ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: საბავშვო
28 ნოემბერი, 2013


####

            ბებო მართა

ბუხართან ზის ბებო მართა,
მის ფეხებთან ფისუნია კნავის,
ენატრება შვილიშვილი
და ქალაქში ჩააკითხოს ლამის.
აქ ზამთარი -თეთრი დათვი,
ცივია და ბრდღვინავს,
ქალაქში კი თბილ ლოგინში,
მის ნუციკოს სძინავს.
ზის და ნაღვლობს ბებო მართა,
ვერ ერევა ფიქრებს,
თითისტარით თეთრ მატყლს ართავს
და მოუქსოვს პაწაწინას წინდებს.

   
  ნუციკო სოფელში

დღეს სოფელში მიყავს ბებოს,
პაწაწინა ნუციკო,
დაახვედრებს თბილ ბუხართან
ფისუნია ცუციკოს.
სოფელს თეთრი თოვლი ფარავს,
უხარია გოგონას,
ხედავს მთიდან რა ლამაზი,
თოვლის გუნდა მოგორავს.
ჟრიამულით შეეგებნენ
სოფლის გოგო-ბიჭები,
გაეხარდათ მეგობარი
დააკრიჭეს კიჭები.
იხტუნეს და ითამაშეს
მოეყინათ თითები,
ნუციკოს კი სახლში ბებომ
დაახვედრა წინდები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები