| ავტორი: ბერი18 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 31 ოქტომბერი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გაკვეთილი მესამე
ინფორმაცია
მოგეხსენებათ დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყოველგვარი ჩანაწერი ხდება ბინარული სისტემით "0" და "1" - ით, ასვე ქართულად მას ორობით სისტემას უწოდებენ.
ნული და ერთი ერთგვარი "კი" და "არა"-ს ჰგავს და დღეს სავსებით აკმაყოფილებს ციფრული ჩაწერის ტექნოლოგიებს, მაგრამ ის ორობითი სისტემა არის კნინი და მას აკლია სულიერება. ანუ ადამიანებს "კი" და "არა"-ს გარდა არსებობს კიდევ ერთი პასუხი "არ ვიცი" ან "პასუხი არ მაქვს" ან იგივე "თავი შევიკავე" . ხშირად გსმენიათ ალბათ კითხვა " ვინაა მომხრე"? "ვინაა წინააღმდეგი"?, "თავი ვინ შეიკავა"? ამიტომ ვფიქრობ მას სრულყოფილებისთვის, სულიერებისთვის ჭირდება სამობითი სისტემა. (სამება) "0", "1" და "8" ეს ბოლო რვიანი არ გახლავთ ეს უსასრულობაა უბრალოდ მისი ჩაწერა სამობით სისტემაში რვიანითაა მოსახერხებელი. მისი შემდეგნაირად დანახვაც შეიძლება 0 - მამა, 1 - ძე და 8 - სული წმინდა.
კი მაგრამ რაში იქნება საჭირო ეს მესამე უსასრულობითი (8) ნიშანი?
მოგეხსენებათ დღევანდელ კომპიუტერებს მათშორის რობოტებს აზროვნება არ შეუძლიათ, მხოლოდ "კი" "არა" მეთოდით მარტივი შედარებითი არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, ხოლო მესამე უსასრულობის ნიშნის დამატებით მასში ინტელექტუალური აზროვნობის ელემენტი შევა. ანუ ასოების გაცოცხლებაცაა შესაძლებელი და სურათი რომელიც კედელზე ეკიდება შეძლებს აზროვნებას (ყოველგვარი ბრძანებელი პროგრამის გარეშე) ანუ (8) ექნება დამოუკიდებელი აზროვნების ნიშანი.
ყოველივე ამის დაწერის მერე მოხდა სასწაული. მოგეხსენებათ მიძინებულ ქართულ სიტყვას ბევრ რამეზე შეუძლია სინათლე მოფინოს, თვით მნიშვნელოვან უცხოურ სიტყვებსაც კი აქვს ქართული ახსნა. მაგ: იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებელი"-ს სახელია- რასელი ( რას ელი)
ისრაელი - ჯვარცმის ადგილი "ისრა" (მოისრა, მოსრა) მატერიალურ სიკვდილს აღსასრულს, დასასრულს ნიშნავს, ხოლო "ელი" თუ ებრაულად ღმერთს ნიშნავს, ქართულად "ელი" მოლოდინს , ვისაც ელი და ყველაზე დიდი ვისაც შეიძლება ელოდოს ადამის მოდგმა უფალი ღმერთია. ანუ ქართულად გეოგრაფიული ტერიტორია ისრაელი ნიშნავს ღმერთის აღსასრულის "უფლის ჯვარცმის"ადგილს.(დეტალურად იხილეთ: ოქროს საწმისი - მედეა შეწირული - უფლის კვართი)
დასავლეთის ცოდნას ნაზიარები ადამიანები შვილებია - სოროსი. არც იესო , არც მესია გახლავთ ქართული სიტყვები თუმცა შემდეგ გაკვეთილში ფაქტებით და არა ინტერპრეტაციით დავამტკიცებთ მათ ქართულ ცნობიერებას. ჯამში იმდენია შეიძლება ერთი ლექსიკონიც შედგეს.
სასწაულია, არც სიტყვა ბინარი აღმოჩნდა ქართული სიტყვის ცნობიერებისთვის დაფარული.
ბინარული სისტემა "ბინარი" ასეთი სიყტვა ქართულში მე არასოდეს გამიგია და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ს.ს. ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეს სიტყვაც აღმოვაჩინე და მომცა ერთგვარი დასტური ჩემი ვერსიის სისწორისა:
ბინარი - სნეული ჩუმად მივარდნილი ZABCD.(ს.ს. ორბელიანი. ქართული ლექსიკონი)
ბინარული სისტემა - სნეული ჩუმად მივარდნილი სისტემა.
დღევანდელი ადამიანის აზროვნება ჩემი აზრით ასე გამოისახება: აზროვნება=1/(ცოდნა), სადაც 1 =ძე= უფალი= ჭეშმარიტება= განათლება. ცოდნა=მიწიერი სწავლებანი=მშრალი კითხვა ჭეშმარიტება :(გაყოფილი) ცოდნაზე ეს არის ადამიანის აზროვნების ფორმულა. სამწუხაროდ რაც დიდია ადამიანში ცოდნა მით მცირდება ჭეშმარიტებას. ხოლო განათლება=აზროვნებაXცოდნა (აზროვნება ცოდნის ნამრავლს)
43 წელში, როდესაც ვინც-ხა ჰეინრიხი წარმოადგენს ახალ სამობით სისტემას და მსოფლიო ოვაცკებით შეხვდება, ამოიღეთ ეს გაკვეთილი და როგორც გვჩვევია ქართველებს გულზე მჯიღის დაკვრით თქვით: აი ჩვენი ქართველები გაცილებით ადრე ფიქრობდნენ ამ სისტემაზე თქო.
ისიც იცოდეთ ამ უსწრაფეს განვითარებად დროში თვითოეული წელი საუკუნეების ტოლია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჟანრს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მიყვარს გაკვეთილების მოსმენა და ჩემი სუბიექტური აზრის დაფიქსირება, მესამე გაკვეთილი საინტერესოა, ! და არის ბევრი სადაო საკითხიც, დღევანდელ ციფრულ სამყაროში გარკვევას ახლა ვიწყებ, თუმცა მსჯელობა დღევანდელი ადამიანის აზროვნების შესახებ სუსტად მეჩვენება, შეიძლება ადამიანს განათლება არ ჰქონდეს, მაგრამ აზროვნება აქვს. განათლება, ცოდნა ეს არ არის აზროვნება და არც აქ მოცემულ აზროვნების ფორმულას დავეთანხმები, მიუხედავად იმისა ,რომ პატივს მივაგებ სხვის მიერ გამოთქმულ აზრს ,
"ხოლო მესამე უსასრულობის ნიშნის დამატებით მასში ინტელექტუალური აზროვნების ელემენტი შევა"
ინტელექტუალური აზროვნების ელემენტი, ეს არასწორი უნდა იყვეს რადგან თვითონ აზროვნებაა ინტელექტის ელემენტი, ინტელექტში შედის აზროვნება , მეხსიერება, ყურადღება და ა.შ.
შეიძლება ავტორმა სწორად მოგვაწოდა, უბრალოდ მე ვერ გავიგე არსი ან რამე დამაკლდა. ჟანრს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მიყვარს გაკვეთილების მოსმენა და ჩემი სუბიექტური აზრის დაფიქსირება, მესამე გაკვეთილი საინტერესოა, ! და არის ბევრი სადაო საკითხიც, დღევანდელ ციფრულ სამყაროში გარკვევას ახლა ვიწყებ, თუმცა მსჯელობა დღევანდელი ადამიანის აზროვნების შესახებ სუსტად მეჩვენება, შეიძლება ადამიანს განათლება არ ჰქონდეს, მაგრამ აზროვნება აქვს. განათლება, ცოდნა ეს არ არის აზროვნება და არც აქ მოცემულ აზროვნების ფორმულას დავეთანხმები, მიუხედავად იმისა ,რომ პატივს მივაგებ სხვის მიერ გამოთქმულ აზრს ,
"ხოლო მესამე უსასრულობის ნიშნის დამატებით მასში ინტელექტუალური აზროვნების ელემენტი შევა"
ინტელექტუალური აზროვნების ელემენტი, ეს არასწორი უნდა იყვეს რადგან თვითონ აზროვნებაა ინტელექტის ელემენტი, ინტელექტში შედის აზროვნება , მეხსიერება, ყურადღება და ა.შ.
შეიძლება ავტორმა სწორად მოგვაწოდა, უბრალოდ მე ვერ გავიგე არსი ან რამე დამაკლდა.
5. ბუდულა მადლობთ მეგობარო, შენი ნებისმიერი აზრი კომენტარი ძვირფასია ჩემთვის. ბუდულა მადლობთ მეგობარო, შენი ნებისმიერი აზრი კომენტარი ძვირფასია ჩემთვის.
4. კახაბერ, ძალიან მომეწონა ეს გაკვეთილი...აზროვნებას ვერავინ დაგიწუნებს კახაბერ, ძალიან მომეწონა ეს გაკვეთილი...აზროვნებას ვერავინ დაგიწუნებს
3. :))
შენ თუ მართლა ვიღაც მომავლიდან ხარ კი უნდა იცოდე ეს :))
:))
შენ თუ მართლა ვიღაც მომავლიდან ხარ კი უნდა იცოდე ეს :))
1. ნაწერი არ წამიკითხავს, ჩემი ყურადღება მიიქცია ავტორის ორიგინალურობამ რაც მისასალმებელია. მან წითელი ხელი დაადო მის ქმნილებას და თან ნაწარმოების ჟანრი მიუთითა საბავშვო. მერედა როგორი საბავშვოა თუ პირველივე წინადადებას წავიკითხავთ: "მოგეხსენებათ დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყოველგვარი ჩანაწერი ხდება ბინარული სისტემით "0" და "1" - ით" ახლა გავაგრძელოთ კითხვა... ნაწერი არ წამიკითხავს, ჩემი ყურადღება მიიქცია ავტორის ორიგინალურობამ რაც მისასალმებელია. მან წითელი ხელი დაადო მის ქმნილებას და თან ნაწარმოების ჟანრი მიუთითა საბავშვო. მერედა როგორი საბავშვოა თუ პირველივე წინადადებას წავიკითხავთ: "მოგეხსენებათ დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყოველგვარი ჩანაწერი ხდება ბინარული სისტემით "0" და "1" - ით" ახლა გავაგრძელოთ კითხვა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|