ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2013


მაშ ასე:

მაშ ასე: - ურიგო დღე, აღენიშნა
ცას ზურგზე სილურჯეთა ინტერვალი.
თვალებზე ცრემლებივით იერიში,
უცერემონიო მიტევება...

არვიცი იქნებადა ნაპრალები,
მიწას რომ თითებიდან გასჩენია...
ამბობენ შეიძლება დაბრალება,
ყველაფერს ამბობენ და გავჩერდები.

მაშ ასე: სიმშვიდეა. აეწყობა-
თამაში, აზარტი და სამორინე.
შენ ისევ დადებითად განეწყობი
მეც ასე, როგორღაც და გაორებით...

ხდება რომ ურიგო დღე, სიმპტომებით...
ცას გრილი შუბლი აქვს და ასე შემდეგ...
წასვლისას ღიმილივით მიტოვებდე
იმედებს, დოზირება-დასაშვები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს