ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2013


ჩვენს შორის...

ახლა ვგავარ ამალგამას, თმა მაქვს ვერხლთან ნადნობი,
მარტო მხოლოდ ამაღამ ვარ, თუ მოგინდეს, გადმოდი!
ვისაუბროთ ყველაფერზე, გულს ავხადოთ სარჩული.
მე თხის რქა ვარ, შენ კი - ვერძი, ვითომ, რატომ გაჩუმდი?
მოგიდუღებ მაგარ ყავას, (ფიქრს ნალექში მივყავარ...)
მართალია, ჯერ არ გყავარ, მაგრამ მაინც გიყვარვარ...
დროში ავცდით ერთმანეთს და ვერ გავიგეთ დროისაც,
არ შემეძლო ეს არ მეთქვა, შენ კი იტყვი - მოიცა!..
ყველაფერი დიდი უფრო კარგად მოჩანს შორიდან,
ის მიამბე,რაც შენ არ გგავს... აირჩიე ორიდან:
ან შერჩები ხსოვნის კიდეს, ან „ჩვენ შორის“ დავრჩებით ...
კიდევ ერთხელ წამიკითხე ყველა გრძნობის სარჩევი...
                      15.11.13


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები