ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2013


ბავშვებით სავსე სახლი

რას შვები?
ზღვა დაიკაწრა თოლიების დაშვებით,
ოცნება - ფერადი ფრანების გაშვებით,
და შენი სახლი სავსეა ბავშვებით.

სისხლი ნაოცნებარ სიზმარს შეერია,
ბათუმში შენი სუნით სავსე ჰაერია,
ოცნება მიჯნებს სწყდება ფეერიულ
სივრცეს შეერწყმება, თუ არ აირია.

შენი თმის ძირიდან  შევისრუტე,
შენი სითბო,  მინდა, გადავცურო შენი სრუტე,
ოცნება ცას წვდება და...
..მეოცნებება და მინდა შეგისრულდეს...

ზღვა დაიკაწრა თოლიების დაშვებით,
რას შვები?
აგიხდება ის სახლი, ბავშვებით სავსე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები