ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2013


ქაზიმ ქოიუნჯუს არდავიწყება

2005 წლის 26 ივნისს, სტამბოლის ცენტრში უჩვეულო პროცესია მიმდინარეობდა, გადაკეტილი იყო მთავარი მაგისტრალები. ათასობით ადამიანი ტაშს უკრავდა, ზოგი ემოციას ვერ იკავებდა, ბევრსაც გული მისდიოდა. მსგავსი მოვლენა აზიის უდიდეს მეგაპოლისს საუკუნეზე მეტია რაც არ ენახა, მით უფრო რომ პროცესიას მეგრული სიმღერა "დიდოუ ნანა“ მიჰყვებოდა...
იმ დღეს ათასობით ადამიანი ყველაზე ცნობილ ლაზ მომღერალს - 33 წლის
"ქაზიმ ქოიუნჯუს“ უკანასკნელ გზაზე მიაცილებდა ...


ქაზიმ ქოიუნჯუს არდავიწყება


იგი ლაზეთის ბულბული იყო,
ლაზური როკი მისით იწყება,
მან სიმღერებით კარი გაგვიღო,
ჩვენი ვალია არდავიწყება.
ის სიმღერისთვის იყო შობილი,
თუმც ნაადრევად ამაღლდა ცაში,
დიდებულ ლაზის - ჩვენი ძმობილის
შემოქმედებას ხანგრძლივი ტაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები