ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2008


არ მატკინო

გულს ნუ მატკენ,
არ გამცვალო სხვაში,
ნუ ჩამძირავ
ცრემლის მლაშე ზღვაში.
არასოდეს გამიმწარო სიტკბო,
სხვას არ მისცე ჩემი წილი სითბო.

თუკი ერთხელ გამიბზარე გული,
თუ შებღალე. ჩამიფურთხე სული,
იმ გაბზარულს დრო განკურნავს განა?
მინდა გითხრა დიახ,
                                მაგრამ, ა რ ა!

მაინც რატომ? რად ვერ მივხვდი წადილს,
თუ სიყვარულს ვეღარ ვგრძნობდი ნამდვილს,

ჩირქი მოსცხე ჩემს უმწიკვლო წარსულს,
უკან ვეღარ დამიბრუნებ წასულს!!!

იგივე ვარ, ნუთუ ვეღარ მხედავ?
წმინდა ცოლი, საამაყო დედა!


გულს ნუ მატკენ,
არ გამცვალო სხვაში,
დ ა ვ ი ხ რ ჩ ო ბ ი
ცრემლის მლაშე ზღვაში...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები