ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2013


ვამბობ "მიყვარხარ" (წერილი)

ვამბობთ  " მიყვარხარ" და ყველა ადამიანი  სხვადასხვანაირად ფიქრობს:

როცა ამას ამბობ შვილზე, მზად ხარ, მისი სიყვარულისთვის არაფერი დაიშურო და სიცოცხლე დათმო...ნამდვილად მზად ხარ...
ამბობ დედაზე და მისი სუნი გენატრება და ჩაუხუტებლად გათბობს, გამოხატვა გიჭირს,  მაგრამ დაკარგვა გაშინებს...
ამბობ დაზე ან ძმაზე და უბრალოდ გიხარია მათი ნახვა...
ამბობ ახლობლებზე, რაც ნიშნავს, მათ საზოგადოებაში გიყვარს ყოფნა და თავს კომფორტულად გრძნობ მათ გვერდით...

ვამბობთ "მიყვარხარ "  საპირისპირო სქესზე და ამ სიტყვაშიც მრავალგვარი  სიყვარული  მოიაზრება:
--------სიყვარული ისეთი, რომ გიხარია, როცა შენ გვერდითაა და რომ არსებობს...
-------სიყვარული, ისეთი რომ მზად ხარ მისი მეორე ნახევარი გახდე...სიცოცხლის ბოლომდე მასთან გინდა ყოფნა...
--------ან სიყვარული, როცა გიყვარს და მთელი სხეული , სულის უკანასკნელ დამარცვალებამდე  , დაკავებული
აქვს ამ გრძნობას .  ამ  სიყვარულით გტკივა  და იცი, არასდროს მორჩება ეს ტკივილი...
---------ან სიყვარული....როცა მხოლოდ შენი გინდა იყოს  და    ეგოისტი გახდი...
---------ანდა სიყვარული, როცა ...როცა...როცა....უიმისოდ  სამყარო უბრალოდ ჩერდება...
--------ან სიყვარული, როცა ეს გრძნობა  გაბედნიერებს.


  მე ვამბობ "მიყვარხარ" და მხოლოდ შენ იცი, როგორც....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები