ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
9 დეკემბერი, 2013


როგორ დავწეროთ პროზა?....

როგორ და ......კარგად.
ახლა დეტალებს ჩავუღრმავდეთ.
პროზა რომ დაწეროთ, სულაც არაა  აუცილებელი იყოთ პროზაიკოსი (ეს ტუტუცური სიტყვაა !) ამისთვის სრულიად საკმარისია კლავიატურა, სიგარეტი, საფერფლე , სიჩუმე და რამდენიმე წესი.
აი მაგალითად ასე....ვწერთ ....
""...ქალბატონო  შემდეგში  ჩაბრძანდებით?...  არა?..  მაშინ გამატარეთ .... რააა?... გამატარეთ მეთქი!... მე  სხვა არაფერი    მითქვამს...  თქვენ  ცოტა  ვერა ხართ რააა.....  გამატარე  ქალო !... რა ჩემი გადასახდელია  შენი კრიტიკული დღეები......""

ანდა ასე:

...""აქ როგორ მოხვდით ?...გზა დაგებნათ?...    ააააა .... დიახ , ეს დაკარგული ნივთების ქვეყანაა...  რა დაკარგეთ ?.. სიყვარული ?.. ოჰ,  რა საშინელებააა!....  სიყვარული ხომ ნივთი არ არის !.. აქ ვერ იპოვნით,  აი თუ მობილური, ქუდი ,ან ქოლგა დაკარგეთ , მაშინ ჰოოო .....""


ხედავთ?....სულაც არაა  ძნელი.
ახლა სხვა მაგალითებს მივხედოთ:



..აი სულ ეგ იყო , მერე წავედი და თავი ვურტყი კედლებს!.... მაგრამ კედლები იმ ქალივით უგულო უტყვი და ცივი იყო ....თანაც იმ ქალივით  შელესილ–შელამაზებული....... ეეჰ ....

ახლა ხომ ხვდებით რომ ეს სისულელეა?... ეს  პროზა არ  არის...


აბა რა არის?...მკითხავს მკითხველი.
მეც არ ვიცი... ვპასუხობ, ეს უბრალოდ  სისულელის აპოგეაა, ანუ როცა უყურებ რა ხდება გარშემო და იგნორირებას უკეთებ, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ტრანსფორმირდება შენს ქვენობიერში სულ სხვა ტექსტებად და ფაქტურებად.
აი , რა არის ყველაზე დიდი უბედურება!.

....როცა ხვდები რომ შენი მეზობელი  დიდი ფიზიკოსია, თან პრაქტიკოსი, როცა ის  ყრის თავის ფანჯრიდან  სიგარეტის ნამწვს, კარტოფილს, საფენებს, ყურმოტეხილ ჭიქას....რა შეიძლება ვიფიქროთ სხვა?...მას უყვარს თბილისიიი?...დიახ, მაგრამ ეს სიყვარული  უკანა პლანზე გადადის...მთავარია მსოფლიო მიზიდულობის კანონის კიდევ ერთხელ გადამოწმება!
და ის ამას აგრძელებს...თანაც, მე იმედი მაქვს რომ მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც გააგრძელებენ ამ დიდებულ ტრადიციას!
მთავარი  დამავიწყდა!  ეს  "ფიზიკოსი" ისეთი  პუტკუნაა რომ...ტიტანიკზე  რომ ყოფილიყო, გემი უმალ ჩაიძირებოდა და მუსიკოსები ვერ მოასწრებდნენ  დაკვრას....ვერც კაპიტანი მოასწრებდა ჩაბღაუჭებოდა შტურვალს...
ხო, დანარჩენიც სისულელეა. თემაც, პროზაც და......საერთოდ, საერთოდ თუ კარგად  დაფიქრდებით, დედამიწას და საზოგადოებას ისევ მამონტები მართავენ.
დიახ. მამონტები. მდედრობითი და მამრობითი სქესისა. ხოლო მოაზროვნეთა ადგილი არაა ამ პლანეტაზე.
ღმერთმა კი შეგვქმნა  და  მიგვატოვა!


.........................................................................................................................................................................................................


  P.S.  ელოი, ელოი ,ლამა საბაქთანი.............




ს.ნ. 2013







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები