| ავტორი: ბერი18 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 3 ნოემბერი, 2013 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ქართული ენა მსოფლიო ენების დედაა და მას შემთხვევით არ ეწოდება "დედა ენა". საქართველოდან დაშორებულ ყველაზე უშორეს დედამიწის წერტილშიც მცხოვრებ აბორიგენებშიც კი მოიძებნება ნაშთები ძირძველი ქართული სიტყვებისა ზოგში ერთნი ზოგში მეორენი მაგ: მე, შინ, მამა, რა... ზოგჯერ ისეთ სიტყვებსაც შეხვდებით რომ გაგიკვირდებათ. სამწუხაროდ დღევანდლი ქართული საკმაოდ დაბინძურებულია ბარბარიზმებით და რაც დრო გადის უფრო და უფრო იშლება კვალი ძირძველი "დედა ენისა". ასევე რთულია დაადგინო ესა თუ ის სიტყვა შემოსულია თუ გასულია საქართველოდან. სამწუხაროდ არ არსებობს კვლევა და ვერ მოვიძიე ვერცერთი მეცნიერული ნაშრომი ერთგვარი თანხვედრი სიტყვებისა ქართულსა და მსოფლიო ენებს შორის. თუმცა ამ ძებნაში ერთი წესი დადგინდა ქართული სიტყვის ბარბარიზმიდან გასარჩევად. თუ სიტყვა ქართულია ასიდან ასი პროცენტით შესაძლებელია მისი განშლა ანუ მასში აუცილებლად ჩადებულია, ჩამარხულია ჩაკოდირებულია იმფორმაცია (გაგება). როდესაც არქეოლოგები ამა თუ იმ ტერიტორიაზე გათხრებს ატარებენ, ხსნიან სარკოფაგებს, ხოლო მიღბული არტეფაქტებით მსჯელობენ იმ ადგილის ისტორიაზე, სოციალურ თუ კულტურულ მდგომარეობაზე. ასევეა ქართული ენა " დამარხული ენა" და მას წერაქვით და ნიჩაბით ვერ გახსნი მისი გახსნა (ახსნა)მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ანბანს შეუძლია. მოგეხსენებათ ქართული ენა სამი ანბანის მფლობელია ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. ასომთავრული და ნუსხური უძველესია და მისი ფესვები ოქროს საწმისთან და კიდევ უფრო შორს ბაბილონის ეპოქას შორდება, ხოლო რაც შეეხება მხედრულს ერთი შეხედვით ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ პერიოდს უნდა ემთხვევოდეს. მეცნიერები ამას ერთგვარ ქრისტიანული ზეგავლენის ასოთა რეფორმად შერაცხავდნენ, მასში ქრისტიანული ელემენტების ფართოდ არსებობის გამო, მაგრამ არც ასე იოლადაა საქმე. სამივე ანბანში ერთი ხელწერა შეინიშნება. თვითოეული დამწერლობა განსხვავდება და განსხვავებულობით ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს.
ისმება კითხვა. სხვადასხვა ეპოქაში როგორ შეიძლება ერთი ხელწერა იყოს ან ერთმა კაცმა დაწეროს, ხოლო თუ სხვადასხვა კაცის ქმნილებაა ერთი სულიერება როგორ აქვს? რას ვიძახით იმ შემთხვევაში, როდესაც არც სახელი ვიცით არც გვარი ვინც შექმნა ქართული ანბანი? პასუხი: ანბანი შექმნა ვიღაც სულიერმა.
აქვე ვიტყვი ვინმე სულიერმა შექმნა ანბანი არა თავისი მონახაზის ინტერპრეტაცით, არამედ ზენების კარნახით. მხოლოდ ამით აიხსნება სხვადასხვა ეპოქაში ანბანის ერთი ხელწერა. რადგანაც მატერიალურ სამყაროში არა მატერიალურ მტკიცებულებებს არგუმენტებად არ სცნობენ, ამიტომ მისი დამტკიცებას შევეცდები შესაბამისი ატეფაქტებით. სიტყვა სულიერი შესდგება ორი სიტყვის ერთებით სული+ერი, ანუ არამატერიალური სუბსტანცია (სული)-ს და მატერიალური სუბსტანცია (ერი)-სგან. თვით სიტყვა სულიც კი(რომელიც არამატერიალურია და მატერიალური მტკიცებულობის არ ქონის გამო ბევრმა მეცნიერებამ უარყო მისი არსებობა) შედგება ფუძიდან (სულ), რომელიც მარადიულს, უსასრულოს ნიშნავს."სულ -ი" ანუ ეს ყოველივე ნიშნავს და ქართული სიტყვა გვამცნობს რომ ანბანი შექმნა სულიერმა, სულის კარნახით, რომელიც მატერიალურად კაცმა შეასრულა. თვით სიტყვა "ზენების" შესდგება ორი სიყტვის სინთეზისგან "ზე" -ანუ ზემდგომი და "ნების"-სგან ნებისმყოფი. ქართული ანბანის დამარხულ ცნობიერებაში ორი დასტურია საჭირო რომ ის ჭეშმარიტად შეიცნო. ანუ ეს რას ნიშნავს: ერთი სიტყვის სინთეზი გაყოფა შეიძლება დამთხვევა იყოს ხოლო მისი კვლავ სხვა გაყოფით ეს უკვე დასტურია. ამ შემთხვევაში გამოვყავით ზე-ნების "ზე" და "ნება", ხოლო მეორე ცნობიერებთ იყოფა ასე: ზ- ენების "ზ" და "ენები" ზ-ქართულში მეშვიდე ასო ნიშანია და ჰქვია ისედაც ზ(ზენ) ქართველებს ძალიან გვიყვარს ციფრი შვიდი სამი შვიდიანი კიდევ განსაკუთრებით. ზოგი ამბობს შვიდი კარგი ციფრიაო, ზოგი კარგი ენერგეტიკის მატარებელიაო, ზოგი კი ღვთიურიაო, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. მოდით ვნახოთ ქართულ ანბანში (სრულ ანბანში ს.ს. ორბელიანის) პოზიციურად რა ასოებია შვიდთან თანხვედრაში ესენია: ზ(ზენ)-7 ო(ონ) -70 ღ(ღან)-700 ჴ (ჴარ)-7000 ეს ასო არ არის ხ(ხან) რომელიც 6000 არამედ ის ჴ რომელსაც ამოღებულია ხმარებიდან თუმცა ლოცვაში ვამბობთ. მამაო ჩუ̂ჱნო, რომელი ჴარ ცათა შინა;
რაც შეეხება ასო "ღ"-ს მისი მოხაზულობა უსასრულობიდან მოდის და აკეთებს თავთან სპირალურ ბრუნს. პირველი რაც ამ ასოს უკავშირდება ეს არის ღმერთი. ამ სიტყვაშიც ორი სინთეზი ღ-(მე)რთი და ღმ-(ერთი).
როგორც უმეტესობამ გაიფიქრა ალბათ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა:აბა ღორი? ღ(ღმერთი) ორი არ შეიძლება იყოს, (ეს კანონია ერთის უნიკალურობის) თუ ორია შეიძლება იყოს სამი, ასი და ათასი... ეს კი ღ-ორობაა...
რაც შეეხება ასო "ო"-ს ის უფალს აღნიშნავს - ძე ღვთისას. იგი ღ-ს გავს მაგრამ არა სრულ ანუ მასში ღმერთიცაა და კაციც, რითაც მისი ორი ბუნებაა აღიარებული. თუ გახსოვთ ქართული ასოების წერას სწავლობენ სამ განყოფილებიან უჯრედში სადაც ორი დიდი ნაწილია თავი და ძირი,ხოლო შუაში იმყოფება ზომიერი უჯრედი სწორედ ამ საშუალო, ზომიერ უჯრედში იწერება ასო "ო" ეს ნიშნავს განზომილებად სამყაროში მოვლენილს. (გაკვეთილი -2) "ო"-ს მცნება არის უფლის მცნება. მოდით ვნახოთ მისი მნიშვნელობა სიტყვებში. მაგალითად: რა - ეს სიტყვა ასოცირდება მზესთან და გზასთან, ხოლო თუ მას "ო"(უფალი) ასო უზის ვღებულობთ "რაო"? ეს ნიშნავს თხოვნას ახსნას რაიმესი ანუ ქვეცნობიერად ვითხოვთ გზის უფლის დანახვას.
ხალხური ზეპირსიტყვიერება ასე ამბობს რაო-ზე "რაო, რაო ჩემო და ო დამანახე უფლის გზაო."
ჩემს მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებას თუ გაეცანით "ოქროს საწმისი - მედეა შეწირული - უფლის კვართი"
იქ ქართულ ანბანზე ასეთი მოსაზრება გამოვთქვი: "ესე ანბანი არიეს" თუ ახსნას მოვითხოვთ და მოვითხოვთ ჭეშმარიტების დანახვას, ვიტყვით რაო? რაო? რაო? ყოველივე იხსნება და პასუხად ვღებულობთ: "ესე ანბანი არიესო"
და იხსნება სრული ჭეშმარიტება ქართულ ანბანთ საიდუმლოსი თუ რატომ არის ის დამარხული და რატომ არის ის იესოს ენა, რატომ იქნება ამ ენით მხილება ყოველივესი. "ესე ანბანი არ იესო"
ასევე წინა გაკვეთილზე თვით სიტყვა "იესო"-ს და "მესიის" ქართულ ახსნას გაგებას შეგპირდით. მოდით მხოლოდ ფაქტებით დავამტკიცოთ და (გ)ავხსნათ დაფარული ქართული ენით. ყოველივე იხსნება ასო ცით (ი.ხ. http://kakhaberchichinadze.blogspot.com/2012/09/3x40120.html) იესო
ი - მხედრული მეათე ასო ნიშანია სრულ ქართულ ანბანში ( იხ. დანართი) ასევე რომაულად ათი გამოისახება X , ანუ იგივე X (იქსი) ახსნას საჭიროებს.
Xესო
ი - ასომთავრული რიგითობით ოცდამეხუთე ასო ნიშანია, ხოლო ციფრული მნიშვნელობა აქვს 700 და არის ღ(ღან) ( თუმცა 25 ანუ 2+5=7,ხოლო მე7 ასოა ზ-ზენ)
ღ(ღმერთი) ესო
არა აცვეს, არამედ ღმერთის და საკუთარი ნებით ესო.
მეორე დასტური: ღ(ღმერთი) -ეს-ო
ეს
არა ის უხილავი განუზომელი ღმერთი ესო, არამედ მოსული განკაცებული და მასზე ითქმის არა "ის" ღმერთი არამედ "ეს", ხოლო ასო "ო" ზემოთ ვისაუბრეთ უფლის აღმნიშვნელია.
მივიღეთ: ღ(ღმერთი) -ეს- უფალი = იესო
ხოლო სიტყვა მესია
რადგანაც ყოველივე არსებული თუ არაარსებული შემოქმედი ღმერთისაა ანუ ვამბობთ - მისია ხოლო როდესაც მოგვივლინა თვსი ძე ღმერთი განკაცებული მეობით და მისცა ყოველივე მას იქცა გამოთქმა ყოველივე უფლისაა ანუ მესია მე-სია
(უფრო დეტალურად ნახეთ: http://m.youtube.com/watch?v=vDQLL0pJ1yE)
აქვე მინდა გაგახსენოთ რომ მთელი ბიბლიური ახალი აღთქმის სწავლება და იგავები ვენახზე, ყურძენზე, მის მოვლაზე, მის რქაზე,ხოლო ღვინო არის სისხლი უფლისა და რა საკვირველია მხოლოდ ქართველები ვეძახით ამ სითხეს ღვინოს (სხვანი: ვინო(რუს), ვაინ(ინგ)....) ღ-ს გარეშე იგი მხოლოდ სითხეა ბახუსის მომცემი, ხოლო ღ-თი ის არა ღრეობის სასმელად, არამედ ღვთიურ სასმელად იკურთხევა რითაც სრულდება ყველა რიტუალი დაბადებიდან აღსასრულამდე. და ღვინო იგი (ზემო სწავლებიდან გამომდინარე)აიხსნება ასე ღ(ღმერთი)ვინ(ვინაობით)ო(უფალი)
ღმერთი ვინაობით გამოჩნდა უფალში და სისხლი მისი არის ღვინო.
ხოლო ციფრი შვიდი რადგან ზ-ე, ღ-მერთთან, ო- უფალთან, ჴ-ართან უკავშირდება იგი უნდა ნიშნავდეს ზომიერებას სათნოობას როგორც უფალი და ქართული სიტყვის სიმარტივე სირთულისა მდგომარეობს იმაში რომ მხოლოდ შვიდზე მ-ს დამატებით მიიღება მ-შვიდი, ხოლო საყოველთაო სიმშვიდე მშვიდ-ო-ბად.
ერთმა ღვთისნიერმა ქართველმა კუთხით გურულმა მითხრა კომუნისტების მოსვლამდე, როგორც სრულიად საქართველო ჩვენც პირველ სასმის უფლის დიდებისას შევსვამდით. არც წითლების მოსვლის შემდეგ შეუწყვეტიათ პირველ სასმისად უფლის სადიდებელი მოხერხებულ გურულებს, მხოლოდ მას შეფარულად მშვიდობის სახელით მოიხსენიებენ. ასე რომ საქართველოს ამ ერთერთ ულამაზეს კუთხეში არასოდეს შემწყდარა ლოცვა უფლის სადიდებლისა. უფალია - თვით სიმშვიდე და უფალია მშვიდობა.
სადაც მშიდობაა იქაა უფალი. მშვიდობა თქვენდა უფალი თქვენთანაა.
ბოლოსიტყვაობა: იოანე ზოსიმეს სიტყვები ქართული ენის მიძინებულ დამარხულ ცნობიერებაზე მის მნიშვნელობაზე არ გახლავთ მისი ურა პატრიოტული სურვილი თვისი ენა ექო და ედიდებინა. ვისაც მისი სჯერავს ამ გაკვეთილსაც დაიჯერებს.
"ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი" - მამა გიორგი ბასილაძე. არც ეს სიტყვები გახლავთ ისე პატრიოტიზმით ნათქვამი მას დიდი სიღრმისეული აზროვნება ჭირდება. ამაზე შემდეგ გაკვეთილზე ვისაუბრებთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მაგ გავაუდის საფუძველს მაძლევს ის რომ თეთრ რასას მოგეხსენებათ კავკასუირი რასის სახელით მოიხსენიებენ, პლიუს კავკასიიდან მოხდა იბერიული ოჯახის წარმოშობა . ამას იციც ემატება რომ პირველი ჰომოსაპიენსის განშლის ადგილი სამხრეთ კავკასიაა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაა, მე არ ვამტკიცებ რომ დღევანდელი ქართული და ხუთი ათასი წლის წინანდელი ერთიდა იგივეა მაგრამ ძირითადი მარტივი გამონათქვამები შემორჩენილია და მიგრირებული ჰომოსაპიენსი თავისთავად გაიტანდა ამ მარტივ სიტყვებს როგორიცაა: მე, ის, ეს, რა, არა,.... თვით გერმანელი, დანიელი, ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ ამას მე ხომ არ ვიძახი კომპიუტერი ან კოაბიტაცია ქართულია მეთქი. მაგ გავაუდის საფუძველს მაძლევს ის რომ თეთრ რასას მოგეხსენებათ კავკასუირი რასის სახელით მოიხსენიებენ, პლიუს კავკასიიდან მოხდა იბერიული ოჯახის წარმოშობა . ამას იციც ემატება რომ პირველი ჰომოსაპიენსის განშლის ადგილი სამხრეთ კავკასიაა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაა, მე არ ვამტკიცებ რომ დღევანდელი ქართული და ხუთი ათასი წლის წინანდელი ერთიდა იგივეა მაგრამ ძირითადი მარტივი გამონათქვამები შემორჩენილია და მიგრირებული ჰომოსაპიენსი თავისთავად გაიტანდა ამ მარტივ სიტყვებს როგორიცაა: მე, ის, ეს, რა, არა,.... თვით გერმანელი, დანიელი, ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ ამას მე ხომ არ ვიძახი კომპიუტერი ან კოაბიტაცია ქართულია მეთქი.
19. ხო, კახაბერ, მეც სუბიექტური მეჩვენება ქართული ენისთვის ენების დედის სტატუსის მინიჭება:) ხო, კახაბერ, მეც სუბიექტური მეჩვენება ქართული ენისთვის ენების დედის სტატუსის მინიჭება:)
18. ქართული ენა ერ-ერთი უნიკალური და ძველი ენა ენათა შორის, მაგრამ დედა ვერასდროს იქნება სხვა ენებისა. ერთი ამტკიცებდა რომ , ქრისტე ქართულად მეტყველებდაო, ვირაცამ თქვა ბუდაც ქართულად ლაპარაკობდაო...მოკლედ ჩემი მოკრძალებული აზრით (არამეცნიერული გამოცდილებით) და ცოტაოდენი წაკითხულის მეშვეობით ვიტყვი: ქართული არაა ენათა დედა, ეგ ჩვენ გვინდა რომ მასე იყოს, რომ რაღაც უფლებები დავამტკიცოთ მსოფლოს ხალხებზე, მარტო იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი.." საკმარისია ამისთვის. რატომღაც გვინდა რომ ჩვენი ენით განიკითხოს კაცობრიობა. ეს უკიდურესი ფანტაზიაა. ჯობია რეალობას გავუსწოროთ თვალი :) ქართული ენა ერ-ერთი უნიკალური და ძველი ენა ენათა შორის, მაგრამ დედა ვერასდროს იქნება სხვა ენებისა. ერთი ამტკიცებდა რომ , ქრისტე ქართულად მეტყველებდაო, ვირაცამ თქვა ბუდაც ქართულად ლაპარაკობდაო...მოკლედ ჩემი მოკრძალებული აზრით (არამეცნიერული გამოცდილებით) და ცოტაოდენი წაკითხულის მეშვეობით ვიტყვი: ქართული არაა ენათა დედა, ეგ ჩვენ გვინდა რომ მასე იყოს, რომ რაღაც უფლებები დავამტკიცოთ მსოფლოს ხალხებზე, მარტო იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი.." საკმარისია ამისთვის. რატომღაც გვინდა რომ ჩვენი ენით განიკითხოს კაცობრიობა. ეს უკიდურესი ფანტაზიაა. ჯობია რეალობას გავუსწოროთ თვალი :)
17. ეგ წუთისოფლის სინდრომია, როდესაც ცოდნას ეუფლებიან და განათლებით ვერღარ ქაჩავენ. ანუ ცოდნასთან ერთად სულიერი განათლებაც უნდა ზარდო თუ პირველმა გაუსწრო დაღუპული ხარ რაც ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს დაემართათ ალბათ. ხოლო სულიერების ზრდა სულაც არ ნიშნავს მარტო მონასტერში სიარულს და ლოცვას რაშიც ძალიან ბევრი ცდებიან და შემდგომ გაყოყოჩებულებს თავი ქრისტემდე აჰყავთ.
მადლობთ ტიტე ვეცდები მათ არ დავემსგავსო. უფალო შემეწიე. ეგ წუთისოფლის სინდრომია, როდესაც ცოდნას ეუფლებიან და განათლებით ვერღარ ქაჩავენ. ანუ ცოდნასთან ერთად სულიერი განათლებაც უნდა ზარდო თუ პირველმა გაუსწრო დაღუპული ხარ რაც ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს დაემართათ ალბათ. ხოლო სულიერების ზრდა სულაც არ ნიშნავს მარტო მონასტერში სიარულს და ლოცვას რაშიც ძალიან ბევრი ცდებიან და შემდგომ გაყოყოჩებულებს თავი ქრისტემდე აჰყავთ.
მადლობთ ტიტე ვეცდები მათ არ დავემსგავსო. უფალო შემეწიე.
16. ჰემატრიის უნდა მეწეროს ჰემატრიის უნდა მეწეროს
15. ისინიც ჰამეტრიის კვალ და კვალ მივიდნენ მაგ დასკვნებამდე. ისინიც ჰამეტრიის კვალ და კვალ მივიდნენ მაგ დასკვნებამდე.
14. ტიტე.
გეთანხმებით, მაგრამ ამ პირებს ჩემთან და ჩემს ნაწერთან რა საერთო აქვთ ვერ ვხვდები. იცით ნათქვამია მრავალი ცრუ წინასწარმეტყველები მომრავლდებიანო და ეს ცრუ წინასწარმეტყველები მრავალ სიმართლეს იტყვიან თავიანთი სიცრუის დასაფარად, კაცს გონი იმიტომ აქვს რომ მიხვდეს სადაა სიმარტლე და სადაა სიცრუე და განარციოს ერთურთისაგან. იმის გამო რომ ვიღაც შიზოფრენიკები ქრისტე ვართო ამბობენ, მაგიტომ ქართული ანბანის განსაკუთრებულობა არ უნდა უარყოთ.
დამავიწყდა ; მე არ წინასწარ ვმეტყველობ, უბრალოდ რაც ფაქტებია იმას ვამბობ და ყველას თავისი აზრი აქვს, შეგიძლიან მიიღოთ შეგიძლიათ არა. ტიტე.
გეთანხმებით, მაგრამ ამ პირებს ჩემთან და ჩემს ნაწერთან რა საერთო აქვთ ვერ ვხვდები. იცით ნათქვამია მრავალი ცრუ წინასწარმეტყველები მომრავლდებიანო და ეს ცრუ წინასწარმეტყველები მრავალ სიმართლეს იტყვიან თავიანთი სიცრუის დასაფარად, კაცს გონი იმიტომ აქვს რომ მიხვდეს სადაა სიმარტლე და სადაა სიცრუე და განარციოს ერთურთისაგან. იმის გამო რომ ვიღაც შიზოფრენიკები ქრისტე ვართო ამბობენ, მაგიტომ ქართული ანბანის განსაკუთრებულობა არ უნდა უარყოთ.
დამავიწყდა ; მე არ წინასწარ ვმეტყველობ, უბრალოდ რაც ფაქტებია იმას ვამბობ და ყველას თავისი აზრი აქვს, შეგიძლიან მიიღოთ შეგიძლიათ არა.
13. ტიტე.
გეთანხმებით, მაგრამ ამ პირებს ჩემთან და ჩემს ნაწერთან რა საერთო აქვთ ვერ ვხვდები. იცით ნათქვამია მრავალი ცრუ წინასწარმეტყველები მომრავლდებიანო და ეს ცრუ წინასწარმეტყველები მრავალ სიმართლეს იტყვიან თავიანთი სიცრუის დასაფარად, კაცს გონი იმიტომ აქვს რომ მიხვდეს სადაა სიმარტლე და სადაა სიცრუე და განარციოს ერთურთისაგან. იმის გამო რომ ვიღაც შიზოფრენიკები ქრისტე ვართო ამბობენ, მაგიტომ ქართული ანბანის განსაკუთრებულობა არ უნდა უარყოთ.
ტიტე.

12. ბერი18
ეს შენიშვნა არაა. მე ბავშვებს ვაფრთხილებ. არა რა ქრისტიანობა, ქრისტიანი ამბობს "მე ვარ ქრისტიანი" და ესენი ამბობენ:
"მე ვარ ქრისტე" ანუ მხსნელი, მესია, მაცხოვარი.
მაგალითად თქვენს მიერ ცნობილი გივი ალაზნისპირელი რომლის ნამდვილი გვარია რიკიაშვილი თავის წიგნს "მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა" ( 5 ტომეულია) იწყებს წინასიტყვაობით, წამძღვარებით და ილუსტრაციით: "ხატი_ა" გიორგი იონთა ჰიპერიონის "ნა-ხატი" ანუ გია მაზიაშვილის იგივე ბაბალოს, ვიწრო წრეში ასე ეძახიან, (მეც შევდიოდი ამ ვიწრო წრეში). ქვემოთ წარწერით,
"5...აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი." (გამოცხადებაჲ იოვანესი, თავი 5)
ხომ იცით ვინც იგულისხმება ამ ლომში, რომელიც ახსნის 7 ბეჭედს? თუ არ იცით გეტყვით რომ ეს არის ქრისტე, მაცხოვარი, რომელიც ბოლო ჟამს ახსნის 7 ბეჭდით დაბეშდილი წიგნის შვიდივე ბეჭედს.
გარდა ამისა გია მაზიაშვილს პირად საუბარში ნათქვამი აქვს, რომ ის მოკვდა კლინიკურად ფაქტიურად მკვდარი იყო, და გაცოცხლდა აგვისტოში ანუ როდესაც მზე არის ლომის ზოდიაქოში, (ის ისე თხის რქაა ზოდიაქოთი, ისევე როგორც იესოც ზოდიაქოთი თხის რქა იყო როგორც 25 დეკემბერს დაბადებული) და მან მითხრა, რომ ხელის მტევნებზე ნეკა და არა თითი ჩავარდნილი აქვს და თავისით ეკეცება, ეს იმიტომ რომ ნალურსმევმა ნერვები დამიზიანაო, ადვილი მისახვედრია რა ნალურსმევზეა საუბარი. გავაგრძელო?
სწორედ ამ საძმომ დაიწყო ლაზარეს სახელით ქართული ენის გაშიფვრა. მაგას ჰემატრია ქვია თუ არ იცით და არა მარტო ქართული ენა, არამედ ყველა ენა რასაც რიცხობრივი და რიგითი ნომერი ავს, იშიფრება. მე ზეპირდ ვიცი ანბანი 9რიგად და 4 სვეტად განლაგებული :) როგორც ზოსიმეს წერილშია
"სასწაულად ესე აქუს 9 4 წელი უმეტეს სხუათა ენათა"
ასევე აკაკი ჯორჯაძეც, ის ამბობდა რომ მამალმა უკვე სამჯერ იყივლა და დროა ქრისტეს ცნობიერებას ვეხზიაროთ მის მიერ !
ოლეგ ლეთოდიანი: აპირებს დაწეროს წიგნი. იგი აკრიტიკებს ყველა დანარჩენს და ამბობს, რომ ვერავინ ვერ მიაღწია ქრისტეს ანუ მხსნელის რანგს მის გარდა, და ეს წიგნი, რომელსაც ის გამუშვებს იქნება ახალი ცა და ახალი დედამიწა. ბერი18
ეს შენიშვნა არაა. მე ბავშვებს ვაფრთხილებ. არა რა ქრისტიანობა, ქრისტიანი ამბობს "მე ვარ ქრისტიანი" და ესენი ამბობენ:
"მე ვარ ქრისტე" ანუ მხსნელი, მესია, მაცხოვარი.
მაგალითად თქვენს მიერ ცნობილი გივი ალაზნისპირელი რომლის ნამდვილი გვარია რიკიაშვილი თავის წიგნს "მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა" ( 5 ტომეულია) იწყებს წინასიტყვაობით, წამძღვარებით და ილუსტრაციით: "ხატი_ა" გიორგი იონთა ჰიპერიონის "ნა-ხატი" ანუ გია მაზიაშვილის იგივე ბაბალოს, ვიწრო წრეში ასე ეძახიან, (მეც შევდიოდი ამ ვიწრო წრეში). ქვემოთ წარწერით,
"5...აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი." (გამოცხადებაჲ იოვანესი, თავი 5)
ხომ იცით ვინც იგულისხმება ამ ლომში, რომელიც ახსნის 7 ბეჭედს? თუ არ იცით გეტყვით რომ ეს არის ქრისტე, მაცხოვარი, რომელიც ბოლო ჟამს ახსნის 7 ბეჭდით დაბეშდილი წიგნის შვიდივე ბეჭედს.
გარდა ამისა გია მაზიაშვილს პირად საუბარში ნათქვამი აქვს, რომ ის მოკვდა კლინიკურად ფაქტიურად მკვდარი იყო, და გაცოცხლდა აგვისტოში ანუ როდესაც მზე არის ლომის ზოდიაქოში, (ის ისე თხის რქაა ზოდიაქოთი, ისევე როგორც იესოც ზოდიაქოთი თხის რქა იყო როგორც 25 დეკემბერს დაბადებული) და მან მითხრა, რომ ხელის მტევნებზე ნეკა და არა თითი ჩავარდნილი აქვს და თავისით ეკეცება, ეს იმიტომ რომ ნალურსმევმა ნერვები დამიზიანაო, ადვილი მისახვედრია რა ნალურსმევზეა საუბარი. გავაგრძელო?
სწორედ ამ საძმომ დაიწყო ლაზარეს სახელით ქართული ენის გაშიფვრა. მაგას ჰემატრია ქვია თუ არ იცით და არა მარტო ქართული ენა, არამედ ყველა ენა რასაც რიცხობრივი და რიგითი ნომერი ავს, იშიფრება. მე ზეპირდ ვიცი ანბანი 9რიგად და 4 სვეტად განლაგებული :) როგორც ზოსიმეს წერილშია
"სასწაულად ესე აქუს 9 4 წელი უმეტეს სხუათა ენათა"
ასევე აკაკი ჯორჯაძეც, ის ამბობდა რომ მამალმა უკვე სამჯერ იყივლა და დროა ქრისტეს ცნობიერებას ვეხზიაროთ მის მიერ !
ოლეგ ლეთოდიანი: აპირებს დაწეროს წიგნი. იგი აკრიტიკებს ყველა დანარჩენს და ამბობს, რომ ვერავინ ვერ მიაღწია ქრისტეს ანუ მხსნელის რანგს მის გარდა, და ეს წიგნი, რომელსაც ის გამუშვებს იქნება ახალი ცა და ახალი დედამიწა.
11. ნეფერტარი მადლობთ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციისათვის. ნეფერტარი მადლობთ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაციისათვის.
10. მსოფლიოში ცნობილი ეგვიპტის ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უცნაურადაა აშენებული.
საერთოდ არ არის გამოყენებული ბათქაში, უზარმაზარი გრანიტის ქვებისგან შედგება და ისეა დაწყობილი, რომ, ერთი ქვაც რომ გამოიღო, მთელი შენობა დაიშლება. ის ამომავალი მზის ფორმისაა და როცა უყურებ, გგონია რომ მზე ამოდის.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა რომ ამ ბიბლიოთეკის კედელზე გამოსახულია მსოფლიოს ანბანთა შორის ყველაზე ლამაზი ასოების ნიმუშები. კედელზე გრანდიოზული ფორმითაა დატანილი ქართული ანბანის ასოები: წ, ჭ, ხ, ჯ და ლ. ყველა ქართველს, რომელიც ამას ნახავს, დიდი სიამაყის გრძნობა დაეუფლება.
მერწმუნეთ მისი ერთხელ ნახვა ჯობია,აქ ჩატარებულ ყველა "გაკვეთილს".
მსოფლიოში ცნობილი ეგვიპტის ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უცნაურადაა აშენებული.
საერთოდ არ არის გამოყენებული ბათქაში, უზარმაზარი გრანიტის ქვებისგან შედგება და ისეა დაწყობილი, რომ, ერთი ქვაც რომ გამოიღო, მთელი შენობა დაიშლება. ის ამომავალი მზის ფორმისაა და როცა უყურებ, გგონია რომ მზე ამოდის.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა რომ ამ ბიბლიოთეკის კედელზე გამოსახულია მსოფლიოს ანბანთა შორის ყველაზე ლამაზი ასოების ნიმუშები. კედელზე გრანდიოზული ფორმითაა დატანილი ქართული ანბანის ასოები: წ, ჭ, ხ, ჯ და ლ. ყველა ქართველს, რომელიც ამას ნახავს, დიდი სიამაყის გრძნობა დაეუფლება.
მერწმუნეთ მისი ერთხელ ნახვა ჯობია,აქ ჩატარებულ ყველა "გაკვეთილს".
9. არამითი 777
ეს კოლაფსია უბრალოდ, გაკვეთილი რადგანაც დავარქვი და ზოგჯერ მართლაც მარტივ საბავშვო თემებს ვეხებით მაგოტომ მოვათავსე საბავშვოში, ხოლო რომ მივხვდეზთ რომ მთლად საბავშვო არაა და რაღაცაშია საქმე მიტომ დავადე ხელი. და არავითარი ქულების და ინტრიგის გამო დამიჯერე. :)) არამითი 777
ეს კოლაფსია უბრალოდ, გაკვეთილი რადგანაც დავარქვი და ზოგჯერ მართლაც მარტივ საბავშვო თემებს ვეხებით მაგოტომ მოვათავსე საბავშვოში, ხოლო რომ მივხვდეზთ რომ მთლად საბავშვო არაა და რაღაცაშია საქმე მიტომ დავადე ხელი. და არავითარი ქულების და ინტრიგის გამო დამიჯერე. :))
8. ტიტე იესო ქრისტე ერთია. მე ჯერ არავინ მინახავს და არც შევხვედრივარ ვინც მაგას ამბობს. ქრისტეს ფეხის მტვერიც კი არა ვართ და სრულიად გაუგებარია რასაც მეუბნებით. თუ ქრისტე ვარ - გულისხმობენ მისი მიმდევრობას ანუ ქრისტიანები ვართო, მაინც მართლმადიდებლისთვის ქართულად არასწორი ნათქვამია, მით უმეტეს მათგან ვინც ქართული ენის გარშემო საუბრობს, ისინი ყოველ სიყტვას დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდნენ.
ქართულის ანბანის ენის კვლევა ეს რთული გზა არის ტიტე, მეხუთმეტე საფეხურამდე ბევრი აღწევს (ასე რომ თქვათ მეხუთმეტე კლასამდე) მეხუთმეტე ასო ნიშანი გახლავთ იოტა ჲ ვიღაცეებისთვის ყულფია ვინც თავს მაღლა წევს, ხოლო ვიღაცეებისთვის დავმდაბლობით გზის გაგრძელებაა. თუ მართლა შენს მიერ ჩამოთვლილი პირო(ვნებე)ბი ქრისტედ აცხადებენ თავს გაუყოფიათ თავი ყულფში.
მადლობთ რომ აქტიურობთ, ყოველთვის გამეხარდება შენიშვნები. ტიტე იესო ქრისტე ერთია. მე ჯერ არავინ მინახავს და არც შევხვედრივარ ვინც მაგას ამბობს. ქრისტეს ფეხის მტვერიც კი არა ვართ და სრულიად გაუგებარია რასაც მეუბნებით. თუ ქრისტე ვარ - გულისხმობენ მისი მიმდევრობას ანუ ქრისტიანები ვართო, მაინც მართლმადიდებლისთვის ქართულად არასწორი ნათქვამია, მით უმეტეს მათგან ვინც ქართული ენის გარშემო საუბრობს, ისინი ყოველ სიყტვას დიდ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდნენ.
ქართულის ანბანის ენის კვლევა ეს რთული გზა არის ტიტე, მეხუთმეტე საფეხურამდე ბევრი აღწევს (ასე რომ თქვათ მეხუთმეტე კლასამდე) მეხუთმეტე ასო ნიშანი გახლავთ იოტა ჲ ვიღაცეებისთვის ყულფია ვინც თავს მაღლა წევს, ხოლო ვიღაცეებისთვის დავმდაბლობით გზის გაგრძელებაა. თუ მართლა შენს მიერ ჩამოთვლილი პირო(ვნებე)ბი ქრისტედ აცხადებენ თავს გაუყოფიათ თავი ყულფში.
მადლობთ რომ აქტიურობთ, ყოველთვის გამეხარდება შენიშვნები.
7. გკითხულობ,მომწონს! მაგრამ საბავშვო მაინც არაფერი აქვს ამას! :) გკითხულობ,მომწონს! მაგრამ საბავშვო მაინც არაფერი აქვს ამას! :)
6. საშინელი მკრეხელობაა.
ქართული ენის საიდუმლო კი რეალურია, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას თქვა ქრისტე ვარო. 5 კაცი იძახის რომელია მათ შორის ქრისტე? :) საშინელი მკრეხელობაა.
ქართული ენის საიდუმლო კი რეალურია, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას თქვა ქრისტე ვარო. 5 კაცი იძახის რომელია მათ შორის ქრისტე? :)
5. მუხა მადლობა რომ კითხულობთ შუკა- ჩიხი შუკა - ძებნა რომელ ენაზეა? მუხა მადლობა რომ კითხულობთ შუკა- ჩიხი შუკა - ძებნა რომელ ენაზეა?
4. ტიტე რა მკრეხელობაა... ჩემთვის უცნობია ეს საძმო. თქვენი ჩამოთვლილი პირებიდან, მხოლოდ გივი ალაზნისპირელზე მსმენია ისიც 1993 - 94 წლებში.
ისე ადამიანს დაჯერება რომ არ უნდა, იოანე ზოსიმემ კი არა და მთელმა ერმა რომ აღიარონ მაინც არ დაიჯერებენ.
ტიტე რა მკრეხელობაა... ჩემთვის უცნობია ეს საძმო. თქვენი ჩამოთვლილი პირებიდან, მხოლოდ გივი ალაზნისპირელზე მსმენია ისიც 1993 - 94 წლებში.
ისე ადამიანს დაჯერება რომ არ უნდა, იოანე ზოსიმემ კი არა და მთელმა ერმა რომ აღიარონ მაინც არ დაიჯერებენ.
3. ძალიან მომეწონა და მაინტერესებს ქართულ ანბანზე სხვადასხვა მოსაზრებები, უცხოელებს ვაჩვენებ ხოლმე ქართულ ანბანს და მთხოვენ ავუხსნა თუ რომელი ანბანი რას ნიშნავს, ათას კითხვებს მაყრიან
ძირძველი ქართული სიტყვებს ახლაც შეხვდები ზოგ უცხო ენაში, ამ წუთას ერთი სიტყვა მახსოვს სხვებს ვერ ვიხსენებ მაგ, არის უცხო სიტყვაში "შუკა" ქართულად, გურიაში არის ჩიხი თუ არ ვცდები ჰო, ხოდა უცხო ენაზე კი არის "ძებნა"
ძალიან გთხოვ ავტორო მოგვაწოდე მეტი ინფორმაცია ქართულ ანბანზე. ძალიან მომეწონა და მაინტერესებს ქართულ ანბანზე სხვადასხვა მოსაზრებები, უცხოელებს ვაჩვენებ ხოლმე ქართულ ანბანს და მთხოვენ ავუხსნა თუ რომელი ანბანი რას ნიშნავს, ათას კითხვებს მაყრიან
ძირძველი ქართული სიტყვებს ახლაც შეხვდები ზოგ უცხო ენაში, ამ წუთას ერთი სიტყვა მახსოვს სხვებს ვერ ვიხსენებ მაგ, არის უცხო სიტყვაში "შუკა" ქართულად, გურიაში არის ჩიხი თუ არ ვცდები ჰო, ხოდა უცხო ენაზე კი არის "ძებნა"
ძალიან გთხოვ ავტორო მოგვაწოდე მეტი ინფორმაცია ქართულ ანბანზე.
2. ბავშვებო დაიმახსოვრეთ გვარები:
1. გია მაზიაშვილი (გიორგი იონთა ჰიპერიონი) 2. გივი რიკიაშვილი (გივი ალაზნისპირელი) 3. აკაკი ჯორჯაძე 4. მირიან ქართველი 5. ოლეგ ლეთოდიანი
იბერიონთა საძმოს წევრები, ყველა მათგანი იბრალებს ქრისტეობას; ქართული ენის, ლაზარეს სახელით. მასში დამარხული საიდულოებები გაიშიფრა ჰამეტრიის საშუალებით და ასკვნიან, რომ ისინი არიან ქრისტეები.
უფრთხილდით მათ და მათ მიმდევრებს ! ბავშვებო დაიმახსოვრეთ გვარები:
1. გია მაზიაშვილი (გიორგი იონთა ჰიპერიონი) 2. გივი რიკიაშვილი (გივი ალაზნისპირელი) 3. აკაკი ჯორჯაძე 4. მირიან ქართველი 5. ოლეგ ლეთოდიანი
იბერიონთა საძმოს წევრები, ყველა მათგანი იბრალებს ქრისტეობას; ქართული ენის, ლაზარეს სახელით. მასში დამარხული საიდულოებები გაიშიფრა ჰამეტრიის საშუალებით და ასკვნიან, რომ ისინი არიან ქრისტეები.
უფრთხილდით მათ და მათ მიმდევრებს !
1. ავტორი: ბერი18 ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 0 ავტორი: ბერი18 ჟანრი: საბავშვო ჩემი შეფასება: 0
|
|
მონაცემები არ არის |
|
|