ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2013


უკანასკნელად...

სიყვარულს  გიძღვნი,  მაგრამ  უკვე  აღარ გაქვს განცდა
იმ გრძნობის, ჩემში შენს გამო რომ ვაცოცხლე დიდხანს,                           
ჩაგიქრა სხივი,  მე კი მაინც  ნაპერწკალს ვეძებ
ვარღვევ სურვილებს, გეძახი და გეგები ფეხქვეშ...

ისე გაცივდი, შენს თვალებში  ვერ ვხედავ  ვნებას,
თუმცა  წლების წინ  ერთმანეთის სურვილი გვკლავდა...
და რადგან დადგა ჟამი ჩვენი განშორებისა,
რადგან ერთმანეთს არ ვუტოვებთ სიცოცხლეს ახალს,
არ მინდა წამი, თუ უშენოდ ცხოვრება  მერგო
სუნთქვა, რომელიც მაღელვებდა, თუ მიაქვს წარღვნას...
მინდა რომ ახლა დავიფერფლო  შენს  თვალების წინ,
რომ ,  თუნდაც წამით, მათში ისევ ცეცხლი ვიხილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები