| ავტორი: საპყარი ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2013 |
*** ჩემი გრძნობისთვის მინდა იყოს ცალკე სამყარო, ვიცი, არა ვარ სხვაში გრძნობის გამღვიძებელი, მე მგოსანი ვაარ! ამას არ ვამბობ, მე სულში მხოლოდ ვარს სინათლის მაძიებელი *** მელანს მოერევა ჩემი სინანული, ალბათ მეორდება ჩემი სიყვარული, მგზავრს კი ელოდება სადღაც ჩემოდნები, მალე ჩამოვდნები, მალე ჩამოვდნები.
*** ფოთოლი ყვითლდება ზამთრის მოლოდინში, ახლა მინდა ვიყო მხოლოდ შენს ლოგინში. *** ლოდინი უსასრულო ხდება, რა ვუყო ღამეს?! ოღონდ გათენდებოდეს , ოღონდ მეძინებოდეს, ღამე შემოიჭრა ფანჯრიდან და არ ვიცი რა ვუყო, ოღონდ მეძინებოდეს, ოღონდ გათენდებოდეს.
*** და მე შემოვრჩი დედამიწაზე უკანასკნელი ფოთოლივით ხეს რომ აბია და ამ ხესავით დედა მინდა მე, სხვა ვინ მიშველის - ვერ გამიგია.
*** მგონი დავატიე, გვერდი სულ ორია, გრძნობით დავატირე ჩემი სიმფონია.
"სიტყვები მოძვრებიან ჩემი სხეულიდან მაგრამ სიგარეტის კვამლში გასასვლელს ვერ პოულობენ, მე ახლა ვასრებობ როგორც მატერია"
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. საინტერესოა. +++ საინტერესოა. +++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|