ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2013


ისე ძალიან...

ისე ძალიან მინდოდი,
ისე მოჰგავდი იმ ცას,
წვიმად რომ რბოდა მინდორში,
მიწას წყალი რომ მისცა.
ისე ძალიან გნაღვლობდი,
როგორც ქარები დგომას.
არავინ იყო მახლობლად
ეთქვა- ოდესმე მოვა!..
ისე ძალიან მიყვარდი,
მე რომ მიკვირდა თვითონ.
მანძილს გულიდან სიტყვამდე
საგზლად ვატანდი სითბოს.
ისე ძალიან მაკლიხარ,
როგორც ჰაერი ტუსაღს.
ვგევარ დაფერთხილ კაკლის ხეს,
ფიქრმოშრიალეს სუსტად.
ისე ძალიან გნატრობდი,
წყალი რომ უნდა მაშვრალს.
თვალს უკან ცრემლის ნატბორი
გადმოუღვრელად დაშრა...
ისე ძალიან მინდოდი,
როგორც სიმწიფე ნაყოფს.
გულაღმა ფიქრმა მინდორში
მითხრა - მოიცა, ვნახოთ...
            02.11.13





 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები