ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2013


მე და პაპა მოგონებებს მიღმა

        ბავშვობის მოგონებები ყოველთვის ასოცირდება თამაშთნ , სკოლასთნ და იმ ადამიანებთან რომლებიც სულ მუდამ გვერდში მეხვია .  ასეთი მათგანი იყო  ჩემი პაპა . 6 წლის განმავლობაში , როცა მე თვითონ 6 წლის ვიყავი, და როცა    პატარა ბავშვის მეხსიერება იწყებდა ყველაფერზე დაკვირვებას და დასკვნების გამოტანას , ჩემს ცნობიერებაში მუდამ არსებობდა ერთი ადამიანი -  ეს იყო პაპა .....
      ყოველ დილით სკოლაში წასვლისას ამაყენებდა , საუზმეს გამიმზადებდა , და ღიმილით სავსე თვალებით შემომხედავდა , მაშინ არ ვიცოდი ესე უცნაურად რატომ მაკვირდებოდა და რატომ ჩერდებოდა ჩემს წინ  ყოველ დილით , ვინ იცის რას ფიქრობდა ან რისი თქმა უნდოდა  ჩემთვის .. . პირველ კლაში ვიყავი როცა მეგობრობა დავიწყეთ , მე და ის ცალ-ცალკე და ერთიანად ვქმნიდით ოჯახს  სადაც ცხოვრება იმაზე მშვენიერი იყო ვიდრე წარმომედგინა .
          მანქანას გამოიყვანდა ხოლმე და მეტყოდა
- მიდი ,, ტავარიშ ’’ კარები დაკეტე , მანქანის ტარებას სანამ გასწავლი  მანამდე კარებების ჩაკეტვა და გაღება უნდა გასწავლოო...
  მეც ჩავკეტავდი კარებეს და წინ ჩავუჯდებოდი ხოლმე . სკოლის წინ მიმიყვანდა და დამტოვებდა , საღამოობით კი ველოდებოდი საოცარი ემოციებით  ნეტა თუ მოვა  ხო არ დავავიწყდებოდი მეთქი .  მასთან ყოფნა მიხაროდა , რადგან მას უხაროდა ჩემთან ერთად ცხოვრება ,  მისი იმედი მქონდა რომ არ დამტოვებდა და ჩემს გვერძე იქნებოდა . მეოთხე კლაში სიზმარი ვნახე , გარდაცვლილი იყო და ხმას არ მცემდა , შემეშინდა , ძალიან შემეშინა , ვინ წამიყვანს აწი სკოლაში მეთქი ...  ვეკითხებოდი მაგრამ პასუხს არ მცემდა, ეს იყო სიზმარი რომელიც 17 წლამდე არ მასვენებდა , მახსენებდა თავს და შიშში  მაცხოვრებდა . ის ბედნიერება რომელიც მე გამოღვიძების შემდეგ შევიგრძენი  კი აღემატებოდა ყველაფერს რაც კი ოდესმე განმიცდია . 
  ხანდახან კრებაზე გავუშვებდი ხოლმე და ამაყი თვალებით მოდიოდა , კარგი რომ იყავი ვიცოდი მაგრამ უკეთესი ყოფილხარო , თუმცა იმასაც დაამატებდა იმდენ ქალებში ერთი კაცი ვიყავი და ისიც ერთი საუკეთესო ბავშვის მშობელიო , ვინ იცის როგორ უხაროდა როცა ჩემზე ზრუნავდა , მივლიდა და მაკონტროლებდა . ამ ყველაფერმა კი დაბადა გრძნობა რომელიც  ყოველთვის იარსებეს ჩემს გულში .  მე -6 კლაში მივატოვე , მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მივხვდი როგორ დაწყდებოდა  გული , მხლოდ მაშინ გავაცნობიერე ეს ფაქტი როდესაც თვითონაც დამტოვა . დიდი ტკივილი მომაყენა მისმა გარდაცვალებამ , პირველი ადამიანის სიკვდილი ყველაზე მწარეაო ამბობენ , თუმცა ეს უაზრობაა , მისი გარდაცვალება ჩემთვის ყოველთვის მტკივნეული იქნებოდა , მან დამტოვა , ჩემს გვერდით აღარ არის , მაგრამ მხოლოდ მე მისმა სხეულმა მიმატოვა , ის ჩემს გულში მუდამ დარჩება,  უკვდავ ადამიანად იქცევა  , მე ის არ მიყვარდა , რათქმაუნდა მიყვარს და მუდამ მეყვარება , ჩემს გვერდით იქნება ყოველთვის , ყოველ წუთას , რადგან ის მე ვერ მიმატოვებს იმიტომ რომ ახლაც ძალიან მჭირდება , პირველი მიცვალებული იყო , რომლისთვისაც ახლოს მისვლა , საუბარი და მოფერება არ შემშინებია , მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი . არასდროს არ დაუყვირია , არც უჩხუბია . ჩემს ცნობიერებაში მან დიდი კვალი დატოვა , რომელსაც ვერავინ და ვერასდროს წაშლის . რადგანაც მე მაქვს ბავშვობა ,რომელსაც აქვს მოგონებები და რომელშიც  პაპა მუდამ ენერგიული და ცოცხალია.  ალბათ მისი დაკარგვა უნდა მეგრნო რომ ეს სიყვარული დამეფასებინა , რა ბედნიერი ადამიანი ვყოფილვარ , როცა ესე შემძლებია ადამიანის სიყვარული და რა ბედნიერი ყოფილხარ ჩემი პაპა როცა ესე ყვარებიხარ შენს შვილიშვილს . ამბობენ ყველაზე დიდი შიში სიკვდილის შიშიაო , მაგრამ მე მისიც კი აღარ მეშინია , პაპა ხომ  იქ არის და აბა რისი უნდა მეშინოდეს .
          ერთი გული მწყდება იმაზე რომ პახმელიაზე არ დამიძახებს და არ მეტყვის თუ როგორ ვუყვარვარ , მისთვის რას წარმოვადგენ და რამდენად ძვირფასი ადამიანი ვარ მისთვის .
          ის მუდამ ცოცხალი იქნება ჩემთვის  , რადგან ყველა მოხუცის სახეში მის სახეს დავინახავ , ცრემლები მომადგება მაშინ როცა პაპები შვილიშვილებს სკოლაში წაიყვანენ და გული მეტკინება როცა მის საფლავთან მუხლმოდრეკილი მოგინებებში მოვიხსენიებ და არა რეალობაში .
  თუმცა მე ბედნიერი ვარ , რომ მქონდა საშუალება მეცხოვრა მასთან , არაფერში არ გავცვლიდი იმ 6 წელიწადს , რომელიც მასთან გავატარე , ვერანაირი სამყარო ვერ შემაცვლევინებს აზრს რომ მე ულამაზესი ბავშვობა მქონდა , ბავშვობა სადაც მე და პაპა ხელი ხელ ჩაკიდებული დავუყვებოდით ამ უთავბოლო ქუჩებს .  და იცით რა  ის სტერეოტიპი რომელიც არსებობს რომ იდეალური არაფერია , ესეც ტყუილი ყოფილა და  დაიმსხვრა ჩემთვის...  იცით რატომ ? მე პაპას ვუყვარდი იდეალური სიყვარულით , უმიზეზოდ,  უბრალოდ ვუყვარდი და შესაბამისად იდეალურადაც მეჩვენება დღეს ჩემი ბავშვობა .
          პაპი  შენ კი გპირდები რომ ყოველთვის მოვალ შენს საფლავთნ  არასდროს დაგივიწყებ , და ჩემს შვილს რომელიც ალბათ ოდესმე მეყოლება მოვუყვები კეთილი პაპას ამბებს რადგან შენი  სახელი  რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო შენთვის გაუძლებს დროს და დარჩება  მანამ სანამ იქნება  შენი საყვარელი ნიაკოს  სახელიც .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები