ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2013


აკრო ბატები (გაკვეთილი 2)

დაბადებიდან სიკვდილამდე
ცხოვრების გზაზე
თოკი გაუბამთ ვიწრო სუსტი
უფსკრულის თავზე,
აკრობატები ვითომ ვცდილობთ
ბოლოში გასვლას
მაგრამ მცირედი თუ გადურჩება
ქვესკნელის ხახას

წონასწორობა.
ზომიერი - არც მეტ ნაკლები.
არც მარჯვნივ მისცე
და ნურც მარცხნივ მიეტანები.
მაღლა ნუ ახვალ იქ მზე დაგწვავს
ვერ დაბრუნდები.
არ ჩაიხედო ქვევით ხევში
გადავარდები.

არ გაგეხარდეს ზედმეტად და
ნურც დაღონდები,
არც წინ იჩქარო და ადგილზეც
ნუ გაჩერდები
არ დაიძაბო და ასევე
ნუ მოდუნდები
არც სხვას ემონო, არც სხვისა ხელზე
დადო ხუნდები

წონა სწორობა, საშუალო, ზომიერება
რწმენა, იმედი, ღირსება და გონიერება,
უფალში არის სათნოების ოქროს ერთება
ბაწარზე გავლის ჭეშმარიტი ბედნიერება.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები