ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2013


ანატომია

ანატომია

გადაჭიმე ჩემი სული შენს პალიტრაზე,
ყოფის შხამ-თაფლში ჩაწებულ ყალმით რომ ხატავ.
გადამფრენი ჩიტებივით მიგვატოვა
ყველა ფრთოსანმა.
ბაღლინჯოები გვისხედან ირგვლივ,
თითო ისარს არავინ დაგვამადლის
ავტოგრაფად სარკეზე გულის.
აუხდენელი სურვილები ვერ უძლებენ
ყინვიან ქარებს,
როგორც ლტოლვილი, უსასოო
ბავშვები ღამით, ჭუბერის გზაზე შეყენებული.
დრო მარბიელი სულ ნაწილ-ნაწილ
აქუცმაცებს ლოდინის წამებს,
სუნთქვას რომ იკრავს
დავიწროებულ საყელოსავით.
სქესთა ბრძოლა კორიდაზე გასულ
მორკინალთა შეჭიდებაზე მწვავეა უფრო.
მინდა ჩაგისუნთქო, რომ მერე
ვეღარ დასხლტე ჩემი სუნთქვიდან.
მინდა, შენი სისათუთე
დავფლა ჩემს ძვლებში,
შიშით იმისი,
მერე ყვავილად არ ამოიყარო,
უმალ ვინმემ არ შეგაწყვიტოს.
შენს სალუქ წელზე,
ნეკნები რომ მიიწევს მაღლა,
ისე მაღლდება ჩემი სუნთქვის ამპლიტუდები.
რადგან ქალი ხარ, შენგან ყოველი უარყოფით
ჩემი ვნებებზე გამარჯვება
შენს აუღებელ ციხეებზე
ალამდაშვებულ დამარცხებად
მიქციე უმალ.
ახლა შორსა ვარ,
მირიადი კოლომეტრით
დასახლებულ სხვა პლანეტაზე.
კომეტების ესკორტით ჩამოვაზავთებ,
ჩემი ტვინის თხემიდან გულამდე,
გულიდან ფეხის თითებამდე,
ჩემი სხეულის ანატომიით
აყმუვლებულ უშენობას!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები