ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 ნოემბერი, 2013


გულახდილობა მუდმივობაში

    სათქმელის ამოთქმას ამძაფრებს და ინერციას მატებს ალბათ მობეზრება  გარემო სიტუაციისა, რომელიც გაწვება მთელი მასით და გეჩრება თვალში აუტანელ ტკივილად(ვისთვის როგორ).
დღითი დღე უსაკნო ტუსაღად  ვეჩვენები გალაკტიკას( თუმცა ერთ დროს საკანიც მქონდა),იქნებ ვეჩემები ამ არქტიკას ყინულის სენტიმენტად.იქნებ უბრალოდ დათვლაც კი აღარ ღირს,იმ უმარავი გამოხატულებისა თუ ნაგრძნობ ნანახი სუბიექტივიზმისა, რომელმაც მომცა გამბედოაობა გამომეყო შტრიხები განზოგადებით. თუმცა დათვლა ყველაფრის ღირს ნამდვილად,უბრალოდ უმჯობესია პოზიტიური იყოს მეტი სათვალავში,ვიდრე საპირისპირო. ტუსაღობის ხანგრძლივობაც დამითვლია და კიდევ უამრავი, რამ რაც ალბათ არ ღირდა ამად მაგრამ კაცი კაცია და ყველას მისი ახირება ღრნის ან ჩვეულება ზნეში გადაზრდილი იძენს პიროვნულ  სახეს,რომელიც ყველაფერში თუ არა თითქმის ყველაფერში მაინც გვევლინება გამოხატულებად.
  სამყაროში ყველაფერი თვლადია.ვინ როგორ აკეთებს ამას ან საერთოდ ვინ ცდილობს ყველაფრის თუ არა თითქმის ყველაფრის მიმართ მაინც დათვლის შესაძლებლობის გამოყენებას,ეს სხვა საკითხია.
–ერთი სიტყვით ითვლიან საგნებსა და მოვლენებს,მცენარეებსა და სულიერ არსებებს, აქაც ალბათ მეტ–ნაკლებობით.
–ვიღაცას ჯამაგირის სიმცირის გამო,ჯიბეების არმქონე სამოსის ჩაცმა გადაუწყვეტია;
–ვიღაც ცოცხალ შვილებს ითვლის,ვიღაც არაცოცხალს;
–სიკეთეს ვინ თვლის?უკეთურობას?
–შეცდომებს ყველაზე იშვიათად ითვლიან,ალბათ ძალიან იშვიადადაც ან იქნებ საერთოდაც      არასოდეს;
–ვიღაც  მკითხველს ითვლის;ვიღაც შემფასებელს;კრიტიკოსებსაც ითვლიან ალბათ;

  ამ კატეგორიების თვლაში ეგებ ვინმეს ყველაზე  მეტი რაოდონბრივად შემთხვევით ქულა და სუბიექტური ხოტბა არ გამოუვიდეს  საბოლოოდა.ამიტომ ნუ დათვლით ნუ, დამიჯერეთ...
  ალბათ რასაც ყველაზე ნაკლებად ითვლიან,ის უსამართლობის განცდით არსებობს,რასაც ყველაზე მეტად, ის კი გაამპარტავნებულია ანცი პირმშოსავით.
თვლაში რამდენს მობეზრებია ერთფეროვანი პროცესის გაგრძელება და მოკლედ უთქვამს–,,უთვალავი’’ , ღიმილიც ვეღარ იღიმის ამ სიტყვაზე.ეს სიტყვა ხომ სიზარმაცის ან უცოდინრობის გამომჟღავნებაა თვლის პროცესში.
ყველაზე მეტჯერ თვლის ბედნიერება ფულს ერგო წილად სამყაროში.ამის მიზეზიც ალბათ მის მიმართ მოჭარბებულად გამოჩენილი ყურადღებაა, რომელიც საჭიროებიდან და ზოგისთვის მის მიმართ უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარეობს.ყველას თავისი გატაცება აქვს, ყველას თავისი ინტერესი.აღარ ვაგრძელებ აღარაფერს. ვიწყებ სიცოცხლის დროის ათვლას და მინდა უფრო მეტად ამ პერიოდში, სიკეთე იყოს რაოდენობრივად ყველაზე მეტი.
  ასევე ვაგროვებ ღიმილებს, რომელიც თითქმის გაქრა სამყაროდან ან გაიშვიათდა, ვაგროვებ რადგან ყველაზე სასიამოვნოა ღიმილების თვლა.
  თუ ვინმე შემთხვევით აგროვებთ სისულელეს, მიათვალეთ ეს ჩემი ნაწერიც, იქნებ რაოდენობრიობისთვის სარგებლის მომტანიც აღმოჩნდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები