ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2013


***

ხსოვნამ ამოქობა შლეიფები
დარში გაფენილი ნადარდევის.
ახლა ამ მოსასხამს შევიფერებ,
დარდი თუ არ არის გადამდები...
გარეთ ცივ ქარების სეზონია,
ფიქრი დინებების დრეიფზე დგას.
ისევ ხმაურია მეზობლისგან,
უკვე ატანა არ შეიძლება...
მიმობნეული ვარ საგნებს შორის,
თითქოს თავი მქონდეს ასაკრეფი.
ვისმენ ცალი ყურით ნაგდებ ჭორებს,
ნერწყვი, გადამცდარი სასას კვეთს და...
სარკე ტუჩის კუთხეს ართმევს ღიმილს,
ფიქრი გამვლელ ქარებს გავატანე.
ალბათ, ეს განწყობაც გადაივლის,
ქალი ქარებით რომ ავად არის...
        07.10.13


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები