| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 21 ნოემბერი, 2013 |
მაგიდა, ჭიქა და ბოთლები სასმელით, ჭრიალებს ამინდი ძველ პატეფონივით. ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი, თვალში შემეჩხირა სარკიდან პროფილი... ფურცლები, სახეში უხეშად მოყრილი, (ლექსებმა თავზე ხომ ხელი სულ აიღეს...) მეჯართე ქუჩიდან კი არ მთხოვს, მომყვირის და ჩემგან რა უნდა, მაინც ვერ გავიგე... ვიღაცა ეზოში ტვინს ბურღავს „სვერლოთი“, და მეც ვერ მოვგვარდი საჭირო საგნებთან. მგონი, შევეგუე დაცერილ სვეს ლოთის, ფხიზელი თვალი კი ყოველთვის მაბნევდა... დაბნელდა, აზრზე ვარ, თუმც, არაფხიზელზე, დატოვე სურნელი ჭიქაზე პომადის. ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს... 20.11.13
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. საინტერესო, დასამახსოვრებელი ლექსია, მოტივირებული ძლიერი ფინალით! საინტერესო, დასამახსოვრებელი ლექსია, მოტივირებული ძლიერი ფინალით!
17. ვიღაცა ეზოში ტვინს ბურღავს „სვერლოთი“,
ცოცხალი ლექსია :)
ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს... ვიღაცა ეზოში ტვინს ბურღავს „სვერლოთი“,
ცოცხალი ლექსია :)
ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს...
15. ფურცლები, სახეში უხეშად მოყრილი, (ლექსებმა თავზე ხომ ხელი სულ აიღეს...) მეჯართე ქუჩიდან კი არ მთხოვს, მომყვირის და ჩემგან რა უნდა, მაინც ვერ გავიგე... ++ ფურცლები, სახეში უხეშად მოყრილი, (ლექსებმა თავზე ხომ ხელი სულ აიღეს...) მეჯართე ქუჩიდან კი არ მთხოვს, მომყვირის და ჩემგან რა უნდა, მაინც ვერ გავიგე... ++
14. გმადლობ მკითხველო! გმადლობ მკითხველო!
13. მაგიდა, ჭიქა და ბოთლები სასმელით, ჭრიალებს ამინდი ძველ პატეფონივით. ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი, თვალში შემეჩხირა სარკიდან პროფილი...
+++ მაგიდა, ჭიქა და ბოთლები სასმელით, ჭრიალებს ამინდი ძველ პატეფონივით. ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი, თვალში შემეჩხირა სარკიდან პროფილი...
+++
12. თანანას ლექსები ყვირის, ყველა ლექსი ....:)
მოკითხვა აქვე :) თანანას ლექსები ყვირის, ყველა ლექსი ....:)
მოკითხვა აქვე :)
11. ფრიად ესიამოვნა ჩემს გახურებულ შუბლსა და ტვინს ეს ლექსი. შიგ საფეტქლებში ურტყამს:) ფრიად ესიამოვნა ჩემს გახურებულ შუბლსა და ტვინს ეს ლექსი. შიგ საფეტქლებში ურტყამს:)
10. თავზეხელაღებული ლექსი ! :)
თავზეხელაღებული ლექსი ! :)
9. "ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი," ------------------------------------------------------------------- "ფურცლები, სახეში უხეშად მოყრილი, (ლექსებმა თავზე ხომ ხელი სულ აიღეს...) მეჯართე ქუჩიდან კი არ მთხოვს, მომყვირის და ჩემგან რა უნდა, მაინც ვერ გავიგე... " გამოვარჩიე
ძალიან მომეწონა.
სიკეთე ყველას! "ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი," ------------------------------------------------------------------- "ფურცლები, სახეში უხეშად მოყრილი, (ლექსებმა თავზე ხომ ხელი სულ აიღეს...) მეჯართე ქუჩიდან კი არ მთხოვს, მომყვირის და ჩემგან რა უნდა, მაინც ვერ გავიგე... " გამოვარჩიე
ძალიან მომეწონა.
სიკეთე ყველას!
8. "ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს..." ^_^ "ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს..." ^_^
7. უი დედააა...ადმინ წაშალე რა, ეს ზედმეტები... უი დედააა...ადმინ წაშალე რა, ეს ზედმეტები...
6. Kარგი იყო...5 ზუსტად მოგაქვთ განწყობაც და კადრიც... Kარგი იყო...5 ზუსტად მოგაქვთ განწყობაც და კადრიც...
5. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
21 ნოემბერი, 2013
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
21 ნოემბერი, 2013
4. სარკისებური ლექსია ესეც, პროფილივით... სულ მიღმა სურათებს ირეკლავს თქვენი ლექსები: ქუჩაა, ქარია, სახლი თუ კარი... თან ისე , რომ საკუთარი პროფილი გეგონება.
ამინდი მიყვარს თქვენთან, ამინდი. მადლობა... სარკისებური ლექსია ესეც, პროფილივით... სულ მიღმა სურათებს ირეკლავს თქვენი ლექსები: ქუჩაა, ქარია, სახლი თუ კარი... თან ისე , რომ საკუთარი პროფილი გეგონება.
ამინდი მიყვარს თქვენთან, ამინდი. მადლობა...
3. ამ ლექსზე კომენტარი რომ დამეწერა, მხოლოდ იმიტომ შემოვედი. კიდევ კარგი, ბოლოს მაინც რომ მივხვდი, რომ: დადუმდი და გაიარე. 5! ამ ლექსზე კომენტარი რომ დამეწერა, მხოლოდ იმიტომ შემოვედი. კიდევ კარგი, ბოლოს მაინც რომ მივხვდი, რომ: დადუმდი და გაიარე. 5!
2. დაბნელდა, აზრზე ვარ, თუმც, არაფხიზელზე, დატოვე სურნელი ჭიქაზე პომადის. ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს...
უფ რა ძალიან მომეწონაააა. გაიხარეთ ქალბატონო თანანა. დაბნელდა, აზრზე ვარ, თუმც, არაფხიზელზე, დატოვე სურნელი ჭიქაზე პომადის. ისევ უშენობას თუ მოვიმიზეზებ, ქარმა ცხელ შუბლზე რომ ტუჩები მომადოს...
უფ რა ძალიან მომეწონაააა. გაიხარეთ ქალბატონო თანანა.
1. "ჭრიალებს ამინდი ძველ პატეფონივით. ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი, თვალში შემეჩხირა სარკიდან პროფილი... ფურცლები - მიყრილი ან უფრო მოყრილი სახეში, ლექსებმა თავს ხელი აიღეს."
+ + + არა რა, ვგიჟდები ამ გვერდზე, სიცხიან შუბლზე ცივი ტილოს რომ დაგადებენ და აზრზე რომ მოხვალ, ის მემართება თანანას ლექსებზე.
მადლობა თქვენ და ერთი ნატვრა მაქვს ნეტავ დალევა და დათრობა შემეძლოს... შედარებით ადვილი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. "ჭრიალებს ამინდი ძველ პატეფონივით. ჩემს შიშველ აზრებს რომ შენს ფიქრებს აცმევდი, თვალში შემეჩხირა სარკიდან პროფილი... ფურცლები - მიყრილი ან უფრო მოყრილი სახეში, ლექსებმა თავს ხელი აიღეს."
+ + + არა რა, ვგიჟდები ამ გვერდზე, სიცხიან შუბლზე ცივი ტილოს რომ დაგადებენ და აზრზე რომ მოხვალ, ის მემართება თანანას ლექსებზე.
მადლობა თქვენ და ერთი ნატვრა მაქვს ნეტავ დალევა და დათრობა შემეძლოს... შედარებით ადვილი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|