ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2013


  ჩამოტვირთვა

შენ..

შენ ხარ ის ფეთქვა ჩემს გულს რომ უცემს
ჩუმი სიტყვა ხარ სათქმელზე მეტი.
შენ ხარ ნაწილი ჩემი ფიქრის და
თანამგზავრი ხარ ნაცნობი სევდის.
შენ ოცნება ხარ ნათელ ფერებში,
დაუსაბამო გზები ხარ ჩემში,
შენ უსასრულო დილა და ღამე,
შენ ხარ წყურვილის მოკვლაზე მეტი.
შენ მონატრება არა ხარ მხოლოდ,
შენ წუთისოფლის დღეების ბოდვა,
შენ გაზაფხულის იმ დღეებს გავხარ
მარტის ხასიათს, აპრილის ხალასს.
შენ აზარტი ხარ ჩემი სისუსტის
ჩემთვის ნასროლი ტყვია ხარ ალბათ,
შენ ფიქრნარევი ღამის გმირი და
შენ ჩემი წუთის წამებშიც მყავხარ.
შენ ხარ გრძნობების თამაშზე მეტი,
შენ სიყვარულის წამების ძალა,
უმისამართო ქუჩა ხარ ჩემი
და ჩემი აზრის პირველი ფრაზა.
შენ ბავშვობა ხარ ყველაზე წრფელი,
დაუვიწყარი სიცელქის ნატვრა,
შენ სინათლე ხარ ჩემი სიბნელის,
შენ! შენ - ოცნების კოშკი და ცა ხარ.
შენ ხმაური ხარ ყველაფრისმთქმელი,
შენ ამ დეკემბრის სითბოში განცდა,
შენ ჩემში თვე ხარ და წელზე მეტი,
შენ გაგარძელებას სიცოცხლის გავხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები