ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2013


ქართველობაა ძალიან რთული...

ქართველობაა ძალიან რთული...
ვენახის მოვლა მუხლზე დგომაა.
ვაზმა თუ იცის ვაზი რომ არის?!
ქარმა თუ იცის ქარი რომაა?

აჰა მიიღეთ შეტყობინება,
ქართველო ჰპოვე შენი მეობა,
სამი ანბანით ერო მო(რთულო)
უკვდავებაა მხოლოდ ძეობა.

ციურ ანბანით ნაზიარენო,
მარცხნიდან მარჯვნივ ან, ბან, გან-ია
ვინც კი შეძლებს და იქართველებს
უკანვე მადლით განი,ბანი,ან.

>>
მეტი რა გითხრათ რით გაგახაროთ,
თქვენც რომ არ გჯერათ ისე დიდი ხართ,
ყოველ დღე ხდება სასწაულები...
მაინც ვერ ხედავთ, მაინც მიდიხართ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები