| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 22 ნოემბერი, 2013 |
მოგზაურობა 13 წლიდან დავიწყე...რომელი მოგზაურობაო, ალბათ გაგიკვირდებათ და შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ზუსტად ასეა. ცამეტი წლის ვიყავი, როცა ავდექი და გზას გავუდექი... შინაგანად , წასვლა მინდოდა, სულ ერთი იყო, რატომ (ალბათ არც პირველი თინეიჯერი ვიქნებოდი და არც უკანასკნელი , სახლიდან წასვლა რომ უნდოდა) , გარეგნულად კი ეს ჩემი აკვიატება წასვლის შესახებ ასე განვამტკიცე: სწავლა მინდა და მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანეთ მეთქი. თუმცა არც ასე ლაითად არ მითქვამს. დედაჩემთან სამსახურში მივედი და ფეხები დავუბაკუნე...
-----ხვალ ბოლო დღეა, საბუთების შეტანა გვაგვიანდება , აუცილებლად შეიარე სკოლაში საბუთების წამოსაღებად, მეგობრებს უკვე დავემშვიდობე და მე უკან სკოლაში აღარ მივბრუნდები-მეთქი. დედაჩემს ჩემი სურვილი ასეთი ძლიერი არ ეგონა და ალბათ ფიქრობდა, რომ გადამაფიქრებინებდა...დროს წელავდა . უჭირდა ნაბოლარა შვილის ასე უშუშრად სახლიდან წასვლა. მე? მე მეჩქარებოდა. 13 წლის ვიყავი და თავი დამოუკიდებელი მეგონა. ყველაფერი სხვანაირად მეჩვენებოდა.ლამაზ ფერებში ვხედავდი მარტო ცხოვრებას , როგორ მომენატრებოდა ჩემი პირველი შეყვარებული და რა რომანტიკა იქნებოდა, როცა მონატრებულზე ერთმანეთს ვნახავდით ხოლმე...
ქალაქში მარტო არ გამიშვეს, ჩემი და გამაყოლეს და საბუთები ჩავაბარეთ. მერე იყო გამოცდები და ჰოპლა... (გავა წლები და ამას ვინანებ, მაგრამ ახლა არა: ახლა ყველაზე მთავარია სახლიდან წავიდე...)თურმე პირველი გაქცევა სახლიდან და მშობლებიდან ამ ასაკში გეწყება და თუ არ გაიტანე, მერე აუცილებლად გაწბილდები.
დამოუკიდებელი ცხოვრება ადვილი რომ არ იყო, ამას მალევე მივხვდი. ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ცხოვრება გამიჭირდა.სრულიად მარტო, პანსიონში ცხოვრება და სწავლა. არავის იცნობ, არავის ჭირდები და შენზე არავინ ზრუნავს.სწავლა, რომელიც მთავარი გეგონა, სულაც არ აღმოჩნდა უპირველესი საქმე... მთელ ღამეს გტანჯავს სიზმრები, რომელიც შენს ადრინდელ ცხოვრებას გახსენებს და დილით ბალიში სველია...თუმცა ისეთი ჯიუტი ხარ, რომ უკან დახევას არ აპირებ და ამას არავინ გაიგებს, არასოდეს...
ჯერ იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან და ამ ბრძოლაში აუცილებლად იმარჯვებ, ემოციების და სითბოს დავიწყების ხარჯზე.თოთხმეტი წლის უკვე ჩამოყალიბებული ხარ, როგორც დამოუკიდებელი , სუბიექტი და არც კი გინდა ვინმეს ნახვა და მათთან ურთიერთობა...ნუ გაგიკვირდება...სწორედ ამ ასაკში ზუსტად ასეა... მერე იწყება გაუთავებელი მოგზაურობები , არდადეგებზე, პანსიონიდან სახლში და სახლიდან პანსიონში . თუმცა ყველაფერი გბეზრდება და ერთ დღესაც ხვდები, რომ სახლში, მშობლებთან წასვლა არ გიხარია და გირჩევნია, ახლობლების ნახვას და მათთან უქმეების გატარებას, დარჩე და მთელი შაბათ-კვირა ჯოკერი ითამაშო, ახალ ადამიანებთან ერთად, ანდა სიგარეტი გააბოლო და ქალაქში იხეტიალო...
დედას წერილზე ან ტელეფონზე პასუხობ და არწმუნებ, რომ აუცილებელია სკოლაში დარჩე, რომ დამატებით მეცადინეობა გჭირდება და აქ შენი ყოფნა აუცილებელია...
ყველაზე მეტად იცი , რატომ არ გინდა უქმეებზე ოჯახში ჩასვლა?
მხოლოდ იმიტომ, რომ მატარებელი გძულს და მგზავრობა გეჯავრება...
ვისაც არ გამოუცდია, ვერც გაიგებს, რას ნიშნავს მატარებელში, ოთხკაციან კუპეში , ძირითადად ღამე, ვიღაც პახმელიაზე მყოფ ან უარეს შემთხვევაში, მთვრალ კაცთან ერთად მგზავრობა, პირიდან ნივრის ან ხაშლამის სუნი რომ ამოსდის და ვითომ მამაშვილურად გარიგებს, სინამდვილეში კი ფეხებზე გიყურებს, რის გამოც თავს უხერხულად გრძნობ და კანი გეწვის...
უარესიც...ისეთი გულუბრყვილო ხარ, რომ როცა მატარებლის ბილეთის რიგში დგახარ და უეცრად ახალგაზრდა მამაკაცი პირველი რიგებიდან გადმოგძახებს, თამო, მომე ფული , ბილეთს შენც აგიღებო, ფულს აწვდი და არც კი გაინტერესებს, რატომ გახდი თამო, როცა სინამდვილეში მარი გქვია... ამას მხოლოდ მაშინ გაგებ, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცი შენს გვერდით აღმოჩნდება ორადგილიან კუპეში , რადგან თქვენი ბილეთები გვერდიგვერდაა...( ამ დროს უკვე 15 წლის ხარ) ატყობ, რომ სასმელის სუნი აქვს და ცოტა გეშინია...
ბილეთის ფასი კი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე შენ გადააწოდე...
ბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ახერხებ, რადგან ყველა კუპეში ცოლქმარი ანდა წყვილებია დაბინავებული და მათთან გაცვლას და თხოვნა-დამცირებას, გირჩევნია, როგორმე გაძლო ამ ადამიანთან, დილამდე...უფრო სწორად მთელ ღამეს დერეფანში ატარებ და მეორე დილით, იმის თავიც არ გაქვს, რომ გაკვეთილები არ გააცდინო.
ახალგაზრდა კაცი? არა, ის თავხედია და ვითომ მოხერხებულობაც არ აკლია, მაგრამ როცა ხვდება, რომ მთლად ბავშვი ხარ, შენს მოტყუებას კიდევ ერთხელ ცდილობს , მაგრამ ვერაფერს იღებს და მალე არხეინად იწყებს ხვრინვას, ლაპარაკიც კი ეზარება...
სამაგიეროდ, 17 წლის ასაკში უკვე ისეთი ძლიერი ხარ, რომ თვითონაც გიკვირს, რისთვისაა საჭირო სენტიმენტები და ემოციები... უკვე თავდაჯერებული ხდები, ვერასდროს გატყუებენ და იმხელა ნიღაბი გაქვს აფარებული, რომ ვერავინ გიბედავს რამეს და არც ცდილობ იკეკლუცო , არც მაკიაჟს ხმარობ...ფსევდომამაკაცური თვისებები შეიძინე, დაჩაგრულს ესარჩლები და აბოლებ ისე, როგორც გაბოლებდნენ...
( გავაგრძელებ)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ველი გაგრძელებას +5 ველი გაგრძელებას +5
12. ძალიან მაგარია, ველოდები გაგრძელებას! ძალიან მაგარია, ველოდები გაგრძელებას!
11. ძალიან მაგარია, ველოდები გაგრძელებას! ძალიან მაგარია, ველოდები გაგრძელებას!
10. მრავალ გიორგობას დაესწარი! მრავალ გიორგობას დაესწარი!
9. ძალიან კარგი იყო მარი,ველოდები......
მრავალ გიორგობას დაესწარი და --გიტოვებ ისრებს:) ძალიან კარგი იყო მარი,ველოდები......
მრავალ გიორგობას დაესწარი და --გიტოვებ ისრებს:)
8. ძალიან მომეწონა, მარი!... :-* 5555555555
ძალიან მომეწონა, მარი!... :-* 5555555555
7. ის, რაც უნდა ,,დაეჭირა" ავტორს, ამ ნაწარმოებში ,,დაჭერილია." ცამეტი წელი ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ მართლაც განსაკუთრებულია...და აი, რატომ.ეს გახლავთ ,,ჰომო საპიენსის" განვითარების ის ეტაპი, როცა მას თითქმის ჩამოყალიბებული აქვს ტვინი, როგორც აზროვნების, ასევე მოცულობის მხრივ, რომელიც განსაზღვრავს მის შემდგომ არსებობას გარემოში ანუ ბუნებაში. ეს და სხვა ფაქტორები შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გარე სამყაროს და ამასთან ამ გამკლავებაში, ბრძოლაში. გაიღრმაოს ცოდნა. მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. თანამედროვე ზოგიერთი ერის (ძირითადად აზიის) წეს-ჩვეულებებში ეს ასაკი მიჩნეულია ზდასრულობის ასაკად მაგ: ებრაელებში. ჩვენმა წინაპრებმა ადამიანის ამ ფიზიოლოგიურ-ბიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ალბათ კარგად უწყოდნენ. გავიხსენოთ თამარი. აღნიშნული ,,მდგომარეობა" თავისთავად განსაზღვრავს ცამეტი წლის ადამიანის დამოკიდებულებას ბუნებისადმი და ამიტომ უჩნდება მას მისი შემეცნების მიდრეკილება. დიახ! არა თორმეტი ან თოთხმეტი წლისას ... უფ! რამდენი ვიქაქანე. დიდებული ნაწარმოებია. დაველოდები გაგრძელებას. ის, რაც უნდა ,,დაეჭირა" ავტორს, ამ ნაწარმოებში ,,დაჭერილია." ცამეტი წელი ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ მართლაც განსაკუთრებულია...და აი, რატომ.ეს გახლავთ ,,ჰომო საპიენსის" განვითარების ის ეტაპი, როცა მას თითქმის ჩამოყალიბებული აქვს ტვინი, როგორც აზროვნების, ასევე მოცულობის მხრივ, რომელიც განსაზღვრავს მის შემდგომ არსებობას გარემოში ანუ ბუნებაში. ეს და სხვა ფაქტორები შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გარე სამყაროს და ამასთან ამ გამკლავებაში, ბრძოლაში. გაიღრმაოს ცოდნა. მიიღოს დამატებითი ინფორმაცია. თანამედროვე ზოგიერთი ერის (ძირითადად აზიის) წეს-ჩვეულებებში ეს ასაკი მიჩნეულია ზდასრულობის ასაკად მაგ: ებრაელებში. ჩვენმა წინაპრებმა ადამიანის ამ ფიზიოლოგიურ-ბიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ალბათ კარგად უწყოდნენ. გავიხსენოთ თამარი. აღნიშნული ,,მდგომარეობა" თავისთავად განსაზღვრავს ცამეტი წლის ადამიანის დამოკიდებულებას ბუნებისადმი და ამიტომ უჩნდება მას მისი შემეცნების მიდრეკილება. დიახ! არა თორმეტი ან თოთხმეტი წლისას ... უფ! რამდენი ვიქაქანე. დიდებული ნაწარმოებია. დაველოდები გაგრძელებას.
6. გავაგრძელებ, აუცილებლად... მუხას კომენტარზე კი გამეღიმა, რადგან ერთი შემთხვევაც თუ მომხდარა, უკვე ყველაფერი შესაძლებელია... გავაგრძელებ, აუცილებლად... მუხას კომენტარზე კი გამეღიმა, რადგან ერთი შემთხვევაც თუ მომხდარა, უკვე ყველაფერი შესაძლებელია...
5. ჩემი ბიძაშვილი გამახსენდა, სულ ბავშვი რომ ჩამოვიდა გურიიდან თბილისში, და სამხედრო სასწვლებელში დაიდო ბინა. რთული იყო, მაგრამ თვითონ გაიკვლია გზა დამოუკიდებლად, და მერე როგორ გაიკვლია.. გოგოებისთვის კი უფრო რთულია, ალბათ... ჩემი ბიძაშვილი გამახსენდა, სულ ბავშვი რომ ჩამოვიდა გურიიდან თბილისში, და სამხედრო სასწვლებელში დაიდო ბინა. რთული იყო, მაგრამ თვითონ გაიკვლია გზა დამოუკიდებლად, და მერე როგორ გაიკვლია.. გოგოებისთვის კი უფრო რთულია, ალბათ...
4. საზოგადოება...
ნუ დამთრგუნავ ხოლმე :)
გაგრძელების მომლოდინეებს ერთი კაცი შეუერთდა :) საზოგადოება...
ნუ დამთრგუნავ ხოლმე :)
გაგრძელების მომლოდინეებს ერთი კაცი შეუერთდა :)
3. ისეთი თხრობა გაქვს , მართლა დააჯერერებ მკითხველს , არადა არც გამიგია საქართველოში 13 წლისას ვინმეს გაქცევა სდომებოდა სახლიდან , და მერეც როცა გარბიან თუ ავადმყოფი არაა, არასწორი აღზრდის შედეგია და სხვა არაფერი, ხოლო სრულწლოვანი რომ წავიდეს გასაკვირიც არ უნდა იყოს,, მაგრამ ჩვენ ქართველებმა ხომ არ ვიცით აღზრდა და 20 წლისასაც ბავშვს ვეძახით და, გათხოვილ ქალს კი გოგონას
ეს პროზა დღევანდელობას ეხმიანება და რეკლამასავით მეჩვენება , ვნახოთ როგორ გაგრძელდება. ისეთი თხრობა გაქვს , მართლა დააჯერერებ მკითხველს , არადა არც გამიგია საქართველოში 13 წლისას ვინმეს გაქცევა სდომებოდა სახლიდან , და მერეც როცა გარბიან თუ ავადმყოფი არაა, არასწორი აღზრდის შედეგია და სხვა არაფერი, ხოლო სრულწლოვანი რომ წავიდეს გასაკვირიც არ უნდა იყოს,, მაგრამ ჩვენ ქართველებმა ხომ არ ვიცით აღზრდა და 20 წლისასაც ბავშვს ვეძახით და, გათხოვილ ქალს კი გოგონას
ეს პროზა დღევანდელობას ეხმიანება და რეკლამასავით მეჩვენება , ვნახოთ როგორ გაგრძელდება.
2. მეც დამაინტერესა და ველოდები გაგრძელებას:) მეც დამაინტერესა და ველოდები გაგრძელებას:)
1. ასე მოიქცევი, ნანობ. არ მოქცეულიყავი მასე, მაინც ინანებდი. რთულია ცხოვრება, რთული.
გაგრძელებას დაველოდები.:) ასე მოიქცევი, ნანობ. არ მოქცეულიყავი მასე, მაინც ინანებდი. რთულია ცხოვრება, რთული.
გაგრძელებას დაველოდები.:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|