ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
23 ოქტომბერი, 2013


ნეფელი ( მინიატურა)

---ბავშვებო, თუ ვინმე გიყვართ, მას ყვავილი უნდა მიართვათ.  თუ ვინმესთვის პატივისცემის  გამოხატვა გინდათ, შეგიძლიათ მასაც მიართვათ ყვავილი-------მასწავლებელი გაკვეთილზე საუბარს მორჩა , თავისუფალი წუთი გამოიყენა და ბავშვებისთვის სასარგებლო რჩევები არ დაიშურა.
    მწვანეკაბიანი ნეფელი ისედაც ცმუკავდა და გაგონებით არაფერი გაუგონია...რაც ალბანეთიდან  საქართველოში ჩამოიყვანეს,
ვერც ნათქვამს იგებს ... დედა და მამაც ძალიან ენატრება.

    გიორგიმ მეორე დილით ეზოში  ერთი ტოტი ვარდი  მოწყვიტა , ხელები დაიკაწრა, მაგრამ ხელში მაინც დაიჭირა და სკოლისაკენ აჩქარებული წავიდა .ბავშვი ისეთი პატარა იყო, ვარდის ტოტი  მის სიმაღლეზე უფრო მეტიც  მოგეჩვენებოდა.
კლასში დაგვიანებით შევიდა...მთელი კლასი მას შეაცქერდა.  ყვავილის დანახვაზე ყველა ხან გიოს უყურებდა, ხან მასწავლებელს...მასწავლებელმაც ჩაიღიმა და ბავშვის მოქმედებას  დაელოდა...
გიომ  დაუფიქრებლად ნეფელის მერხისაკენ მიაშურა და ყვავილი მერხზე დაუდო...

    ბავშვებმა გაიცინეს.  მასწავლებელმა უხერხულად ჩაიღიმა და ბავშვებს გაკვეთილის დაწყება შესთავაზა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები