ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2013


როგორ გინდა დაიტიო


როგორ გინდა თქვა,
ან დაიტიო ის,
რომ ღმერთი გულზე გეხება...
კიდევ კარგი,
დიდხანს არ გრძელდება,
კიდევ კარგი,
ეს ხანდახან ხდება.
დღემდე არ იცნობდი
ამ უცნაურ გრძნობას,
მასთან შედარებით,
"სიყვარულიც"
არაფრად გეჩვენება,
ტკივილი...-ნეტარებაა,
ტირილი...-უსაშველო შვება.
გინდა მუხლებით დაეცე მიწას,
დარჩენილი გზა იარო ხოხვით...
ზღვაში ქვიშა...-
გიპოვა, გიცავს!...
გეხება ჯადოსნური ჯოხით!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები