ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2013


....სიცოცხლეს გაჩუქებ ექსპრომტად.......

სიცოცხლეს გაჩუქებ ექსპრომტად,
იცინი, ვერაფერს იტყოდი...
დღეს შენი სურნელის ექსპორტი,
და ჩემთან, სიზმრებში იმპორტი...

ან თუნდაც, paste და copy და
(ბოლო ღერ „მარლბოროს“ ველევი)...
აიღეს მაგ თვალის კონიდან
ზეცისთვის მოლურჯო ფერები!..

ლექსი კი ყველლაფერს ვერ ამბობს
ყველასთვის!..
ბინდივით მირჩები...
და, თითქოს,
მარტივით ფერადო,
ზეციდან გადმომხტარს მიჭერენ...

სისხლის ძარღვს მიყვება სიგიჟე,
სულ მალე გულამდე მიიტანს...
და თუ ეს ტალღები მომიშვებს,
სასმელს გადავაგდებ ტივიდან.

მთვარე კი ბურუსში გაეხვა,
ღამეა ზოგადად გვიანი...
შენ ახლა ჩემსავით გარეთ ხარ,
შენ ახლა სულ ჩემთან იარე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს