ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2008


წიგნები


***
ყოველი წიგნი-
დროებითი გაქცევაა შენი თავიდან,
ნებადართული მნახველობა სხვისი
სულის მუზეუმების,
რომლებსაც სწორედ ის ფერები მოსჭარბებიათ
შენს პალიტრას ასე რომ აკლდა...
მერე კი,
როცა დაქანცული პილიგრიმივით
მტვერდადებულ სამოსს შეიცვლი,
ხვდები - თვითონაც შეიცვალე,
ერთი ნაბიჯით მიეახლე უფლის სიყვარულს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები