეხება კრიტიკა- პუბლიცისტიკას ავტოერი წერს: "კრიტიკა სამართლიანი უნდა იყოს თორემ ზოგიერთი ისეთი მგრძნობიარეა, თავისი ნაფიქრალის გამომზეურება ისედაც უჭირს" თუ უჭირს არც უნდა წეროს და თუ წერს , მის ნაწერზე სხვისი აზრიც უნდა გაიგოს აქ იწერება კომენტარი, ეს ნიშნავს მკითხველმა დააფიქსიროს თავის სუბიექტური აზრი, მოწონს თუ არა და რატომ არ მოსწონს, ასე არ არის? კომენტარი არ არის კრიტიკა მე ასე მესმის. და არც ავტორებმა არანაირი კომენტარი დეპრესიამდე არ უნდა დაიყვანონ
"მიყვარხარ", "მაგარი გოგო ხარ", "კეთილი ხარ" "ლამაზი გოგო ხარ" ესააა კომენტარები? მგონი უპრიანია ნაწერზე ეწეროს, არადა მართლა ზოგიერთი ავტორი იხვეწება აზრი დამიწერეთო, მე ასე ვამბობ წეროს ავტორმა რაც უნდა, როგორც უნდა და მკითხველმა კი შეფასება ისწავლოს. ურაკპარაკის წევრები, რომ ერთმანეთს პატივს უნდა ცემდნენ ეს აქსიომაა, მაგრამ მოწოდება
სიყვარულს სწავლა უნდა, დიახ, უნდა!!
სიყვარული გრძნობაა , გრძნობის სწავლა და სწავლის კურსები ურაკპარაკი არ არის. რაც ნაწარმოებები, ან წიგნები წაგვიკითხავს ყველა შინაური თუ უცხოური ავტორი უნდა გვიყვარდეს? ან აუცილებელია ვიცნობდეთ?
ბუდულა აქაურობის მიტოვებაზე საერთოდ არაფრის და არავის გულისთვის არ უნდა იფიქრო, ეს მხოლოდ სისუსტეა მეტი არაფერი, ვისწავლოთ კარგად წერა , ვისწავლოთ სხვისი აზრის მოსმენა საკუთარ ნაწარმოებზე მშვიდად , ყოველგვარი ფსიხოზის გარეშე,
ძალიან მომეწონა და ვეთანხმები 17 კომენტარის გამონათქვამს:

18. ...."მეც ხშირად მინახავს რაღაც სისულელეებზე შენი მაღალი ქულები,რაც დარწმუნებული ვარ არ მოგწონებია არც შენ..." თუ არ მომწონებია, არც დამიწერია....
...."მეც ხშირად მინახავს რაღაც სისულელეებზე შენი მაღალი ქულები,რაც დარწმუნებული ვარ არ მოგწონებია არც შენ..." თუ არ მომწონებია, არც დამიწერია....
17. რა ვიცი, მთელი ურაკპარაკი შენ შემოგცქერისო(?)...თბილი წერილებით და პირადი მიმოწერით ხიბლავ ადამიანებსო....მე ვუთხარი, ჩემი ნაწერების გამო არ მცემენ პატივს, ჩემი პიროვნული თვისებები უფროა გადამწყვეტი მეთქი. არაო, შენი პიროვნული თვისებები აქ არავინ იცის, ყველას მაღალ ქულებს უწერ და ამით ანებივრებო...(ჩემი გულრწფელი სურვილი, ყველა მიყვარდეს, გამიცამტვერა და მიწასთან გაასწორა...)
არ შეიძლება მართლა ყველას და ყველაფერს ხუთიანებს რომ უმწკრივებ.მე პირადად,მაგ რაღაც ქულებს დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი მაგრამ,საბოლოო ჯამში_შენი სურვილი იყო კეთილი,არა მგონია ისეთ ავტოებს წაადგეს,ვინც საერთოდ ვერ წერს და მაინც უწერ მაღალ ქულას. და მეც ხშირად მინახავს რაღაც სისულელეებზე შენი მაღალი ქულები,რაც დარწმუნებული ვარ არ მოგწონებია არც შენ... რაც შეეხება იმ ფაქტს რომ პიროვნება არ ჩანს აქო,ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები,აქ ყველა ადამიანი საკუთარი ნაწერებია.... რა ვიცი, მთელი ურაკპარაკი შენ შემოგცქერისო(?)...თბილი წერილებით და პირადი მიმოწერით ხიბლავ ადამიანებსო....მე ვუთხარი, ჩემი ნაწერების გამო არ მცემენ პატივს, ჩემი პიროვნული თვისებები უფროა გადამწყვეტი მეთქი. არაო, შენი პიროვნული თვისებები აქ არავინ იცის, ყველას მაღალ ქულებს უწერ და ამით ანებივრებო...(ჩემი გულრწფელი სურვილი, ყველა მიყვარდეს, გამიცამტვერა და მიწასთან გაასწორა...)
არ შეიძლება მართლა ყველას და ყველაფერს ხუთიანებს რომ უმწკრივებ.მე პირადად,მაგ რაღაც ქულებს დიდ მნიშვნელობას არასდროს ვანიჭებდი მაგრამ,საბოლოო ჯამში_შენი სურვილი იყო კეთილი,არა მგონია ისეთ ავტოებს წაადგეს,ვინც საერთოდ ვერ წერს და მაინც უწერ მაღალ ქულას. და მეც ხშირად მინახავს რაღაც სისულელეებზე შენი მაღალი ქულები,რაც დარწმუნებული ვარ არ მოგწონებია არც შენ... რაც შეეხება იმ ფაქტს რომ პიროვნება არ ჩანს აქო,ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები,აქ ყველა ადამიანი საკუთარი ნაწერებია....
16. ეს საიტი, სოც. ქსელი არ არის და ჯობია დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ! :) ეს საიტი, სოც. ქსელი არ არის და ჯობია დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ! :)
15. ახლა წავიკითხე ეს. მადლობა ამის გამოქვეყნებისთვის. ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვან თემას შეეხე. რთული საკითხია და ვეცდები, ნათლად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ერთის მხრივ, თუ ადამიანს არ გააკრიტიკებ მაშინ, როდესაც მისი ნაწერი არ მოგწონს, მაშინ უნდა გქონდეს ასეთი სტრატეგია, რომ გაჩუმდე საერთოდ და ეს ნიშნავდეს შენს კრიტიკას. მე როდესაც არ მომწონს, ზოგჯერ ვჩუმდები, ზოგჯერ კი ვაკრიტიკებ, ოღონდ ვცდილობ, რომ დავასაბუთო, მე რატომ არ მომეწონა, რადგან დაუსაბუთებელ კრიტიკას მართლა არ აქვს აზრი და ბოღმას ემსგავსება, არც ავტორითვის მოაქვს რამე სარგებელი. მაგალითად, მე რომ დავიწყე აქ წერა, მახსოვს, რომ გულს მტკენდა უარყოფითი შეფასებები, მაგრამ როგორც ხედავ, მაინც ჯიუტად გავაგრძელე, ხელი არ ჩამიქნევია. თუმცა ვაღიარებ, ყოფილა შემთხვევა, მეც გამიკრიტიკებია ვინმე და მერე მინანია, რადგან უფრო რბილ ფორმებში შეიძლებოდა ამის თქმა. მე ყოველთვის ვაფასებ ნაწარმოებს, როგორც მკითხველი, და არა განსაკუთრებით "კომპეტენტური" ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა, არ ვარ. მკითხველს მგონი ყოველთვის უდნა ჰქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება. ჩემს ნაწარმოებებზე კი მირჩევნია, აზრი გამოთქვან, თუნდაც ეს იყოს (დასაბუთებული) კრიტიკა, ვიდრე საერთოდ გაჩუმდნენ. ისიც რთულია საკითხია, თუ ვის შეუძლია, თავის თავს უწოდოს მწერალი. ერთი თეორიის მიხედვით, ეს შეუძლია ყველას, ვინც წერს. :) რადგან თუ მხოლოდ იმ კრიტერიუმით ვუწოდებთ ადამიანს მწერალს, რომელიც ამ ხელობით თავს ირჩენს, ალბათ 1 ან 2 მწერალი თუ დარჩება საქართველოში. მაგ მიდგომით ალბათ მწერალია შექსპირი, დიკენსი, ჯორჯ მარტინი....ხოლო თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მხატვრული ლიტერატურის მდგომარეობას, 99% არ (ვერ) ყოფილა მწერალი. ცნობილი მწერლებიც ასე ხდებიან, წერენ, წერენ, მერე შეიძლება გაუმართლოს, ვიღაცამ შეამჩნიოს, დაუბეჭდოს, ან თავისი ხარჯით დაბეჭდოს. ამის მერეც შეიძლება ბესტსელერი გახდეს ან სულაც, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა წაიკითხონ... საერთოდ, ჩვენს ინფორმაციულ ეპოქაში, ბეჭდვითი ლიტერატურა სულ უფრო ნაკლებად აქტულაური ხდება და ამიტომ მხოლოდ იმის მიხედვითაც ვერ ვუწოდებთ ვინმეს მწერალს, დაბეჭდილა თუ არა ის...
ჩემთვისაც პირველ რიგში ადამიანობაა და მერე მისი ნაწერი. თუ ადამიანი უხეშია, ვერ წარმომიდგენია მისი ნაწერი რატომ უნდა იყოს ღირებული. მაგალითად, ამ ბოლოს ერთ საკმაოდ წარმატებულ "ამომავალ" მწერალთან მქონდა საუბარი, და მის გვარში ერთი ასო შემეშალა. როდესაც ბოდიში მოვუხადე, მიპასუხა: "ეგ არაფერი, არასდროს მქონია ქალების აზროვნებაზე უფრო მეტის პრეტენზიაო". ჰოდა, ამ პიროვნების და მისი შემოქმედების მიმართ ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. თუ კაცს ასეთი წარმოდგენა აქვს ზოგადად ქალებზე, და ამ წარმოდგენას ჩემზეც ავრცელებს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი გვარი შემეშალა,და სულაც არ მეკითხება, მე რა ვიცი, რა წამიკითხავს, რამდენი დიპლომი მაქვს და ა.შ., ეს მხოლოდ ამ ადამიანის უდიდეს ამპარტავნებაზე მეტყველებს და რა თავში ვიხლი მის შემოქმედებას და ვარსკვლავბიჭუნობას. :) ძალიან დიდი კომენტარი გამომივიდა მგონი და ახლა გადაკითხვა მეზარება. იმედია არაფერი გამომრჩა. :)))
ახლა წავიკითხე ეს. მადლობა ამის გამოქვეყნებისთვის. ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვან თემას შეეხე. რთული საკითხია და ვეცდები, ნათლად ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი. ერთის მხრივ, თუ ადამიანს არ გააკრიტიკებ მაშინ, როდესაც მისი ნაწერი არ მოგწონს, მაშინ უნდა გქონდეს ასეთი სტრატეგია, რომ გაჩუმდე საერთოდ და ეს ნიშნავდეს შენს კრიტიკას. მე როდესაც არ მომწონს, ზოგჯერ ვჩუმდები, ზოგჯერ კი ვაკრიტიკებ, ოღონდ ვცდილობ, რომ დავასაბუთო, მე რატომ არ მომეწონა, რადგან დაუსაბუთებელ კრიტიკას მართლა არ აქვს აზრი და ბოღმას ემსგავსება, არც ავტორითვის მოაქვს რამე სარგებელი. მაგალითად, მე რომ დავიწყე აქ წერა, მახსოვს, რომ გულს მტკენდა უარყოფითი შეფასებები, მაგრამ როგორც ხედავ, მაინც ჯიუტად გავაგრძელე, ხელი არ ჩამიქნევია. თუმცა ვაღიარებ, ყოფილა შემთხვევა, მეც გამიკრიტიკებია ვინმე და მერე მინანია, რადგან უფრო რბილ ფორმებში შეიძლებოდა ამის თქმა. მე ყოველთვის ვაფასებ ნაწარმოებს, როგორც მკითხველი, და არა განსაკუთრებით "კომპეტენტური" ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა, არ ვარ. მკითხველს მგონი ყოველთვის უდნა ჰქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება. ჩემს ნაწარმოებებზე კი მირჩევნია, აზრი გამოთქვან, თუნდაც ეს იყოს (დასაბუთებული) კრიტიკა, ვიდრე საერთოდ გაჩუმდნენ. ისიც რთულია საკითხია, თუ ვის შეუძლია, თავის თავს უწოდოს მწერალი. ერთი თეორიის მიხედვით, ეს შეუძლია ყველას, ვინც წერს. :) რადგან თუ მხოლოდ იმ კრიტერიუმით ვუწოდებთ ადამიანს მწერალს, რომელიც ამ ხელობით თავს ირჩენს, ალბათ 1 ან 2 მწერალი თუ დარჩება საქართველოში. მაგ მიდგომით ალბათ მწერალია შექსპირი, დიკენსი, ჯორჯ მარტინი....ხოლო თუ გავითვალისწინებთ საქართველოში მხატვრული ლიტერატურის მდგომარეობას, 99% არ (ვერ) ყოფილა მწერალი. ცნობილი მწერლებიც ასე ხდებიან, წერენ, წერენ, მერე შეიძლება გაუმართლოს, ვიღაცამ შეამჩნიოს, დაუბეჭდოს, ან თავისი ხარჯით დაბეჭდოს. ამის მერეც შეიძლება ბესტსელერი გახდეს ან სულაც, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა წაიკითხონ... საერთოდ, ჩვენს ინფორმაციულ ეპოქაში, ბეჭდვითი ლიტერატურა სულ უფრო ნაკლებად აქტულაური ხდება და ამიტომ მხოლოდ იმის მიხედვითაც ვერ ვუწოდებთ ვინმეს მწერალს, დაბეჭდილა თუ არა ის...
ჩემთვისაც პირველ რიგში ადამიანობაა და მერე მისი ნაწერი. თუ ადამიანი უხეშია, ვერ წარმომიდგენია მისი ნაწერი რატომ უნდა იყოს ღირებული. მაგალითად, ამ ბოლოს ერთ საკმაოდ წარმატებულ "ამომავალ" მწერალთან მქონდა საუბარი, და მის გვარში ერთი ასო შემეშალა. როდესაც ბოდიში მოვუხადე, მიპასუხა: "ეგ არაფერი, არასდროს მქონია ქალების აზროვნებაზე უფრო მეტის პრეტენზიაო". ჰოდა, ამ პიროვნების და მისი შემოქმედების მიმართ ყოველგვარი ინტერესი დავკარგე. თუ კაცს ასეთი წარმოდგენა აქვს ზოგადად ქალებზე, და ამ წარმოდგენას ჩემზეც ავრცელებს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი გვარი შემეშალა,და სულაც არ მეკითხება, მე რა ვიცი, რა წამიკითხავს, რამდენი დიპლომი მაქვს და ა.შ., ეს მხოლოდ ამ ადამიანის უდიდეს ამპარტავნებაზე მეტყველებს და რა თავში ვიხლი მის შემოქმედებას და ვარსკვლავბიჭუნობას. :) ძალიან დიდი კომენტარი გამომივიდა მგონი და ახლა გადაკითხვა მეზარება. იმედია არაფერი გამომრჩა. :)))
14. მადლობა ნეფერტარ, ახლა უკვე თავს უხერხულად ვგრძნობ, ვინმემ არ იფიქროს, ბუდულას კიდევ ერთხელ უნდოდა ხოტბა შეესხა მისთვის ვინმესო და ეს წერილი იმიტომ წამოიწყოო... რაც შეეხება სხვა ნიკს, მე მხოლოდ ექსპერიმენტი ჩავატარე და აქ იმ ნაწერის გადმოტანას არც ვაპირებ:) მადლობა კომენტარისა და დახარჯული დროისათვის, წარმატება ყველას... მადლობა ნეფერტარ, ახლა უკვე თავს უხერხულად ვგრძნობ, ვინმემ არ იფიქროს, ბუდულას კიდევ ერთხელ უნდოდა ხოტბა შეესხა მისთვის ვინმესო და ეს წერილი იმიტომ წამოიწყოო... რაც შეეხება სხვა ნიკს, მე მხოლოდ ექსპერიმენტი ჩავატარე და აქ იმ ნაწერის გადმოტანას არც ვაპირებ:) მადლობა კომენტარისა და დახარჯული დროისათვის, წარმატება ყველას...
13. "ქალის სურნელი" ხომ გახსოვთ, "არაფერია ამპუტირებულ სულზე უარესი, მისი პროთეზით შეცვლა შეუძლებელია."
ამ ავტორს მხოლოდ მისი შემოქმედებით ვიცნობ, ყველა სტრიქონს შორის გამოსჭვივის სითბო, სიყვარული და შრომა, ნაფერები სიტყვები, რაც მიუთითებს, რომ ის მუდმივად ხვეწს საკუთარ ხასიათს, ქმედებას, ნაწერს, სიტყვებს. კომენტარიც ყოველთვის კორექტული და კეთილმოსურნე აქვს. ჩემი ღირებულებებით ის შესანიშნავი ადამიანია. მას აქვს უნარი და სურვილი საკუთარ შვილებს ყოველ საღამოს საკუთარი ახალი ზღაპარი აჩუქოს. მერე ჩვენ მოგვიტანოს და წაგვაკითხოს.
მე, როგორც წერის მოყვარულს, პირველ რიგში ადამიანი მაინტერესებს და მერე - მისი შემოქმედება. ჯერ კაცი უნდა ვარგოდეს კაცად. რამოდენიმე ცნობილი ავტორის შემოქმედებას საერთოდ აღარ ვკითხულობ კარგა ხანია. რადგან როგორც პიროვნებებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. სულაც შედევრი რომ დაწერონ - ჩემი ინტერესი მათი ნაწერების მიმართ აბსოლიტური ნოლია. ვთვლი, რომ სინდისგარეცხილი და უმადური ადამიანის ნაწერი, - არც იმ დროის ღირსია, მისი ნაწერის კითხვაზე და გააზრებაზე რომ უნდა დავხარჯო.
ფაქტია, რომ აქ მეგობრული წრეები არსებობს და ერთმანეთს ულევ "ხუტბას" აღუვლენენ ხოლმე, - სისულელეც რომ ეწეროს. არც საპირისპირო აზრის გამოთქმას შეგარჩენს ვინმე, მაშინვე მოგდგებიან "მეგობრები" და ბოღმა-ბალღამს დაგანთხევენ თავზე და პიროვნულად შეგეხებიან.
როცა "ბედუინის" დადება დავიწყე, ვიღაცამ ეგრევე მომაძახა, არ იფიქრო რომ რაიმე ღირებულს წერდეო. გამეცინა. მაშინ ვნახე რომ მისი ლექსების რეიტინგი ძალიან იყო დაწეული. მიუხედავად იმისა რომ "ბედუინის" ნაირი დიდი მოცულობის ნაწერს ეკრანზე არ კითხულობენ, ამ მოთხრობის რეიტინგი ბევრად აჭარბებდა მისი ლექსების რეიტინგს. იმ კომენტარის ავტორის ახლა, არც გვარ-სახელი მახსოვს და რაც ყველაზე ცუდია - არცერთი მისი ლექსი.
ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო... ბუდულა გვაჩუქე შენი ნათელი მოთხრობები და ისიც ნუ გაგიკვირდება, რომ რეიტინგის მოპოვებას დრო უნდა, სხვადასხვა ნიკებით დადებული ნაწერები 'ბუდულა"-ზე გადმოიტანე და წაგვაკითხე. ავლილი საფეხურები გამოიყენე და თავიდან ნუ დაიწყებ რეიტინგის მოპოვებას სხვადასხვა ნიკებით - ეს მხოლოდ დროის კარგვაა. "ქალის სურნელი" ხომ გახსოვთ, "არაფერია ამპუტირებულ სულზე უარესი, მისი პროთეზით შეცვლა შეუძლებელია."
ამ ავტორს მხოლოდ მისი შემოქმედებით ვიცნობ, ყველა სტრიქონს შორის გამოსჭვივის სითბო, სიყვარული და შრომა, ნაფერები სიტყვები, რაც მიუთითებს, რომ ის მუდმივად ხვეწს საკუთარ ხასიათს, ქმედებას, ნაწერს, სიტყვებს. კომენტარიც ყოველთვის კორექტული და კეთილმოსურნე აქვს. ჩემი ღირებულებებით ის შესანიშნავი ადამიანია. მას აქვს უნარი და სურვილი საკუთარ შვილებს ყოველ საღამოს საკუთარი ახალი ზღაპარი აჩუქოს. მერე ჩვენ მოგვიტანოს და წაგვაკითხოს.
მე, როგორც წერის მოყვარულს, პირველ რიგში ადამიანი მაინტერესებს და მერე - მისი შემოქმედება. ჯერ კაცი უნდა ვარგოდეს კაცად. რამოდენიმე ცნობილი ავტორის შემოქმედებას საერთოდ აღარ ვკითხულობ კარგა ხანია. რადგან როგორც პიროვნებებმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე. სულაც შედევრი რომ დაწერონ - ჩემი ინტერესი მათი ნაწერების მიმართ აბსოლიტური ნოლია. ვთვლი, რომ სინდისგარეცხილი და უმადური ადამიანის ნაწერი, - არც იმ დროის ღირსია, მისი ნაწერის კითხვაზე და გააზრებაზე რომ უნდა დავხარჯო.
ფაქტია, რომ აქ მეგობრული წრეები არსებობს და ერთმანეთს ულევ "ხუტბას" აღუვლენენ ხოლმე, - სისულელეც რომ ეწეროს. არც საპირისპირო აზრის გამოთქმას შეგარჩენს ვინმე, მაშინვე მოგდგებიან "მეგობრები" და ბოღმა-ბალღამს დაგანთხევენ თავზე და პიროვნულად შეგეხებიან.
როცა "ბედუინის" დადება დავიწყე, ვიღაცამ ეგრევე მომაძახა, არ იფიქრო რომ რაიმე ღირებულს წერდეო. გამეცინა. მაშინ ვნახე რომ მისი ლექსების რეიტინგი ძალიან იყო დაწეული. მიუხედავად იმისა რომ "ბედუინის" ნაირი დიდი მოცულობის ნაწერს ეკრანზე არ კითხულობენ, ამ მოთხრობის რეიტინგი ბევრად აჭარბებდა მისი ლექსების რეიტინგს. იმ კომენტარის ავტორის ახლა, არც გვარ-სახელი მახსოვს და რაც ყველაზე ცუდია - არცერთი მისი ლექსი.
ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო... ბუდულა გვაჩუქე შენი ნათელი მოთხრობები და ისიც ნუ გაგიკვირდება, რომ რეიტინგის მოპოვებას დრო უნდა, სხვადასხვა ნიკებით დადებული ნაწერები `ბუდულა"-ზე გადმოიტანე და წაგვაკითხე. ავლილი საფეხურები გამოიყენე და თავიდან ნუ დაიწყებ რეიტინგის მოპოვებას სხვადასხვა ნიკებით - ეს მხოლოდ დროის კარგვაა.
12. მე ლიტერატორი ვარ და ერთადერთი რასაც ეს სტატუსი მაძლევს, ხუთიანების დაწერის საშუალებაა :))
რაც შეეხება ამ ტექსტს, ვერ ვხვდები, რატომ აღიზიანებს ხალხს და კონკრეტულად ამ რილიკური თუ რეალურ პერსონაჟს, ვინ რატომ, რისთვის და ვის უწერს ქულებს.... შურის ამბავია? ფიქრობს, მისი ნაწერები უკეთესია და თითზეჩამოსათვლელი კომენტარი რომ ხვდება, გული სუკდება? მოკლედ, ეს ადამიანის ხასიათის პრობლემაა, არავის საქმე არაა, მე ბუდულას რატომ დავუწერ ახლა ხუთიანს :)) რატომ ვმეგობრობ და უდიდეს პატივს რატომ ვცემ. რაც შეეხება კრიტიკას, თავს ვიკავებ, მაქსიმალურად ვცდილობ კორექტული ვიყო, არის შემთხვევები, როდესაც აზრის დაფიქსირებას პირადი წერილით მთხოვენ და თავს ვალდებულად ვთვლი, მაქსიმალურად ობიექტურად გავარჩიო ესა თუ ის ლექსი. აქ მემგონი საწყენი არაფერია. კითხვას რაც შეეხება, ნუ მომთხოვთ ყველაფერი წავიკითხო :)) ვერ ვიცლი უბრალოდ, ახლაც ორიოდე წუთით ვარ შემოსული... თუმცა მყავს რჩეული ავტორები, რომელთა შემოქმედებას მაქსიმალურად ვკითხულობ. ბუდულა ერთ-ერთია!
ჰო, კიდევ მინდოდა მეთქვა ცნობილ ავტორებზე. რა თქმა უნდა მათი ნაწერები ინტერეს იწვევს, მაგრამ თუ არ მომწონს, იმიტომ არ შევასხამ ხოტბა-დიდება, რომ უბრალოდ გამოაქვეყნა, არ მიმაჩნია მართებულად. თუმცა, ისინიც ადამიანები არიან და ორიოდე ტკბილი სიტყვა არავის აწყეს :)) ( არა ისეთი გაბუქებული და გამაღიზიანებელი კომენტარები, რომელიც ნეიტრალურ მკითხველს შეურაცყოფს)
რეზიუმესავით დავწერ, "ტეხავს" უბრალოდ დაიბოღმო სხვის მაღალ რეიტინგზე და ამის აღიარება არც შეგრცხვეს.
+5 ამ ტექსტს და ვინ ოხერი... :)) მე ლიტერატორი ვარ და ერთადერთი რასაც ეს სტატუსი მაძლევს, ხუთიანების დაწერის საშუალებაა :))

+5 ამ ტექსტს და ვინ ოხერი... :))
11. რაკი უკვე დაიძრა სათქმელი, მეც მინდა ცემი იმედგაცრუებაც გამოვთქვა. ვერ ვიტყვი, ყველაფერს ვკიტხულობ_მეთქი, მაგრამ რაღაც შეხედულება ცამმიყალიბდა საიტზე. კერძოდ: ჯანსაღი კრიტიკული ანალიზი იშვიათად წამიკითხავს. არის მხოლოდ ავი განქიქება ან მეორე უკიდურესობა_ უსაფუძვლო ხოტბა. კეთილგანწყობის გამოხატვა ცუდი არ არის, მაგრამ რატომ ვუკმევთ გუნდრუკს მაინცდამაინც როგორც შემოქმედს. შეიმჩნევა ერთგვარი საძმოების შექმნაც, ანუ ყველას საკუთარი მკითხველთა ჯგუფი ყუავს. ასეა, სამწუხაროდ დიდ ლიტერატურაშიც. მივმართავ ადმინისტრაციას: თუ გნებავთ საიტი ურთიერთ ქების ასპარეზს არ დაემსგავსოს, რაღაც რეფორმაა მოსაფიქრებელი.კეთილგანწყობა და ანალიზი სხვადასხვა რამეა. ვიფიქროთ ცვლილებზე. რაკი უკვე დაიძრა სათქმელი, მეც მინდა ცემი იმედგაცრუებაც გამოვთქვა. ვერ ვიტყვი, ყველაფერს ვკიტხულობ_მეთქი, მაგრამ რაღაც შეხედულება ცამმიყალიბდა საიტზე. კერძოდ: ჯანსაღი კრიტიკული ანალიზი იშვიათად წამიკითხავს. არის მხოლოდ ავი განქიქება ან მეორე უკიდურესობა_ უსაფუძვლო ხოტბა. კეთილგანწყობის გამოხატვა ცუდი არ არის, მაგრამ რატომ ვუკმევთ გუნდრუკს მაინცდამაინც როგორც შემოქმედს. შეიმჩნევა ერთგვარი საძმოების შექმნაც, ანუ ყველას საკუთარი მკითხველთა ჯგუფი ყუავს. ასეა, სამწუხაროდ დიდ ლიტერატურაშიც. მივმართავ ადმინისტრაციას: თუ გნებავთ საიტი ურთიერთ ქების ასპარეზს არ დაემსგავსოს, რაღაც რეფორმაა მოსაფიქრებელი.კეთილგანწყობა და ანალიზი სხვადასხვა რამეა. ვიფიქროთ ცვლილებზე.
10. ჩემო თოლია ჯონათან, მეც ერთნიკიანი ვარ, ვინაიდან ის ნიკი ერთჯერადი იყო და დღეს მისი პაროლიც კი არ მახსოვს:DD
ნათია ჯაფარიძე, მეც კი ვიქცევი მასე, თუ რამე არ მომეწონება, ვდუმვარ, მაგრამ მე იმას ვამბობ, როცა ხედავ, ადამიანმა პირველად რაღაც გამოაქვეყნა ანდა ახალგაზრდაა, თავში ბლაგვი საგანივით რომ მოხვდება სასტიკი კომენტარი და დარეტიანდება, სავარაუდოდ იგი მეორედ არ მობრუნდება აქეთ:DD
მე ხომ საერთოდ, ყველა მიყვარს, თუმცა ჯონათანი ჩემპიონია.... ისე აქ წამოჭრილ თემას თუ დავუბრუნდები, მე მართლაც არ ვარ მწერალი და ასეც ვფიქრობ...მაქვს შესანიშნავი პროფესია და მოცალეობის ჟამს თავს ვიხალისებ წერით, ეს არაერთხელ ვთქვი და კიდევაც ვიმეორებ....
ჩემო თოლია ჯონათან, მეც ერთნიკიანი ვარ, ვინაიდან ის ნიკი ერთჯერადი იყო და დღეს მისი პაროლიც კი არ მახსოვს:DD
ნათია ჯაფარიძე, მეც კი ვიქცევი მასე, თუ რამე არ მომეწონება, ვდუმვარ, მაგრამ მე იმას ვამბობ, როცა ხედავ, ადამიანმა პირველად რაღაც გამოაქვეყნა ანდა ახალგაზრდაა, თავში ბლაგვი საგანივით რომ მოხვდება სასტიკი კომენტარი და დარეტიანდება, სავარაუდოდ იგი მეორედ არ მობრუნდება აქეთ:DD
მე ხომ საერთოდ, ყველა მიყვარს, თუმცა ჯონათანი ჩემპიონია.... ისე აქ წამოჭრილ თემას თუ დავუბრუნდები, მე მართლაც არ ვარ მწერალი და ასეც ვფიქრობ...მაქვს შესანიშნავი პროფესია და მოცალეობის ჟამს თავს ვიხალისებ წერით, ეს არაერთხელ ვთქვი და კიდევაც ვიმეორებ....
9. ანუუუუუუუუუუუუუუუუუუუ---------------მართალია მარი///////////////სამწუხაროდ:(((((((((((( ანუუუუუუუუუუუუუუუუუუუ---------------მართალია მარი///////////////სამწუხაროდ:((((((((((((
8. ,,თორემ ზოგიერთი ისეთი მგრძნობიარეა, თავისი ნაფიქრის გამომზეურება ისედაც უჭირს და თუ ვინმე უსამართლო კრიტიკოსი მას ყელში სწვდება, ყალბია შენი ნაწერი ანდა უემოციოო, ავტორს შეიძლება ხელი ააღებინოს წერაზე"
კარგად თქვით, ეს რეალობაა, რომელიც ყოველ 'რეალისტს' ფეხებზე ჰკიდია, მწუხაროდ, სამ.
,,თორემ ზოგიერთი ისეთი მგრძნობიარეა, თავისი ნაფიქრის გამომზეურება ისედაც უჭირს და თუ ვინმე უსამართლო კრიტიკოსი მას ყელში სწვდება, ყალბია შენი ნაწერი ანდა უემოციოო, ავტორს შეიძლება ხელი ააღებინოს წერაზე"
კარგად თქვით, ეს რეალობაა, რომელიც ყოველ `რეალისტს` ფეხებზე ჰკიდია, მწუხაროდ, სამ.
7. როგორც ვატყობ, ერთადერთი ერთნიკიანი მე ვარ ამ საიტზე და ის ერთი ნიკიც კი ზედმეტი მგონია ჩემთვის :)
მახსოვს, ბექა ახალაია დებდა აქ უცხო ნიკით უშესანიშნავეს ლექსებს და თითქმის არავის წაუკითხავს. ახალაიას ნამდვილად რომ არ დააკლდებოდა ამით რამე, თავადაც მიხვდებით.
მე მართლა თითქმის ყველაფერს ვკითხულობ აქ (მოცალეობის ჟამს), მაგრამ თუ ოდნავ მაინც რამე ვერ ვიპოვე ნაწერში საჩემო, ვდუმვარ იქ :) კრიტიკით კი, არ ვაკრიტიკებ არავის, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია თავი კომპეტენტურად.
სხვათაშორის, ერთმა, ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასმა საიტელმა მირჩია, ნუ იხარჯები ასე ( ჩემი კომენტარები იგულისხმა) ყველასთანო :)
მადლობა კეთილად მოხსენიებისთვის:)
როგორც ვატყობ, ერთადერთი ერთნიკიანი მე ვარ ამ საიტზე და ის ერთი ნიკიც კი ზედმეტი მგონია ჩემთვის :)
მახსოვს, ბექა ახალაია დებდა აქ უცხო ნიკით უშესანიშნავეს ლექსებს და თითქმის არავის წაუკითხავს. ახალაიას ნამდვილად რომ არ დააკლდებოდა ამით რამე, თავადაც მიხვდებით.
მე მართლა თითქმის ყველაფერს ვკითხულობ აქ (მოცალეობის ჟამს), მაგრამ თუ ოდნავ მაინც რამე ვერ ვიპოვე ნაწერში საჩემო, ვდუმვარ იქ :) კრიტიკით კი, არ ვაკრიტიკებ არავის, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია თავი კომპეტენტურად.
სხვათაშორის, ერთმა, ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასმა საიტელმა მირჩია, ნუ იხარჯები ასე ( ჩემი კომენტარები იგულისხმა) ყველასთანო :)
მადლობა კეთილად მოხსენიებისთვის:)
6. მარი:)ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!მართალი ხარ!და ეს პრობლემა ,არა მარტო ურაკს აქვს,არამედ ცხოვრებისეულია:)ყოჩაღ შენ!მე რომ წამეკითხა,აუცილებლად გიცნობდი:):D:D:D:D:
მე მიყვარს ურაკპარაკი და მინდა ,რომ ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ!!!!
სიყვარულს სწავლა უნდა, დიახ, უნდა!!
ვერ გელევით,ხომ ხედავთ არა?:)მოგიკითხა და :*:*:*:*:*არტიკუშკებმა:* მარი:)ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!მართალი ხარ!და ეს პრობლემა ,არა მარტო ურაკს აქვს,არამედ ცხოვრებისეულია:)ყოჩაღ შენ!მე რომ წამეკითხა,აუცილებლად გიცნობდი:):D:D:D:D:
მე მიყვარს ურაკპარაკი და მინდა ,რომ ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ!!!!
სიყვარულს სწავლა უნდა, დიახ, უნდა!!
ვერ გელევით,ხომ ხედავთ არა?:)მოგიკითხა და :*:*:*:*:*არტიკუშკებმა:*
5. ბუდულა, პირადად მე ყველაფერს ვკითხულობ. ზოგჯერ ვაკომენტარებ, ზოგჯერ უბრალოდ ქულას ვწერ. ან არ ვწერ ) ახლებთან მითუმეტეს, თუ აღფრთოვანებული არ დავრჩი . მგონი ყველას ვისაც ,,ლიტერატორი,, უწერია, ჩაუტარებია მსგავსი ექსპერიმენტი. პირადად მეც შევქმენი ერთი ნიკი და ერთი რაღაც გამოვაქვეყნე. შედეგი იგივე იყო, რაც შენს შემთხვევაში. ))) თუმცა ამის გამო იმედი ნამდვილად არ გამცრუებია.
სე ლა ვი! ))
ბუდულა, პირადად მე ყველაფერს ვკითხულობ. ზოგჯერ ვაკომენტარებ, ზოგჯერ უბრალოდ ქულას ვწერ. ან არ ვწერ ) ახლებთან მითუმეტეს, თუ აღფრთოვანებული არ დავრჩი . მგონი ყველას ვისაც ,,ლიტერატორი,, უწერია, ჩაუტარებია მსგავსი ექსპერიმენტი. პირადად მეც შევქმენი ერთი ნიკი და ერთი რაღაც გამოვაქვეყნე. შედეგი იგივე იყო, რაც შენს შემთხვევაში. ))) თუმცა ამის გამო იმედი ნამდვილად არ გამცრუებია.
სე ლა ვი! ))
4. ყველას დაუკომენტარებ პირფერობაში გითვლიან, არ დააკომენტარებ _ფიქრობენ არაფერს კითხულობ, ყველგან როგორ ბეწვის ხიდია გასავლელი. მე პირადად ყველაფერს ვკითხულობ თითქმის, მაგრამ კომენტარებს იშვიათად ვწერ.
ყველას დაუკომენტარებ პირფერობაში გითვლიან, არ დააკომენტარებ _ფიქრობენ არაფერს კითხულობ, ყველგან როგორ ბეწვის ხიდია გასავლელი. მე პირადად ყველაფერს ვკითხულობ თითქმის, მაგრამ კომენტარებს იშვიათად ვწერ.
3. რაც შეეხება მინდას ჩემ შემთხვეაში რაც მინდა ყოველთვის ისეა.ნამდვილად დასათანხმებელია ამ ავტორის ეს ნააზრევი.მითუმეტეს მაშინ,როცა მე სრულიად მაქვს წარმოდგენა პირადში მიწერილი წერილის ავტორის გარდა ამ ნაწერში მოყვანილ მსგავს სიტუაციებზე,მათ შორის ქულების დათვლაზე და ნაძაკადევად გამეღიმა როცა გუშინ წავიკითხე მისი აზრი ავტორის უხვქულიანობასთან დაკავშირებით.იქნებ სათავფურცელედაც გამოდგეს ეს ნაწერი თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ სტატუსის გამო წაიკითხოს უამრავმა საიტზე მოღვაწემ.
პატივისცემას მუდამ ვადასტურებ საიტის წევრების მიმართ და არა მარტო. რაც შეეხება მინდას ჩემ შემთხვეაში რაც მინდა ყოველთვის ისეა.ნამდვილად დასათანხმებელია ამ ავტორის ეს ნააზრევი.მითუმეტეს მაშინ,როცა მე სრულიად მაქვს წარმოდგენა პირადში მიწერილი წერილის ავტორის გარდა ამ ნაწერში მოყვანილ მსგავს სიტუაციებზე,მათ შორის ქულების დათვლაზე და ნაძაკადევად გამეღიმა როცა გუშინ წავიკითხე მისი აზრი ავტორის უხვქულიანობასთან დაკავშირებით.იქნებ სათავფურცელედაც გამოდგეს ეს ნაწერი თუნდაც მხოლოდ იმისთვის რომ სტატუსის გამო წაიკითხოს უამრავმა საიტზე მოღვაწემ.
პატივისცემას მუდამ ვადასტურებ საიტის წევრების მიმართ და არა მარტო.
2. მეც ძალიან მიყვარს ურაკპარაკი და მისი წევრებიც ძალიან მიყვარან. :) მეც ძალიან მიყვარს ურაკპარაკი და მისი წევრებიც ძალიან მიყვარან. :)
1. შე ცელქო გოგო შენა :))) მე მხოლოდ სიყვარულში გამოგიტყდები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს თანასაიტელს, უმეტესად გეთანხმები :)). დანარჩენზე ძველებმა ილაპარაკონ თუ გაუჩნდათ სურვილი. შე ცელქო გოგო შენა :))) მე მხოლოდ სიყვარულში გამოგიტყდები, როგორიც შეიძლება ჰქონდეს თანასაიტელს, უმეტესად გეთანხმები :)). დანარჩენზე ძველებმა ილაპარაკონ თუ გაუჩნდათ სურვილი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|