ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: jaden
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2013


შიში

სულ მეშინია, რომ მოვკვდები.

მეშინია,რომ უცებ გული გამიჩერდება-
თითქოს ვიღაცამ შემოაღო ოთახის კარი,
ნათურასავით უბრალოდ და მარჯვედ გამომრთო.
ყველა შეხვედრა რომ არის ბოლო
და ვეღარ გნახავ ამაზე მეტად.

ან შენ მოკვდები. სულ მეშინია.

რომ ერთხელაც, ჩვეულებრივ სახლიდან გახვალ
და უკან აღარ დაბრუნდაო, მერე იტყვიან.
ქალაქს სევდიან წარწერებით ააჭრელებენ-
თითქოს დილიდან ბერიკაცმა ჩამოიარა
და თეთრი კირი ჩამოუსვა ხეებს ჯვრებივით.

შენ კი გგონია-
თუ ვხმაურობ,
მიწისქვეშ უნდა ქუჩასავით გადამიარო.
შენ ალბათ ფიქრობ-
თუ ვხმაურობ,
კარს მიხურავ და ყველაფერი კარგად იქნება.



...

წასვლა


განა რა უნდა მომხდარიყო-

ხეები მოკვდნენ, მოკვდნენ ხეები, ხეები მოკვდნენ.
ხეები წელში გადატყდნენ და დახარეს თავი.
ტოტები ახლა ქარისაგან გაფანტულ ფოთლებს,
გაჰყურებენ და ყველა ფერი ელვარებს შავად.

შავად ელვარებს ყველა ჩრდილი დამრეცილ გზაზე,
მიწა ბელტებად ამოიმტვრევს გადაღლილ სხეულს,
როგორც ომის დროს დატოვებულ ერთადერთ მძევალს,
მომკლავენ უცებ და დამრჩება თვალები ღიად.

განა ვინ უნდა წასულიყო-

ამაზე მეტი, მეტი სხვაზე და შენზე მეტი,
განა რა უნდა მომხდარიყო - არც წვიმა ცრიდა...
ხეები მოკვდნენ და მოხარეს გამხდარი მხრები
და მზე კუპრივით ჩაიღვარა მეწამულ ცაზე.

...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები