ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
20 ოქტომბერი, 2013


ღამე ზრდის სევდას...

                            ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄

როგორ ზრდის ღამე სევდას და აძლიერებს....(ნიზარ კაბანი)

უშენოდ გათენდა ოთხასოცდამეშვიდე დღე...ლოდინი უკვე ტკივილად მექცა.  სიცარიელე, რომელიც შიგნიდან გაჩნდა, თანდათან იზრდება და უკვე გულთან მღრღნის...ცარიელი ვარ ...ცარიელი და შემოდგომის ფოთოლივით გზაარეული...გახუნებული მზისგან და დამძიმებული ასაკისგან...დაუძლურებული სიბერისგან და გაცრეცილი ხმარებისგან... უთვისტომო, როგორც ღამურა ...

ყველაზე მეტად შენი  ფანჯრიდან წამოსული სინათლე მჭრის თვალს და მიფერხებს სუნთქვას...

                            ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄

მე ღმერთიც არ მინახავს, მაგრამ მწამს...

პირველად,დიდი ხნის წინ, როცა ფეხმძიმედ ვიყავი, ბავშვი დავკარგე.  ის ახლა ოცზე    მეტი წლის იქნებოდა....მე ის არასდროს მინახავს,  არადა მე მას სახელიც კი  დავარქვი. და  როცა შენ გწერ, იმ უნახავ შვილს ველაპარაკები , რადგან ვიცი,  ვერც შენ გნახავ ვერასდროს... 
ის ჩემი სიყრმის შვილი უნდა ყოფილიყო და პირველი ნაყოფი ჩემი მუცლისა.  ღმერთმა მე იგი უნახავად და დაუბადებლად წამართვა. ვიცი, რომ  ცხოვრების კანონზომიერება წინასწარაა გადაწყვეტილი, რადგან , რომ დაბადებულიყო ის, არ დაიბადებოდა ჩემი უფროსი ვაჟი.    თუმცა...ეს  " თუმცა"  ყველაზე მეტად მაფორიაქებს.


                        ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄    ►◕◄

ჩემ ოცნებებში შენ მდინარე ხარ, მაგრამ სხვისკენ მიედინები...

გთხოვ,შემიმიშვი შენს გულში  და გპირდები, არამც და არამც არ მოვედები სარეველასავით მთელ გულს,სადმე
ერთ კუნჭულს დავიკავებ და ვიქნები თბილად და მყუდროდ, დიდი სიყვარულის მოლოდინში....ეს გარსი
დამიცავს ქარისგან, წარღვნისგან, შურისაგან და უიმედო სიყვარულისგანაც.

მახსოვს, ერთხელ  დამპირდი, იების გოგოს გიყიდიო, ვფიქრობდი,  ამას ერთად გავაკეთებდით, მაგრამ ახლა უჩემოდ
იყიდე პატარა გოგო და მე მხოლოდ  იების პატარა კონა მაჩუქე...
ამ გოგოს შენ  დედაშენის სახელს დაარქმევ...



შენი სახლის ჯერარგაღებული  ფანჯრიდან წამოსული სხივი ყველაზე მეტად თვალისმომჭრელია








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები