ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2013


ლექსები მერაბ კოსტავაზე

ქრისტესმიერ ძმებს-მერაბს და ზვიადს

აღსდექ მერაბ! აღსდექ ზვიად!
არ გაქვთ ძილის უფლება.
საფრთხეშია, სულს ძლივს ღაფავს
ერის თავისუფლება.
წამოდექით! გაგვიძეხით,
მტერს ხმლით გავუმასპინძლდეთ.
მწამს, მოიგებს საქართველო
ახალ-ახალ ასპინძებს.



მერაბ კოსტავას

თავგანწირვა შენც გხვდა წილად,
ხვედრი გასაშტერებელი!
საქართველოს შეეწირე,
როგორც აღმაშენებელი!



მერაბ!

რუსთაველზე გული ღელავს,
არ ცხრებიან ქარები.
მწუხრის ჟამსაც რეკენ მერაბ,
ქაშუეთის ზარები.
მაგრამ ვაი ასეთ რეკვას,
სულშიც უკვე გაწვიმდა.
აღარ ხარობს ჩვენში დეკა,
ძლივსღა სუნთქავს მთაწმინდა.
გაიხარებს მშობლის კერა,
თუ დავლახე მთა წმინდა.
მეც მივყვები შენს გზას მერაბ,
ქართველს სხვა რამ არც მინდა.


http://www.myvideo.ge/?video_id=2169140


მერაბ კოსტავას ანდერძი


სიცოცხლეში დავაფასოთ უნდა
ვინაც გადო სიყვარულის ხიდი.
ქართველებო! ერთად ვიყოთ მუდამ,
იმ გზას გავყვეთ, ტაძრისკენ რომ მიდის.






მერაბ კოსტავას ხმა აღსავლის კართან


როცა ვიდექი დახშულ სარკმელთან,
თავისუფლების მკლავდა წყურვილი.
მე შევეწირე ქართულ საქმეს და
მქონდა კიდევაც ამის სურვილი.
ჩვენი გზა გადის დიდგორის გზაზე,
მწამს: ესაა გზა გადარჩენისა.
ბედნიერების ავალთ მწვერვალზე,
მზეც გაბრწყინდება გამარჯვებისა.
არ დამივიწყო ჩემო მოკეთევ,
სულ მოიგონე შავლეგო შენი.
სანამ მარჯვენას ძირში მოგკვეთენ,
იბრძოლე ისე-მებრძოლს რომ შვენის.





მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ...


მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ,
თუმც გაყიდული მქვია ქართველი,
როცა ტაძარში გალობას ვისმენ,
მდუმარედ ვიწვი როგორც სანთელი.
წუთი - წუთს... თვე - თვეს... წელი - წელს მისდევს,
ბლომად დაგროვდა გულში ნაღველი,
მთელ საქართველოს ვავედრებ ქრისტეს,
ბევრი კარგის თუ ცუდის მნახველი.
მხურვალედ ვკოცნი ნაომარ მიწას,
გათანგული ვარ ტკივილით ერის,
და ვინაც წითლად შეღება რიწა -
მან ამიცრემლა თვალები მერის.
ეს ვეუბნები ყველა მოკეთეს:
ბევრი რამ დაგვრჩა კიდევ სათქმელი,
ცხუმის მოკვეთით მკლავი მომკვეთეს
და გამიბზარეს სულის სარკმელი.
მე მერაბის გზას ვადგავარ ისევ,
განაწამები მქვია ქართველი,
ქართულ ტაძარში გალობას ვისმენ,
ისევ ანთია ჩემი სანთელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები