| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა 13 დეკემბერი, 2013 |
დაბადებიდანვე რა უნდა გამეფუჭებინა. დავიბადე და ეგაა. თუმცა, თურმე ჭიპლარი არ მიხორცდებოდა და კი ნერვიულობდა დედაჩემი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარაო ... ვიზრდებოდი და მეტისმეტად ჭკვიანი და უპრეტენზიო ბავშვი ვიყავი. ნადუღი და ტომატი ერთად რომ ეჭმია დედაჩემს, ხმას არ გავიღებდი, შევჭამდი და დავიძინებდი. გათენდებოდა, ვდგებოდი და დაღამდებოდა, ვიძინებდი. ფეხსაცმელიც კი არ დამიხევია არასდროს, ყოველთვის თვითონ მიპატარავდებოდა... მოკლედ გოგონა----წესრიგის ეტალონი, დიდი ბაფთით და გრძელი ნაწნავით...
სკოლა ისე დავამთავრე, ერთი დღეც არ გამიცდენია, სიცხიანიც კი დავდიოდი და წუთი რაა, წუთი, ისიც არ დამიგვიანია. დიდი ნაწნავები მქონდა მეთქი.. მქონდა რა...თმა მოგეხსენებათ, თავისით იზრდება, თუ არ შეიჭრი... ერთხელაც ვერ გავბედე, რომ მშობლებისთვის თმის შესაჭრელად ნებართვა და ფული მეთხოვა...
სკოლის მერე დედამ სადაც მირჩია, იქ ჩავაბარე და უნივერსიტეტი დავამთავრე
შეყვარებულიც არასდროს მყოლია. არავის ვიახლოვებდი და ვერც ვბედავდი, ვინმე შემყვარებოდა. ერთ დღეს ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი და ათი დღის მერე პირდაპირ ცოლობა რომ მთხოვა, შემრცხვა , უარი მეთქვა, როდესმე (!) მაინც ხომ უნდა გავთხოვდე მეთქი და ცოლად გავყევი.
უკვე ოცდაათს გადავცილდი (ოცდათხუთმეტსაც) და ჯერ არაფერი გამიფუჭებია. არადა, როგორ მინდა, მეც გავაკეთო რამე სისულელე და გული მოვიოხო, რამე სისულელე, თუნდაც სულ მცირე. როცა მინდა, რომ საჭმელი უგემური გამოვიდეს და ამის გამო მაინც შემამჩნიოს ვინმემ , სწორედ მაშინ გამოდის განსაკუთრებულად გემრიელი და არავინ არაფერს მეუბნება.
ერთხელ გადავწყვიტე, კაბა მეყიდა ცოტა სხვანაირი. ცოტა ვულგარული, ცოტა შეხსნილი და ცოტა სექსუალური . ყიდვით კი ვიყიდე, მაგრამ როცა ჩაცმის დრო მოვიდა, ისე მოვიფუთე, ათასნაირი თავსაფრით და მოსართავით, ოთხმოცი წლის დედაბერს ვგავდი...
მერე ვიფიქრე, ვინმეს გავიცნობ და ქმარს ვუღალატებ მეთქი. გავიცანი ერთი ადამიანი, დამპატიჟა და რომ მეგონა, ახლა რამეს ჩემთვის სასიკეთოს შემომთავაზებს მეთქი, შვილის მომზადება შემომთავაზა. მეც უარი ვერ ვუთხარი და უფასოდ ვამეცადინე მთელი წელი.
მომბეზრდა ასეთი მოწესრიგებული ცხოვრება...
ახლა საპარიკმახეროში მივდივარ , ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო და თმა გადავიხოტრო...ნულზე...
13 დეკემბერი 2013 წელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ძალიან მომეწონა. ზუსტი ფსიქოტიპია. ქართული რეალობისათვის ნაცნობი. არამხოლოდ ქართულისთვის. 5 ძალიან მომეწონა. ზუსტი ფსიქოტიპია. ქართული რეალობისათვის ნაცნობი. არამხოლოდ ქართულისთვის. 5
29. ,,ერთ დღეს ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი და ათი დღის მერე პირდაპირ ცოლობა რომ მთხოვა, შემრცხვა , უარი მეთქვა, როდესმე (!) მაინც ხომ უნდა გავთხოვდე მეთქი და ცოლად გავყევი." :D :D :D :D ++ ,,ერთ დღეს ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი და ათი დღის მერე პირდაპირ ცოლობა რომ მთხოვა, შემრცხვა , უარი მეთქვა, როდესმე (!) მაინც ხომ უნდა გავთხოვდე მეთქი და ცოლად გავყევი." :D :D :D :D ++
28. ჯაფარა77, ჯერჯერობით ნერვები წესრიგში მაქვს:DDD ჯაფარა77, ჯერჯერობით ნერვები წესრიგში მაქვს:DDD
27. ეს პროზა კი არა იუმორისტულში უნდა იდოს და ყველა დროის ლიდერად ფიქსირდებოდეს :D :D :D
მერე ვიფიქრე, ვინმეს გავიცნობ და ქმარს ვუღალატებ მეთქი. გავიცანი ერთი ადამიანი, დამპატიჟა და რომ მეგონა, ახლა რამეს ჩემთვის სასიკეთოს შემომთავაზებს მეთქი, შვილის მომზადება შემომთავაზა. მეც უარი ვერ ვუთხარი და უფასოდ ვამეცადინე მთელი წელი.
აქ გადავბჟირდი. მაგარია... და მე ვფიქრობ რომ აქ რაც წერია თუ სიმართლეა და ფსიქიატრიულში ჯერ არ მოხვედრილხარ, თავისუფლად შეიძლება რკინის ლედი გეწოდოს, იმდენი ადამიანის ექსპლუატაციისათვის გაგიძლია.
დროა უკვე იპოვო თავი, თორე შედეგების პროგნოზი ძალიან ცუდი მაქვს :D :D :D ეს პროზა კი არა იუმორისტულში უნდა იდოს და ყველა დროის ლიდერად ფიქსირდებოდეს :D :D :D
მერე ვიფიქრე, ვინმეს გავიცნობ და ქმარს ვუღალატებ მეთქი. გავიცანი ერთი ადამიანი, დამპატიჟა და რომ მეგონა, ახლა რამეს ჩემთვის სასიკეთოს შემომთავაზებს მეთქი, შვილის მომზადება შემომთავაზა. მეც უარი ვერ ვუთხარი და უფასოდ ვამეცადინე მთელი წელი.
აქ გადავბჟირდი. მაგარია... და მე ვფიქრობ რომ აქ რაც წერია თუ სიმართლეა და ფსიქიატრიულში ჯერ არ მოხვედრილხარ, თავისუფლად შეიძლება რკინის ლედი გეწოდოს, იმდენი ადამიანის ექსპლუატაციისათვის გაგიძლია.
დროა უკვე იპოვო თავი, თორე შედეგების პროგნოზი ძალიან ცუდი მაქვს :D :D :D
26. ვაიმე, მარი, რა საყვარელი ხააარ!!!!!!!!!!!!!!! <3 ძალიან მომეწონა!!!! არაჩვეულებრივია :) ვაიმე, მარი, რა საყვარელი ხააარ!!!!!!!!!!!!!!! <3 ძალიან მომეწონა!!!! არაჩვეულებრივია :)
24. მადლობა ყველას, ვინც პერსონაჟის ბედით დაინტერესდა :D
მადლობა ყველას, ვინც პერსონაჟის ბედით დაინტერესდა :D
23. მარრრრრრრ ეს რა ამბავია ჰა:D:D:Dაწიი რქები დაადგი!!!!!!!!!!ნაკლებად შესამჩნევია:D:D:D:D: მარრრრრრრ ეს რა ამბავია ჰა:D:D:Dაწიი რქები დაადგი!!!!!!!!!!ნაკლებად შესამჩნევია:D:D:D:D:
22. პოსტსაპარიკმახეროული ფოტო დაიდოს ილუსტრაციებში თორე არ გვჯერა : ) პოსტსაპარიკმახეროული ფოტო დაიდოს ილუსტრაციებში თორე არ გვჯერა : )
21. ა, ბატონო, ხომ ვითომ არაფერი? და რა კარგია! ესაა ოსტატობა, სხვა კი არაფერი... ა, ბატონო, ხომ ვითომ არაფერი? და რა კარგია! ესაა ოსტატობა, სხვა კი არაფერი...
20. აბა შენ იცი, გადაიხოტრე. ქმრის ღალატს ნამდვილად ჯობია! :)) ლუტეცია. 2013-12-14 20:40:58
ლუტეცია, ჯერ თმის გადახოტვრიდან დაიწყო :) :) :))) აბა შენ იცი, გადაიხოტრე. ქმრის ღალატს ნამდვილად ჯობია! :)) ლუტეცია. 2013-12-14 20:40:58
ლუტეცია, ჯერ თმის გადახოტვრიდან დაიწყო :) :) :)))
19. აბა შენ იცი, გადაიხოტრე. ქმრის ღალატს ნამდვილად ჯობია! :)) აბა შენ იცი, გადაიხოტრე. ქმრის ღალატს ნამდვილად ჯობია! :))
18. მოწესრიგებულ გოგოს მოწესრიგებული +++++:) მოწესრიგებულ გოგოს მოწესრიგებული +++++:)
17. მე კი ყოველთვის "არაჩვეულებრივი" და "უცნაური" ვიყავი... მშურს ეგეთი ქალების ვინც "არაფერს აფუჭებენ"... +2 :) მე კი ყოველთვის "არაჩვეულებრივი" და "უცნაური" ვიყავი... მშურს ეგეთი ქალების ვინც "არაფერს აფუჭებენ"... +2 :)
16. ძალიან კარგია. 5 ძალიან კარგია. 5
15. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და გვერდში დამიდგა :DDDD მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და გვერდში დამიდგა :DDDD
13. მომეწონა! მშვენიერი პროზაა. თუმცა " თმა უნდა გადავიხოტრო ნულზე" ეს ფრაზა ფსიქოპატი (მხილოდ მდედრობითი სქესის) ქალების ერთ-ერთი მეთოდია დეპრესიიდან გამოსასვლელად და მგონი ბავშვობის ოცნებასთან არ უნდა ქონდეს საერთო.
მომეწონა! მშვენიერი პროზაა. თუმცა " თმა უნდა გადავიხოტრო ნულზე" ეს ფრაზა ფსიქოპატი (მხილოდ მდედრობითი სქესის) ქალების ერთ-ერთი მეთოდია დეპრესიიდან გამოსასვლელად და მგონი ბავშვობის ოცნებასთან არ უნდა ქონდეს საერთო.
12. ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ბუდულა ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
11. _თმა მაქვს შესაჭრელი. _მე გრძელი თმა მიყვარს. _თმა ჩემია შენი ხომ არა? _არ შეიჭრი მეთქი. _მცვივა და პროფილაკტიკისთვის. _პროფილაქტიკისთვის უნდა გადაიპარსო. საღამოს ბრიტვით გადაპარსული დავხვდი, ახლა არასდროს მჭირდება მისი ნებართვა.
ასეთი იოლი ასასრულებელი ოცნება თუ გაქვს უნდა აისრულო. ++ _თმა მაქვს შესაჭრელი. _მე გრძელი თმა მიყვარს. _თმა ჩემია შენი ხომ არა? _არ შეიჭრი მეთქი. _მცვივა და პროფილაკტიკისთვის. _პროფილაქტიკისთვის უნდა გადაიპარსო. საღამოს ბრიტვით გადაპარსული დავხვდი, ახლა არასდროს მჭირდება მისი ნებართვა.
ასეთი იოლი ასასრულებელი ოცნება თუ გაქვს უნდა აისრულო. ++
10. იდეაში, ფინალი კარგი იყო
აი, ორგანულად ვერ ვიტან ასეთებს =) იდეაში, ფინალი კარგი იყო
აი, ორგანულად ვერ ვიტან ასეთებს =)
9. ამ სიცივეში??? მგონი გადავიფიქრე... ახლა რამე ზამთრის სისულელეს მოვიფიქრებ:DDდ ამ სიცივეში??? მგონი გადავიფიქრე... ახლა რამე ზამთრის სისულელეს მოვიფიქრებ:DDდ
8. გადარჩენილხართ აბა:);) გადარჩენილხართ აბა:);)
7. არა , ორლარნახევარი მაქვს:DDD არა , ორლარნახევარი მაქვს:DDD
6. პარიკმახერმაც ბავშვის მომზადება თუ არ მოგთხოვა:):):) პარიკმახერმაც ბავშვის მომზადება თუ არ მოგთხოვა:):):)
5. კარგი ხარ მარი! კარგი ხარ მარი!
4. :DDDDDDDDDDDDDDDDDD :DDDDDDDDDDDDDDDDDD
3. ოხ, მარი!!!!!!!!!!!!!!
მოეწონა არტეს!5++ეს შენ.
ყველაფერი წესრიგში როცა არის და დალაგებული--საშინელი სიცარიელეა.მაშინ,როცა გულს უნდა სიგიჟE,გრძნობებს- სივრცე.დიახაც!სისულეც უნდა ჩაიდინო,შეცდომაც დაუშვა(გამოუსწერებელი რათქმაუნდა არა:D:D:)ჩემი უსაყვარლესი ფილმიდანაა(სამსახურეობრივი რომანი)--მე ისეთი ხელშეუხებელი რეპუტაცია მაქვსო,რომ დროა იგი შეილახოსო:D:D:D: კაი ხარ მარი, კაი!:*
ოხ, მარი!!!!!!!!!!!!!!
მოეწონა არტეს!5++ეს შენ.
ყველაფერი წესრიგში როცა არის და დალაგებული--საშინელი სიცარიელეა.მაშინ,როცა გულს უნდა სიგიჟE,გრძნობებს- სივრცე.დიახაც!სისულეც უნდა ჩაიდინო,შეცდომაც დაუშვა(გამოუსწერებელი რათქმაუნდა არა:D:D:)ჩემი უსაყვარლესი ფილმიდანაა(სამსახურეობრივი რომანი)--მე ისეთი ხელშეუხებელი რეპუტაცია მაქვსო,რომ დროა იგი შეილახოსო:D:D:D: კაი ხარ მარი, კაი!:*
2. პასუხი შენც იცი:დდდდ პასუხი შენც იცი:დდდდ
1. უმაგრესია ++++5
იცი რა კითხვაც მაქ :)))))))))))
უმაგრესია ++++5
იცი რა კითხვაც მაქ :)))))))))))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|