ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2013


გვიანი შემოდგომა

ჩემი სახლის წინ ხე იდგა, ენთო,
იმაზე უკეთ, ვიდრე ნათურა.
ამ გვიან წასვლას ვერა და ვერ თმობს,
შემოდგომა და ფოთლის ფათურით
დადის ქუჩებში, თითქოს მგზავრია,
ძველ გზაზე დიდხანს შემორჩენილი.
დროს კი ზამთრისთვის გაუგზავნია
ყვითელ ფოთლებით მოსვლის წერილი.
          08.11.13
           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები