 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 27 ოქტომბერი, 2013 |
ყანის პირს აყვავებულო, ყმაწვილკაცობის ღიღილო, გულს სევდა შემომწოლია - ვაითუ ვეღარ გიხილო, ვეღარ მოვიდე შენამდე, შემომცინ- მომემზისხივო, წყალგაღმით შავმა ქურანმა სამგზავროდ შემომხვიხვინოს. ჩამომიქროლოს ნაგეშმა, თვალცეცხლა შავმა მიმინომ, ცად ვეღარ ავყვე სიმღერას, ვერც სევდა დავაღიღინო, ვეღარც შენ ჩემო ვენახო, ჩემო ვაზო და მტევანო, მამა-პაპათა ჯვარ-ხატნო, ღრეობავ, ღამის თევანო! თოვლმა დაფაროს დღეები, ცისკრის სხივებით ნაშიბი, გულს შეყუჟული წალკოტი, სიცივით ნასხეპ-ნათიბი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. აი ქართული სული <3 აი ქართული სული <3
11. მომეწონააა ++ მომეწონააა ++
10. დიდებული ლექსია დიდებული ლექსია
9. დიდი მადლობა, მუხა, დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ!
დიდი მადლობა, მუხა, დიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ!
8. სევდისთვის არ მემეტები,მეძვირფასები და მიყვარხარ შენი შემოქმედებისგამო. თან არამარტო მე ძალიან ბევრსაც, ეს სიყვარული გააქრობს სევდას , ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ დრამატიზმი ახლავს, გისურვებ სიხარულებს და დაველოდები ახალ ლექს, შენებურ პოეზიას. სევდისთვის არ მემეტები,მეძვირფასები და მიყვარხარ შენი შემოქმედებისგამო. თან არამარტო მე ძალიან ბევრსაც, ეს სიყვარული გააქრობს სევდას , ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ დრამატიზმი ახლავს, გისურვებ სიხარულებს და დაველოდები ახალ ლექს, შენებურ პოეზიას.
7. მადლობა, ნეფერტარო, გაიხარე!
მადლობა, ნეფერტარო, გაიხარე!
6. ამ ავტორის შემოქმედებას როცა ვკითხულობ მეამაყება რომ ქართველი ვარ. 5. ამ ავტორის შემოქმედებას როცა ვკითხულობ მეამაყება რომ ქართველი ვარ. 5.
5. მადლობა, გაიხარეთ! მადლობა, გაიხარეთ!
4. ისეთი ლექსია, ყავლი რომ არ გადის– ფორმასაც, შინაარსსაც, ემოციასაც...
ისეთი ლექსია, ყავლი რომ არ გადის– ფორმასაც, შინაარსსაც, ემოციასაც...
3. რა მელოდიური სევდისპირულია! თან ოსტატურად შესრულებული. რა მელოდიური სევდისპირულია! თან ოსტატურად შესრულებული.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|