ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო_93
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2013


უნიჭო პოეტი

გალოთდა ყველა.
მთვრალი ადამიანები აღარ ფხიზლდებიან.
წევს ნაბახუსევი საქართველო ლოთი ქართველების სადღეგრძელოებში.
ერთი უნიჭო პოეტი ზის და წერს უნიჭო ლექსებს.
მხოლოდ ის არაა მთვრალი.

დაბრმავდა ყველა.
ბრმა ადამიანები ვეღარც საკუთარ თავს ხედავენ, ვეღარც ერთმანეთს და ვეღარც ზრუნვამოკლებულ ქვეყანას. დადიან უჯოხოდ, უმისამართოდ. ერთმანეთის ხელებსაც ვერ პოულობენ, რომ ჩაჰკიდონ.
ერთი უნიჭო პოეტი ზის და წერს უნიჭო ლექსებს. ის ხედავს ყველაფერს.
მხოლოდ ის არ დაბრმავებულა.

დაყრუვდა ყველა.
ყრუ ადამიანები საუბრობენ გაუგებრად, გაუგებარ ენაზე და ვერ იგებენ ერთმანეთის საუბარს, არ ესმით ერთმანეთის.
უნიჭო პოეტი ისმენს ამ ყველაფერს და წერს უნიჭო ლექსებს.
მხოლოდ მას დარჩა სმენა.

დამუნჯდა ყველა.
მუნჯ ადამიანებს ბორკილები დაადეს და აწამებენ. ისინი ითმენენ წამებას, რადგან დამუნჯებული, დაყრუებული, დაბრმავებული და მთვრალი ხალხი ხმას ვერ იღებს, ვერ საუბრობს, ვერ რეაგირებს.
უნიჭო პოეტი ამთავრებს ლექსების წერას და ცდილობს მათ გადარჩენას. ალაპარაკდა და ამოქმედდა.
მხოლოდ მას შემორჩა ლაპარაკის უნარი.

უნიჭო პოეტი მოკლეს. მხოლოდ იმიტომ, რომ უნიჭო იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები