| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 11 ოქტომბერი, 2013 |
ყოველ ცისმარე დღეს ქალი ადრე დგება, სახლიდან გარეთ გამოდის, პირველად ქათმებს საქათმედან გამოუშვებს და საკენკს დაუყრის, მერე ბოსელს კარს გაუღებს და პირუტყვს ჭიშკარგარეთ გადენის.შემდეგ სამზადში შედის ,ცეცხლს ანთებს და ოჯახისათვის საუზმის გამზადებას იწყებს.ბევრი არც რამე აქვს გასამზადებელი, ერთ მჭადს კეცზე დააკრავს და რამდენიმე ნატეხ ყველს თეფშზე გადატეხავს. ესეც მაშინ, როცა ფქვილი მოეპოვება. სამივე შვილს სამყოფად მაინც ვერ დაანაყრებს და თვითონაც , სანახევროდ მშიერი რჩება, თუმცა უფროსი შვილები ხვდებიან და დედის წილ მჭადს ხელს არ ახლებენ, მაგრამ ნაბოლარას ვერ საყვედურობენ... ისედაც ნახევრად მშიერია 6 წლის ბავშვი.
კატოს არ ახსოვს, რომ დედაზე ადრე ვინმე ამდგარიყოს, უკვირს ამას როგორ ახერხებს , რომ მუდამ დაუღლელად და ხალისით აპურებს შვილებს და იმედიანი თვალებით შეცქერის სამივე ობოლს.
---კატო, შვილო , გადადი ამ საღამოს ნინა ბიცოლასთან და ესესხე ცოტა ფქვილი,---ეუბნება უფროს ქალიშვილს სონა. ---მეტად ვეღარ გადავალ მე ნინა ბიცოლასთან---უარობს გოგო. ---უთხარი,დედამ აფუფქული ჩამიყარე, საფენლად მინდა და მალე დაგიბრუნებთქვა---ქალი პასუხს არ ელოდება და კოთხო გამოაქვს სამზადიდან. გოგო ვერც გადაჭრით უარს ეუბნება, დედისაც რიდი აქვს, მაგრამ ისეთი მორცხვია, სათხოვნელად გადასვლას სიკვდილი ურჩევნია და ფეხები უკან რჩება. ----უთხარი, ხვალ ან ზეგ წისქვილში წავა ჩემი ბიჭი და მაშინვე დაგიბრუნებთქვა---გზადაგზა არიგებს გოგოს და კოთხოს ხელში აჩეჩებს ქალი. სოფელში ყველაზე მძიმე თვეა მარიობისთვე, ჯერ ახალი სიმინდი არაა შემოსული და ძველი მარცვალი უკვე მიილია.ბევრ ოჯახში უკვე ყოველდღე აღარ ცხვება ცხელი მჭადი და არ იკეპება პარკილობიო.სონას უკაცო ოჯახს ხომ ყველა მარაგი შემოაკლდა და სამი შვილის დაპურებას ძლივძლივობით ახერხებს ქვრივი ქალი.
ფეხათრევით მიდის კატო ნინა ბიცოლას სახლისაკენ. სამეზობლო ჭიშკარი მუდამ ღია აქვს ნინა ბიცოლას, მაგრამ დაუძახებლად შესვლას მაინც ვერ ბედავს გოგო. ---ნინა ბიცოლა, დედამ გამომაგზავნა, თუ გექნება , ერთი კოთხო მჭადის ფქვილი მასესხე , მალე გახმება ჩემი სიმინდიც და გადაგიხდი ვალსო. ბევრი კი არ მინდა, აფუფქული ჩამიყარე, საფენლად მინდაო. ----კატო ხარ , გოგო?---ხელს იჩრდილავს ნინა ბიცოლა----ფუფქულიას სათესური არ მაქვს და არც დამითესია ამ წელში---პასუხობს გაღიმებული და კოთხოს პირამდე დატენილს ატანს გოგოს. ----დედაშენს უთხარი, არ დამიბრუნოს ეს დაფქული, თვარა მაწყენიებ ძალიანთქვა---აბარებს სონასთან და კარამდე აცილებს გოგოს. ----მერამდენედ, ნინა ბიცოლა---წითლდება გოგო. ----შენ ჯერ ეს გადაუტანე და ამაღამ ჩემთან გამოგიშვას, უთხარი სონას, მარტო არის ნინა ბიცოლათქვა.
გოგო ,უკვე მერამდენედ,დარცხვენილი და აწითლებული მოდის სახლისაკენ, მაგრამ მაინც გულში სიხარული ღვივის,ამაღამ მაინც დანაყრდება მისი ძმები. ნინა ბიცოლას შვილები არ ყავს და მისი ქმარიც კარგ საშოვარზეა, ხან სად დადის, ხან სად ვაჭრობს და ოჯახიც მაძღარი ჰყავს. კატოს მასთან სტუმრობა ყველაზე მეტად უყვარს.მისთვის ტკბილი ჩაი და მურაბა, ცხელი ხაჭაპური და ჩურჩხელა ყოველთვის აქვს ნინა ბიცოლას.ბიცოლას ეძახის, თორემ ნათლიაცაა, თუმცა არც ნათლობა ახსოვს, იმდენად პატარა იყო, როცა მამის ავადმყოფობის დროს სასწრაფოდ მონათლეს და ნინა ბიცოლამ ბავშვებზე დახმარება თავად აღუთქვა სონას.
=============================
----დეილოცა ღმერთო შენი სამართალი, მარა მე ასეთი გაჭირვება აღარ უნდა მენახა---ვიშვიშებს სამოცდაათს მიტანებული , შვილიშვილებში ჩამჯდარი და საკმაოდ მოტეხილი კატუშა ბებო. რაც მე გოუცრელი ჭადი მაქვს ნაჭამი, ამ სიბერეში ეს აღარ მეჭირვებოდა---- წყევლის ომის მომგონსაც და ქვეყანაზე გაჭირვების ჩამომგდებსაც.
გაღმა სოფლიდან კაი ბიჭი ერიგებოდა, მაგრამ იმის გამო არ გათხოვდა, რომ დამჭირდეს და ჩემს ეზოგარემოში , უკალოშოდ, ფეხშიშველმა გავიარო, რატომ უნდა დამინახოს დედაჩემმა და ჩემმა ძმებმა, არაა აუცილებელი, იცოდნენ რამე მიჭირს თუ მილხინსო. დედაჩემის, სონასოდენს მაინც ვერ შევძლებო, ასე ფიქრობდა. საკმაოდ შორს გათხოვდა, უფრო მეტად გვეამება ახლობლებს ერთმანეთის ნახვა, ხშირ-ხშირად რომ არ ავატალახიანებთ ერთმანეთის სახლკარსო...
ოჯახი შრომით ისე მოაწყო, დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მერე მეუღლის გარდაცვალებამ ფრთა ნაადრევად ჩამოატეხა . მაინც არაფერი გაუჭირდებოდა, შვილები წამოზრდილი ჰყავდა, სამოქალაქო ომს გაჭირვება ახლიდან რომ არ შემოეპარებინა ოჯახში. მჭადი და ლობიო ისევ სანატრელი გაუხდა შვილიშვილებით დახუნძლულ ოჯახს. თვითონ იმდენი ძალა აღარ მოსდევდა, თორემ ვაჟკაცივით გვერდში უდგა შვილს , წისქვილსა და კაცის საქმეს ისედაც ბავშვობიდან იყო ჩვეული. ----სოფელში ცხოვრებაც რომ გაგიჭირდება ადამიანს და ჭადი და ლობიოც სანატრელი გაგიხდებაო----სადაც წაეწეოდა, ყველგან ამჟღავნებდა თავის გულისწუხილს მოხუცი ქალი.
ერთადერთი შემოსავალი ყველის გაყიდვით გაიჩინეს. კვირაში ხუთი დღის ნაწველი ყველი (დანარჩენი ორი დღისა თვითონვე მყოფინობდნენ) ყოველ პარასკევს საზანოს ბაზარში მიჰქონდათ და ამ თანხით სიმინდს ან ცოტა პურის ფქვილს ყიდულობდნენ, რომ თავი როგორმე გაეტანათ . იმ დილითაც ბაზარში გაატანა შვილს ყველი გასაყიდად. ცოლიან კაცს რა დედის სწავლება დაჭირდებოდა, სიმინდს იყიდდა და თან წისქვილში გამოივლიდა, რომ მჭადის ფქვილი დროზე მოეშველებინა ოჯახისათვის.თვითონ სამი დღეც რომ არ ეჭამა, ფეხმძიმე რძალს, ისედაც ყველაფერი რომ აკლდა, სადილი მაინც დროზე უნდა მოსწრებოდა. რამდენჯერმე გაუარ-გამოუარა თუთის ხეს, იქნება შეთვალებულია და პატარა კუჭს დავაცხრობო. დილით ადრევე აჟრიამულდნენ ბავშვებიც, მაგრამ საკბილო ვერაფერი ნახეს და მამას დაუწყეს ლოდინი, გზისკენ დაიწყეს ცქერა , შეიძლებოდა ბაზრიდან რამე გამოეყოლებინა მათთვის, ნუგბარი ან საკნატუნო. ----გურიკა, ბიჭო, ჩემი ბოვში არ გინახავს?---ბაზრიდან მომავალ მეზობელს გზაზე შეხვდა კატუშა ბებია...რაღა ბოვში იქნებოდა ოცდაათს გადაცილებული კაცი, მაგრამ დედისთვის ყოველთვის ბოვშიაო, შვილიშვილებსაც ხუმრობით ეტყოდა ხოლმე მამაზე... ----კი ვივაჭრეთ,მარა წისქვილში დარჩა, ბარემ დავფქვავო, არ იყო ბევრი ხალხი---დაუზუსტა მეზობლის ბიჭმა. გახარებული დატრიალდა, წინსაფარი ჩამოიბერტყა და კეცები გააწყო შუაცეცხლზე. ნადუღი გადმოდგა ცეცხლიდან, გასაცივებლად... ...თუმცა მაინც უჭადოთ მოუწიათ კვერცხისა და ნადუღის ჭამა, იმდენად დააგვიანდა წისქვილიდან მოსვლა კაცს. კეცები გახურებული ელოდა მჭადის დაკვრას, მაგრამ ფქვილი არსად ჩანდა...
დაღამებულში, როცა წისქვილიდან სახლში დაბრუნდა კაცი, ბავშვები უკვე დაძინებული დახვდნენ, ფეხმძიმე ცოლი დაუნაყრებლად წამოწოლილი , კატუშა ბებია ისევ ცეცხლთან მოტრიალე და შვილის მომლოდინე.... ---რა იყო, კი მარა, რას მოუნდა ამდენ ხანსო----თან ვახშამს უწყობდა და თან ელაპარაკებოდა შვილს, კარზე ძახილი რომ გაიგონა. საჩქაროდ გარეთ გაიხედა , ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეზეო... ---კატუშა ბებია, დედამ გამომაგზავნა, წისქვილში ყოფილა დათო ბიძია და იქნება ცოტა ფქვილი მასესხოს, აფუფქული ჩამიყაროსო----გაუბედავად ლაპარაკობდა მეზობლის ბავშვი და თასს ხელით აწვალებდა....გოგოს თასზე ფქვილი დაუტენა და უკან შემობრუნებული შვილს მოუბრუნდა: ----რას ამბობდი შვილო? ---- დენი არ იყო და წისქვილი არ მუშაობდა, დაუფქვავად წამოსვლა კი აღარ მინდოდა და შევრჩიო---თან ლუკმას ღეჭავდა და თან ლაპარაკობდა კაცი. მერე პრასი და მწვანილი ხელზე დაიბერტყა და მარილზე ჩააწო, სანახევროდ გამომცხვარი კეცის მჭადი ხელზე გადაიმტვრია და ამნაირი ცხოვრება დასწყევლოს ღმერთმაო, ჩაილაპარაკა.
ქრისტეშობიდან იდგა წელი ....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. რეალური ისტორიები გამახსენა მეც +2 რეალური ისტორიები გამახსენა მეც +2
21. რეალური ისტორიები გამახსენა მეც +2 რეალური ისტორიები გამახსენა მეც +2
19. მადლობა გიორგი ,რაღაცეები შევცვალე, კი ნამდვილად მასეა მადლობა გიორგი ,რაღაცეები შევცვალე, კი ნამდვილად მასეა
18. უი,რაღაცნაირად ამაღელვა ამ ნაწარმოებმა,მით უმეტეს, რომ სონა ბებო რეალური სახეა და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ,ჩემი დიდი ბებია იყო,104 წლის გარდაიცვალა, ეს ისტორია უფრო დეტალურად ვიცი მისგან,ყოველთვის ვაყოლებდი ძველ ამბებს ბუხართან. 1902 წელს დაიბადა, აკაკის გარდაცვალება ახსოვდა,ქვეით ვინცხა დიდი კაცი მოკვდაო და ის დიდი კაცი იყო აკაკი.
ავტორს კიდევ შეუმსუბუქებია სონას ცხოვრებისეული ტვირთი,რეალურად მან 5 ობოლი გაზარდა.
მადლობა. უი,რაღაცნაირად ამაღელვა ამ ნაწარმოებმა,მით უმეტეს, რომ სონა ბებო რეალური სახეა და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ,ჩემი დიდი ბებია იყო,104 წლის გარდაიცვალა, ეს ისტორია უფრო დეტალურად ვიცი მისგან,ყოველთვის ვაყოლებდი ძველ ამბებს ბუხართან. 1902 წელს დაიბადა, აკაკის გარდაცვალება ახსოვდა,ქვეით ვინცხა დიდი კაცი მოკვდაო და ის დიდი კაცი იყო აკაკი.
ავტორს კიდევ შეუმსუბუქებია სონას ცხოვრებისეული ტვირთი,რეალურად მან 5 ობოლი გაზარდა.
მადლობა.
17. საფუარი სჭირდება თუ არა ფქვილს ეს არაა საინტერესო, საინტერესო ისაა, რომ კეცი მალე ხურდება და ასევე მალე ცივდება, მე ეს ვიგულისხმე, თუ ცომის დადება ვერ მოასწრო, ეს იციან იმერლებმა და არაფერი ეშლებათ. ხოლო თონეს გახურებას და მერე მის გაციებას დიდი დრო უნდება. საფუარი სჭირდება თუ არა ფქვილს ეს არაა საინტერესო, საინტერესო ისაა, რომ კეცი მალე ხურდება და ასევე მალე ცივდება, მე ეს ვიგულისხმე, თუ ცომის დადება ვერ მოასწრო, ეს იციან იმერლებმა და არაფერი ეშლებათ. ხოლო თონეს გახურებას და მერე მის გაციებას დიდი დრო უნდება.
16. კარგია! წარმატებები ავტორო!
+++++ კარგია! წარმატებები ავტორო!
+++++
15. გაჭირვების წ;ებიც რომ მოდასავით ბრუნდება?:( კარგად იკითხება. გაჭირვების წ;ებიც რომ მოდასავით ბრუნდება?:( კარგად იკითხება.
14. მუხა, მჭადს არ უნდა წინასწარ მომზადება და აფუება ცომისა, ამიტომ კეცის გაცხელება წინასწარ მართლაც შესაძლებელია, როცა გეჩქარება და დრო არ გინდა დაიკარგოს...თონე კი სხვაა.ჯერ ცომი უნდა მოიზილოს და აფუვდეს, რომ მერე ჩააკრან თონეში... იმერლები ასე იქცევიან და კახელები სხვაგვარად, რადგან კახეთში მჭადი სულაც არ იციან, მე მგონი... მუხა, მჭადს არ უნდა წინასწარ მომზადება და აფუება ცომისა, ამიტომ კეცის გაცხელება წინასწარ მართლაც შესაძლებელია, როცა გეჩქარება და დრო არ გინდა დაიკარგოს...თონე კი სხვაა.ჯერ ცომი უნდა მოიზილოს და აფუვდეს, რომ მერე ჩააკრან თონეში... იმერლები ასე იქცევიან და კახელები სხვაგვარად, რადგან კახეთში მჭადი სულაც არ იციან, მე მგონი...
13. თემა კარგია და უკეთესად შეგეძლო შესრულება!
კეცები გახურებული ელოდა მჭადის დაკვრას, მაგრამ ფქვილი არსად ჩანდა.
წარმოგიდგენია კახეთში ჯერ თონე , რომ გაეხურებიათ და ფქვილი მერე მოეკითხათ?! . თემა კარგია და უკეთესად შეგეძლო შესრულება!
კეცები გახურებული ელოდა მჭადის დაკვრას, მაგრამ ფქვილი არსად ჩანდა.
წარმოგიდგენია კახეთში ჯერ თონე , რომ გაეხურებიათ და ფქვილი მერე მოეკითხათ?! .
12. მადლობა ბატონო პაატა.. მადლობა ბატონო პაატა..
11. საინტერესოდ გადმოცემული ამბავია. მომეწონა მარი :) +5 ჰარალესაც დავეთანხმე და მიხარია რომ გაგითვალისწინებია კახას აზრი. კუთური კილი და ხასიათიც ზომიერად იგრძნობა მოთხრობაში. ერთი სიტყვით კარგია :)
საინტერესოდ გადმოცემული ამბავია. მომეწონა მარი :) +5 ჰარალესაც დავეთანხმე და მიხარია რომ გაგითვალისწინებია კახას აზრი. კუთური კილი და ხასიათიც ზომიერად იგრძნობა მოთხრობაში. ერთი სიტყვით კარგია :)
10. ჰა-რა-ლეს კომენტარი ყოველთვის მეტად მაფიქრებს ხოლმე...მგონი 1995 წელი არ იყო მართლაც საჭირო და ამიტომ წავშლი.:) ვიფიქრებ, მინდა რომ დაუმთავრებლის გრძნობა არ დატოვოს. ჰა-რა-ლეს კომენტარი ყოველთვის მეტად მაფიქრებს ხოლმე...მგონი 1995 წელი არ იყო მართლაც საჭირო და ამიტომ წავშლი.:) ვიფიქრებ, მინდა რომ დაუმთავრებლის გრძნობა არ დატოვოს.
9. კარგია, მარი ++ კარგია, მარი ++
8. ერთს დავამატებ მხოლოდ: ბოლოს რომ არის მინაწერი - იდგა 1995 წელი... რამდენად საჭიროა? 94 იყო ვითომ უკეთესი, თუ 96? თარიღების გარძელებაც შეიძლება მგონია? იქნებ, მანამდე შეწყდეს ნოველა, ან თარიღის ნაცვლად სხვა ფრაზა დაემატოს ( ისიც მხოლოდ იმიტ, დაუთავრებლის გრძნობას თუ უტოვებს ავტორს). ერთს დავამატებ მხოლოდ: ბოლოს რომ არის მინაწერი - იდგა 1995 წელი... რამდენად საჭიროა? 94 იყო ვითომ უკეთესი, თუ 96? თარიღების გარძელებაც შეიძლება მგონია? იქნებ, მანამდე შეწყდეს ნოველა, ან თარიღის ნაცვლად სხვა ფრაზა დაემატოს ( ისიც მხოლოდ იმიტ, დაუთავრებლის გრძნობას თუ უტოვებს ავტორს).
7. ნამვილად კარგია. კი ვიტყოდი რაღაცას, გაჭირვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაწარმოების სიავკარგესთან, არაფერ კავშირშია. მოკლედ 5! ნამვილად კარგია. კი ვიტყოდი რაღაცას, გაჭირვებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაწარმოების სიავკარგესთან, არაფერ კავშირშია. მოკლედ 5!
6. უბედურებაც ეგაა, ახლაც ბევრს რომ უჭირს...გინდა 1995 წელი იყოს და გინდაც 2013...მე ჩემი თვალით მინახავს უფრო უარესი გაჭირვება... უბედურებაც ეგაა, ახლაც ბევრს რომ უჭირს...გინდა 1995 წელი იყოს და გინდაც 2013...მე ჩემი თვალით მინახავს უფრო უარესი გაჭირვება...
5. სათაური ვერ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ. ალბათ იმის ბრალია, რომ უფრო მეტად კავშირი დედულეთთან მაქვს, გურიასთან. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელი არ არის იცოდე 'ფუფქულიას" მნიშვნელობა იმისთვის, რომ გაიგო და გულთან ახლოს მიიტანო. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა და ბევრს ისევ ძალიან უჭირს. სათაური ვერ გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ. ალბათ იმის ბრალია, რომ უფრო მეტად კავშირი დედულეთთან მაქვს, გურიასთან. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელი არ არის იცოდე `ფუფქულიას" მნიშვნელობა იმისთვის, რომ გაიგო და გულთან ახლოს მიიტანო. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა და ბევრს ისევ ძალიან უჭირს.
4. ჯონათან, "აფუფქული" იმერულია ( მუხურულად) და აფუფქულად ჩაყრას ნიშნავს:DDD ხო მაგრამ ავხსენი? ორი სხვადასხვა ამბავი რატომ მოგეჩვენათ? ეს კატო ახალგაზრდა გოგონა მერე ბებია კატუშად გადაიქცა:D იმ წლების გახსენება არც მე მსიამოვნებს,ისე ძირითადად ნამდვილი ამბავია აღწერილი... მადლობა ყველას ჯონათან, "აფუფქული" იმერულია ( მუხურულად) და აფუფქულად ჩაყრას ნიშნავს:DDD ხო მაგრამ ავხსენი? ორი სხვადასხვა ამბავი რატომ მოგეჩვენათ? ეს კატო ახალგაზრდა გოგონა მერე ბებია კატუშად გადაიქცა:D იმ წლების გახსენება არც მე მსიამოვნებს,ისე ძირითადად ნამდვილი ამბავია აღწერილი... მადლობა ყველას
3. სიმართლე გითხრა, არ მესიამოვნა იმ წლების გახსენება, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მიმიზიდა. წარმატებები. +++++
სიმართლე გითხრა, არ მესიამოვნა იმ წლების გახსენება, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მიმიზიდა. წარმატებები. +++++
2. იყო აქ რაღაც ნიკო ლორთქიფანიძისეული :)
ორი სხვადასხვა ამბავია?
მიუხედავად ჩემი იმერლობისა, "ფუფქულია" , "აფუფქული" არასდროს გამიგონია და მართლა არ ვიცი რას ნიშნავს.
იყო აქ რაღაც ნიკო ლორთქიფანიძისეული :)
ორი სხვადასხვა ამბავია?
მიუხედავად ჩემი იმერლობისა, "ფუფქულია" , "აფუფქული" არასდროს გამიგონია და მართლა არ ვიცი რას ნიშნავს.
1. :)) +7 000 :D :)) +7 000 :D
|
|
მონაცემები არ არის |
|
|