ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

მე, შენ, ოცნება და ნოემბერი

როდესაც ნოემბრის 20–იან რიცხვებში,
შენ ზამთარს იგრძნობ და ცივ ღუმელს გახედავ–
იგრძენი ეგ სითბო, რომელიც გეძახის
და ნახავ, რომ ამოსუნთქვამდე დაგცხება!
თუ კი თავს წაქცეულ პაიკებს ადარებ,
ფარდა გადასწიე, შეხედე რა ხდება!
შემოუხვევია ნაძვს მწვანე კაშნე და
ატამი? ატამი საცაა გახმება
სიცივით... რას იზამ, ასეა სამყარო..
მაგრამ შენ რა იცი, რა ტანჯავს ნაძვის ხეს,
რომელიც  კაშნეს და სიმწვანეს არ ხარობს,
რომელსაც ოცნების უფლებაც არ მისცეს!
ზაფხულს მომლოდინე არ ხმება ალუჩა,
ატამიც ყვავილებს სატრფოსთვის ინახავს...
ყველა ხეს ცხრა თვეში შვილები გაუჩნდა.
ის– სათამაშოებს იშვილებს იანვარს...
შენ განვლილ ნოემბერს იწუნებ მართლა და
ჩივი, რომ ასეთი მკვდარი ვერ იცანი...
მე კი– მოთმინების ფიალა (მათლაფაც)
იმდენად ამევსო, რომ გამომიცვალეს...
ადრე მეც ველოდი ნოემბერს... დღეს ვამბობ,
რომ მასში ფერადი მხოლოდ ფოთლებია..
შენთან ოცნებების არის მყვირალობა,
მე კი  პეპლის ბადით  დავსდევ მათ წლებია...

ჰო, დავსდევ, კისკისით, ზემოთ და ქვემოთ და
დაე, დაილოცოს უფლის განაჩენი!
გაბმული ოცნება ან რა იქნებოდა..
მე რა მექნებოდა ან აქ დასარჩენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები