ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2013


მე ქართველი ვარ

მზის ამოსვლისას ეს გული
სულ სიხარულით იწვის,
’’მე ქართველი ვარ“, ერთგული
ჩემი ცისა და მიწის.
ჩემს მკერდშიც ფეთქავს სამშობლო,
რწმენის ანთია ცეცხლი,
ჭირი უფალმა გვაშოროს
და ოცდაათი ვერცხლი.
თუმც გაგვიყიდეს ბიჭვინთაც,
მესმის ყივილი მამლის,
კვლავ სანთელივით ვიწვი და
ტანზე მისვია თაფლი.
ცა - ვარსკვლავებით შემკული,
მიწა - ღვთისმშობლის წილი,
’’მე ქართველი ვარ“, ეს გულიც
მამულით არის თბილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები