ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 ნოემბერი, 2013


"ქარი ქრის" ჩემს მიერ დანახული ვერსია

                        ქ-არი ქრის(ტე)

ქ-არი ქრის-, ქ-არი ქრის-, ქ-არი ქრის-,
მლოცველნი მიდიან გზადაგზა...       
კაცთა რიგს, ხალხთა ჯარს რკალად ხრის,
სადა* Ⴤარ, სადა Ⴤარ, სადა Ⴤარ!..       
გულში წვიმს, სული კრთის, სული კრთის,
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან....   
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შენი მე სახება ცრემლებს მგვრის....  **
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის!.. 


სადა* - ნიშნავს უბრალოს აგრეთვე თავისთავად უბრალო ნიშნავს ბრალი რომ არ აქვს.
**გალაკტიონის ხელნაწერში ვნახე ეს , რომელიც არ არის შესული ლექსის საბოლოო ვერსიაში. ერთერთი დასტური ჩემი ვერსიისა.

ძალზედ საინტერესოა ფრაზაა "შენი მე სახება..."
თავისუფლად შეეძლო ავტორს დაეწერა "მე შენი სახება" რითაც არც რითმი არც ჟღერადობა შეიცვლებოდა ლექსის. და ასეც მოიქცეოდა რომ მხოლოდ ფიზიკურ არსებაზე იყოს საუბარი.
მაგალითად:
სწორი გამოთქმაა - მე შენი სახე(ბა) (მენატრება, მაგონდება, მხიბლავს....)
და არა "შენი მე სახე(ბა)"
მაგრამ ავტორმა შეგნებულად შეუცვალა ადგილი და მისცა მას მინიშნება და მისტიური მნიშვნელობა რითაც მოგვცა საშუალება წაგვეკითხა ორმნიშვნელოვნად
"შენი მე სახება..." "შენი მესახება"
მესახება - დასახვა, გამოსახვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები