| ავტორი: ბერი18 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 ოქტომბერი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მოგეხსენებათ რომ, ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში, რომელიც განზომილებადია, ანუ აქ ყველაფრის და ყოველივეს გაზომვაა შესაძლებელი მაგ.: სიგრძე, მოცულობა, ტემპერატურა, დრო, წონა, სიმკვრივე, ძალა... ჩვენმა წინაპრებმა იმიტომ დაარქვეს მას სა(მყარო) რადგანაც ყოველივე მატერიასთან მყართან ასოცირდება, ხოლო რადგანაც ეს ყოველივე დროის დაქვემდებარებაშია უწოდეს მას წუთისოფელი. საზოგადოდ თუ ეს სამყარო განზომილებადია ასევე იარსებებს განუზომელი არამატერიალური (სამყარო) სასულეთი. დედამიწა წარმოადგენს ამ განზომილებად სამყაროს ზომიერების ცენტრს. ანუ მასში არის ზომიერი ტემპერატურა სიცივე,სიცხეს მონაცვლეობა ზომიერი გრავიტაცია, რადიაცია, წნევა და უამრავი ზომიერების ერთობლივობა. ამიტომ რადგანაც ადამიანები ვცხოვრობთ ზომიერებად გარემოში, ჩვენი არსებობის (ცხოვრების) ყველაზე სასურველი ქცევაც ზომიერება უნდა იყოს. ჩვენი აზრით ზომიერებაა ადამიანის ცხოვრების(ცხონების) ყველაზე იდეალური ვარიანტი. ანუ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო: შოვნაშიც და გაცემაში, სიყვარულშიც და სიძულვილშიც, კვებაშიც და მშიერებაშიც. თვით ღმერთიც და უფალიც არ მოითხოვს ადამიანისგან განუზომლობას, რადგანაც იცის ადამიანის შესაძლებლობები, ხოლო განუზომელი მხოლოდ ღმერთია ამიტომ დამღუპველია ყოველგვარი გაღმერთების განუზომელობისკენ სწრაფვა. თვით "განუზომელი სიყვარულიც კი ღმერთის მიმარ კერპთაყვანისცემაში გადადის, ხოლო მიწიერი განუზომელი სიყვარული გარყვნილებაში." (კ.ჭ) ასევეა ყველაფერში, თვით ყველაზე ძვირფასი განუსაზღვრელი ერთგულება ძმაკაცის, მეგობრის, პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, კომპოზიტორის თუ მომღერლის - ბრმა მორჩილებაში სიბრმავეში დადადის. თვით ერთგულებაშიც კი ზომიერებაა საჭირო. მსმენია კარგი ადამიანისგან, მე ღმერთს ვუძღვნი სიცოცხლეს წავა და ჩაიკეტება თავის კელიაში. განა ღმერთს უნდა შენი უზომო მცდელობა შენი თავი რომ მსხვერპლად შესწირო? რა ვაჟკაცობაა გაექცე ამ ბრძოლის ველს სიკეთესა და ბოროტებას შორის და თავი გამოქვაბულს შეაფარო. თუ კარგი ხარ და ზომიერი ერისთვის უფრო გამოსადეგი იქნები. უდაოდ ძნელია ბერობა, სალოსობა, მაგრამ უფრო ძნელია იყო ცხოვრების ჭაობში და არ ჩაიძირო, სიბილწეში არ წაიბილწო, ტალახში არ დაისვარო, ოქროთი გხიბლავდნენ და არ მოიხიბლო?
მხოლოდ თვით ღმერთი შემოქმედია განუზომელობა, ხოლო უფალი ძე სათნოება*(საშუალო**) მიტომაც შემოქმედმა გამოგვიგზავნა უფალი ძე თვისი, რომ ის არის იდეალური სათნოება(ზომიერება) და მისი მსგავსება არის ჭეშმარიტების გზა და არა განუზომელობისკენ გაღმერთებისკენ სწრაფვა. განოზომიერებისაკენ სწრაფვის მაგალითია ბაბილონის გოდოლი და უამრავი ისტორიული ფაქტი თუ ძალაუფლების მქონე მოკვდავს გაღმერთების სურვილს სადამდე მიჰყავს.
ვინც უზომობას შეეჭიდება გარდაუვალი დაღუპვა ელის.
სათნოების, ზომიერების ყველაზე ხილული მაგალითი ბავშვებია, მათ არც ლოცვა იციან, არც აღსარებას აბარებენ, არც სინანული აქვთ, არც მარხვას იცავენ და მაინც აზიარებენ, რადგანაც არც შური , სიძულვილი, ანგარება, გააჩნიათ. ანუ მათში დაცულია ზომიერება.
საშუალო ქართულად სათნოებას ნიშნავს და ვინც ზომიერია ყველაფერში ის სათნოა. მხოლოდ სათნოობაა უფლისკენ მიმავალი გზა. არც უზომო სიყვარული, არც კოცნა, არც თვითგვემა, არც მორჩილება, არც უზომო მიტევება, არც ბედნიერება, არც ტირილი.
თუ ჩემი არ გჯერათ წმინდა მამების ნათქვამს ზომიერებაზე დაუჯერეთ....
"არ შეიძლება ხატს სახეზე ემთხვიო, ჩარჩოზე რომ ემთხვიო მორიდებულად, ისიც საკმარისია. სასოება უნდა ხატებთან ურთიერთობას, არ უნდა ბევრი კოცნა. უნდა მიხვიდე სიყვარულით, გულით და სასოებით. გადაჭარბებული ღმერთს არაფერი უყვარს."
გაბრიელ ბერის სწავლებანი
"ქრისტიანმა შეძლებისდაგვარად უნდა შეზღუდოს თავისი საჭიროებები; სიფხიზლე და ზომიერება - ყველაზე საუკეთესო მარაგია, რომელიც ზეცისაკენ სავალ გზაზე შეგიძლია, თან გაიყოლო".
წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი
"ყოველგვარ წამოწყებას ზომიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე ანდა - ზომიერების დაუცველად კეთდება."
წმ. ბასილი დიდი
"ფილიპე მაკედონელმა, როგორც ისტორია გვიამბობს, როცა ერთდროულად სიხარულითა და პატივით აღსავსე სამი ამბავი მიუტანეს, თავისი უძვირფასესი ბეჭედი მოიხსნა და ზღვაში გადააგდო, რათა მოჭარბებული სიხარული ბეჭდის დაკარგვით გაენელებინა. "ისე რომ არ მოხდეს, - თქვა, - ერთ მშვენიერ დღეს ყველა ჭირი ერთად მეწვიოს და მე ვერ გავუძლო". ხედავ, ჩემო შვილო, თუმცაღა არც კი იყვნენ მადლს ნაზიარები, ცხოვრებისეული სიმართლე განაბრძნობდა მათ, მოეტყუებინათ გარემოებანი და ზომიერად ეცხოვრათ."
იოსებ ათონელი
*სათნოება (ქართული ლექსიკონი) (+ ნებამყოფობა. ს ა თ ნ ო ე ბ ა B) არს საშუალო ნამეტნაობისა და ნაკლებობისა; ს ა თ ნ ო ე ბ ა არს საშუალი უსამართლოდ მოხვეჭისა და უწესოდ წარგებისა; უკეთუ ძლიერება სიმართლისა და სიბრძნისაგან განშორებულ იყოს, არა არს სათნოებაჲ ZAB.
**საშუალო (ქართული ლექსიკონი) (+ საშუალო B) ეწოდების ყო(ვ)ელთა შუაობით მყოფთა, რომელი ორთავე საქმეთა შორის იყოს და არც(ა) ერთი მოკლებულ იყოს, ვითარცა ს ო ფ ე ლ ი ესე საშუალ სასუფევ(ე)ლისა და ჯოჯოხეთისა, ვითარცა ს ა ქ მ ე საშუალ მადლისა და ცოდვისა, ვითარცა ს ა დ ა გ ი საშუალ ადვილისა და ძნელისა (ძნელისა და ადვილისა B), ვითარცა სათნოება საშუალ უსამართლოდ მოგებისა და უწესოდ წარგებისა, ვითარცა ს ა ყ ო ფ ი (+ საშუალ ZB) ნამეტნაობისა და ნაკლებობისა, ვითარცა მ დ ო ვ რ ე საშუალ სიჩქარისა და სიწყნარისა, ვითარცა მ ი ღ მ ა საშუალ შორისა და ახლოსა, ვითარცა ო რ ტ ა ბ ა ხ ი საშუალ მჴურვალისა და გრილისა (გრილისა და მჴურვალისა B), ვითარცა ფ ა ნ დ ა ლ ი საშუალ მძიმისა და სუბუქისა, ვითარცა ფ ა რ ს ა გ ი საშუალ კეთილისა და (ჰ)ავისა, ვითარცა ხ ო შ ო რ ი საშუალ სხვილისა და წვრილისა, ვითარცა შ ა ნ ა რ ი საშუალ დენთისა და დუნისა, ვითარცა შ ა ნ დ ა კ ი საშუალ ვრცელისა და იწროსა, ვითარცა ს ი მ ჭ ი დ რ ო ე საშუალ გასაძლისისა და გაუძლებელობისა (გასაძლებელისა და გაუძლებელისა B) ვითარცა შ ე ხ მ უ ხ ი საშუალ ჭკვიანისა და უჭკო(ჲ)სა (ბრძნისა და ხელისა B), ვითარცა ფ ე რ ო ჲ საშუალ თეთრისა და შავისა, ვითარცა ჟ ი ვ ჟ ა ვ ი საშუალ თვალ–შავისა (შავისა B) და მაჩხისა, ვითარცა ჯ ი ნ ჯ ი ხ ი საშუალ თბილისა და ცხელისა, ვითარცა ძ უ ნ ძ უ ლ ი საშუალ სირბილისა (რბოლისა B) და სლვისა; ვითარცა ხ რ ტ ი ლ ი საშუალ ძვლისა და ჴორცისა; ვითარცა თ ი რ ი საშუალ ქვისა და მიწისა და ესევითარნი ZAB.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არამითი777.
სა(მყარო) და სამ(მყარო) ქართული სიტყვიერების (საიდუმლოს ორმაგი დასტურიას რასაც შემდეგ გაკვეტილებზე ვისაუბრებთ ბავშვებო. ერთ შემთხვევაში სა(მყარო) ნიშნავს - მყარს ( მატერია )
მეორე შემთხვევაში სამ(მყარო) ნიშნავს - სამ განზომილებას.
ოთმყარო მე არ ვიცი შენ დაწერე მაგაზე....
სამიდან ოთხში გადამავალს სამოთხე ჰქვია, მაგრამ ეგ რომ იცოდე არამგონია.
არამითი777.

7. ავტორი: ბერი18 ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება:0
აი ეს ისეა საბავშვო,როგორც ეხლა მე მარსზე ვიყო მივლინებით რა! :D:D
სამყაროს მეორე ვერსიაცაა,სამ(ყარო) რაც ნიშნავს ადამიანის სამგანზომილებიან აღქმას დედამიწისეულ პირობებში, კოსმოსში არის ოთხყარო,რომლის აღქმაც ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ჯერჯერობით, ოთხყარო მიტომაა რომ წერტილი,საიდანაც ეს ყველაფერი წარმოიშვა,ოთხმხრივ გაფართოვდა,მასში მოიაზრება მატერიალური,ანუ ხილული სამყარო და მეოთხე:-არამატერიალური,უხილავი და შეუცნობელი,მაგრამ არსებული სუბსტანცია. სხვათაშორის ე.წ.სამყაროს ჯვრის ფორმა აქვს,რომელსაც მეცნიერებმა მიაკვლიეს,ასევე ადამიანი ხელებგაშლილ მდგომარეობაში ჟვრისფორმისაა,3 განზომილება კი,(რასაც ჩვენ აღვიქვავთ),ვფიქრობ უფლის სამსახოვნებასთან კავშირშია.
პს.მოკლედ საბავშვო ჟანრის მამა ხარ რა! :D:D:D ავტორი: ბერი18 ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება:0
აი ეს ისეა საბავშვო,როგორც ეხლა მე მარსზე ვიყო მივლინებით რა! :D:D
სამყაროს მეორე ვერსიაცაა,სამ(ყარო) რაც ნიშნავს ადამიანის სამგანზომილებიან აღქმას დედამიწისეულ პირობებში, კოსმოსში არის ოთხყარო,რომლის აღქმაც ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ჯერჯერობით, ოთხყარო მიტომაა რომ წერტილი,საიდანაც ეს ყველაფერი წარმოიშვა,ოთხმხრივ გაფართოვდა,მასში მოიაზრება მატერიალური,ანუ ხილული სამყარო და მეოთხე:-არამატერიალური,უხილავი და შეუცნობელი,მაგრამ არსებული სუბსტანცია. სხვათაშორის ე.წ.სამყაროს ჯვრის ფორმა აქვს,რომელსაც მეცნიერებმა მიაკვლიეს,ასევე ადამიანი ხელებგაშლილ მდგომარეობაში ჟვრისფორმისაა,3 განზომილება კი,(რასაც ჩვენ აღვიქვავთ),ვფიქრობ უფლის სამსახოვნებასთან კავშირშია.
პს.მოკლედ საბავშვო ჟანრის მამა ხარ რა! :D:D:D
6. მადლობა მუხა.
ზომიერებაა ყველაფერში საჭორო თვით მიყვასაც ერთხელ უნდა მიუშვირო მეორე ლოყა და შვიდგზის აპატიო, ხოლო მტერს ლოყა კი არ უნდა მიუშვირო არამედ ისეთი ჰკრა ღრანჭებში მეორე რომ არ მოუნდეს. :))) მადლობა მუხა.
ზომიერებაა ყველაფერში საჭორო თვით მიყვასაც ერთხელ უნდა მიუშვირო მეორე ლოყა და შვიდგზის აპატიო, ხოლო მტერს ლოყა კი არ უნდა მიუშვირო არამედ ისეთი ჰკრა ღრანჭებში მეორე რომ არ მოუნდეს. :)))
5. ესეც კარგი გაკვეთილია,
"არ შიძლება ხატს სახეზე ემთხვიო" სიმართლეა.
ბევრი რამ მოსაწონია, მომწონს რელიგიურ თემების წაკითხვა, მოსმენა, არ მიყვარს ამ თემაზე კამათი. ესეც კარგი გაკვეთილია,
"არ შიძლება ხატს სახეზე ემთხვიო" სიმართლეა.
ბევრი რამ მოსაწონია, მომწონს რელიგიურ თემების წაკითხვა, მოსმენა, არ მიყვარს ამ თემაზე კამათი.
4. დაამატეთ ჟანრი სხვა.
ისე კი უნდა მიხვდეთ რომ რადგან საბავშვოში განვათავსე და შეზღუდვის ხელი დავადე არალოღიკურია და რაღაც სხვაა.
მიმითითეთ რომელ ჟანრში განვათავსო, რომ ყველა წევრი კმაყოფილი იყოს და არ თქვან ამ ჟანრს არ ეკუთვნისო.
ისე ზოგ მოაზროვნეს კიტრი რომ ჰგონია თავი, ფიქრობს იმიტომ დავადე ცენზურის ხელი ,რომ ინტრიგა, ქაოსი და ქულები დავაგროვო.
მდაბიო აზროვნება. დაამატეთ ჟანრი სხვა.
ისე კი უნდა მიხვდეთ რომ რადგან საბავშვოში განვათავსე და შეზღუდვის ხელი დავადე არალოღიკურია და რაღაც სხვაა.
მიმითითეთ რომელ ჟანრში განვათავსო, რომ ყველა წევრი კმაყოფილი იყოს და არ თქვან ამ ჟანრს არ ეკუთვნისო.
ისე ზოგ მოაზროვნეს კიტრი რომ ჰგონია თავი, ფიქრობს იმიტომ დავადე ცენზურის ხელი ,რომ ინტრიგა, ქაოსი და ქულები დავაგროვო.
მდაბიო აზროვნება.
3. ადმინ შეუცვალე ჟანრი, საბავშვო არაფერია იმაში რაც ზემოთ წერია. ადმინ შეუცვალე ჟანრი, საბავშვო არაფერია იმაში რაც ზემოთ წერია.
2. ლუტეცია
კერპი შეიძლება ცოცხალი არსებიდან შექმნა და ეთაყვანებოდე და არაა აუცილებელი ის უსულო საგანი იყოს.
რაც შეხება სიყვარულს აქ მე ავღნიშნე უზომო სიყვარული და არა სიყვარული(ზომიერი)
"მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული. " ათონელი ბერი ეპიფანე
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ე.გ. უზომო სიყვარული უზომო ტანჯვაა და ვინმე მოკვდავთაგან გეგულება ასეთი?
ეხლა მიწაზე დავეშვათ და სტატისტიკა ვნახოთ:
უზომო შეყვარებულების (რომ მიაჩნდათ თავი) 100% ოჯახებისა დანგრეულია.
სტატისტიკურად მხოლოდ ზომიერ სიყვარულზე შექმნილი ოჯახებია მყარი.
და ბოლოს
„უზომობა მაცხოვნებელ მწუხარებას ცოდვებზე უმეტესად დამღუპველად აქცევს" ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე მადლობთ რომ მკითხულობთ და საინტერესოა თქვენი მოსაზრება. შეიძლება მე ვცდებოდე და თქვენ არა. გმადლობთ ლუტეცია
კერპი შეიძლება ცოცხალი არსებიდან შექმნა და ეთაყვანებოდე და არაა აუცილებელი ის უსულო საგანი იყოს.
რაც შეხება სიყვარულს აქ მე ავღნიშნე უზომო სიყვარული და არა სიყვარული(ზომიერი)
"მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული. " ათონელი ბერი ეპიფანე
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ე.გ. უზომო სიყვარული უზომო ტანჯვაა და ვინმე მოკვდავთაგან გეგულება ასეთი?
ეხლა მიწაზე დავეშვათ და სტატისტიკა ვნახოთ:
უზომო შეყვარებულების (რომ მიაჩნდათ თავი) 100% ოჯახებისა დანგრეულია.
სტატისტიკურად მხოლოდ ზომიერ სიყვარულზე შექმნილი ოჯახებია მყარი.
და ბოლოს
„უზომობა მაცხოვნებელ მწუხარებას ცოდვებზე უმეტესად დამღუპველად აქცევს" ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე მადლობთ რომ მკითხულობთ და საინტერესოა თქვენი მოსაზრება. შეიძლება მე ვცდებოდე და თქვენ არა. გმადლობთ
1. "განუზომელი სიყვარულიც კი ღმერთის მიმარ კერპთაყვანისცემაში გადადის, ხოლო მიწიერი განუზომელი სიყვარული გარყვნილებაში." ვერ დაგეთანხმებით, კერპთაყვანისცემა საგნების თაყვანისცემაა, ხოლო "მოციქული პავლე "სიძვას, უწმინდურებას, ვნებს, ბოროტი გულისთქმასა და ანგარებას", კერპთმსახურებას განაკუთვნებს (კოლ. 3:5; შეად. 1 ინ. 5:21). ასევე მგონია, რომ სიყვარული და გარყვნილება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, თუნდაც ეს სიყვარული მიწიერი იყოს. "განუზომელი სიყვარულიც კი ღმერთის მიმარ კერპთაყვანისცემაში გადადის, ხოლო მიწიერი განუზომელი სიყვარული გარყვნილებაში." ვერ დაგეთანხმებით, კერპთაყვანისცემა საგნების თაყვანისცემაა, ხოლო "მოციქული პავლე "სიძვას, უწმინდურებას, ვნებს, ბოროტი გულისთქმასა და ანგარებას", კერპთმსახურებას განაკუთვნებს (კოლ. 3:5; შეად. 1 ინ. 5:21). ასევე მგონია, რომ სიყვარული და გარყვნილება ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, თუნდაც ეს სიყვარული მიწიერი იყოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|