ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 დეკემბერი, 2013


ცოდნა და განათლება (გაკვეთილი მეექვსე)

ლევან ბერძენიშვილი:" ივანიშვილისთვის არჩევნებში 7%–ის აღება მაქსიმუმია"
6 ოქტომბერი, 2011, გაზეთი „რეზონანსი“.

ცოდნა და განათლება
(გაკვეთილი მეექვსე)


"ერთი წიგნი ერთი სანთელია და მანათობელი იმ განათებული გზისა, რომელსაც მკითხველი ჭეშმარიტებისკენ მიჰყავს. ათი ათასი წიგნი კი ათი ათასი სანთელი და ძლიერი ნაკადია სინათლის, რომელიც ხშირ შემთხვევებში აბრმავებს მკითხველს თუ მან თავდახრილმა დაბლა განათებული გზისკენ  მომზირალმა არ იარა.
ამიტომაც ხშირად ცოდნისაგან დაბრმავებულები არა მარტო
განათებულ-განათლების გზას სცდებიან, არამედ მის ბილიკსაც ვერ პოულობენ და საბოლოოდ ხრამისკენ მიიწევენ."
                                                                  /კ. ჭიჭინაძე/



ამ ყოველივედან გამომდინარე (ერთი სანთელ ანთებულს)  მიყრუებულ სოფელში მცხოვრებს მეტი ჭკუა მოეკითხება განათლების ბილიკისა, ვიდრე ზღვებ და ოკეანე გადმოლახულ მწიგნობრებს. თვით ბიბლიაშიც კი მწიგნობრების, ვაი მცოდნეების, ფარისევლების სიბრმავეზეა საუბარი, რომლებიც გზას აცდენილნი სხვებსაც მიუძღვებიან უფსკრულისკენ.
არასწორ ცოდნას უცოდინარობა ჯობია.
რაიმეს არ ცოდნა არ არის სირცხვილი.
ლოგიკურად თუ არ ცოდნა - არ ცოდვაა, მაშინ არცოდვა როგორ შეიძლება სირცხვილი იყოს?
სწორედაც არასწორი ცოდნაა ცოდვა და სირცხვილი, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებით.  ასეთი სავალალო მდგომარეობაა დღეს ყველა სფეროში: სამოქალაქო, პოლიტიკურში, ზოგად განათლებაში და თვით სასულიერო სექტორშიც კი.

ამა წინათ ერთმა გლეხმა ტელევიზორში თქვა მამალი ძროხაო და ნახევარი საქართველო სიცილით დაიხოცა მათ შორის მეც, მაგრამ არც ეგრე ყოფილა საქმე როგორც ორ წიგნ წაკითხულებს გვგონია.
როგორც გავარკვიე ძროხა ამ შინაური ცხოველის ზოგადი სახელია მასში მამრიც იგულისხმება და მდედრიც, როგორც მაგალითად ირემი, ხოლო
მამალს ეწოდება ხარირემი მდედრს ფურირემი.
საბოლოოდ ძროხა:
ხარი - მამალი ძროხა (ქართული ლექსიკონი)
კურო-ჴარი გამოუყვერავი (ქართული ლექსიკონი)
ფური - დედალი ძროხა (ქართული ლექსიკონი)
დეკეული - წლის ფური (ქართული ლექსიკონი)
ხბო - დაბადებიდან  გამოუზამთრებამდე ძროხა.
ბოჩოლა - გამოზამთერებული ძროხა (ქართული ლექსიკონი)

ასევეა ქათამი
სოფლად როცა ამბობენ საქათმე გახსენი და ქათმები გამოუშვიო იგულისხმება როგორც დედალი ასევე მამალი, როგორც ყვინჩილა ასევე ვარია .

რაც შეეხება ადამიანის ცოდნის რესურს, თუ გავითვალისწინებთ რომ ადამიანი მოკვდავია და მისი პროდუქტულობა საშუალოდ 30 -36 წლით შემოიფარგლება ამ შემთხვევაში ჩემი სამი ტერაბაიტი მეხსიერება, რომელიც მსოფლიო ბიბლიოთეკას იტევს უფრო ვარგისია საზოგადოებისთვის, (რადგანაც მისი უნაკლოდ გაცემა, გადაწერა, შენახვა, შეიძლება)  ვიდრე,
60 წელს მიტანებული დაბრმავებული ბიბლიოთეკის ბრძენი.

ვიღაც ნაკითხმა ქართველმა შეიძლება სიტყვა "იმანენტური" იცოდეს რას ნიშნავს, ხოლო ძალზედ მარტივი ჭეშმარიტება არა.
ამიტომ ნურავისზე ნუ გაიცინებთ თუ თქვენთვის ძალზედ მარტივი არ იცის, რადგანაც შეიძლება მანაც იცოდეს რაიმე რაზეც თქვენ წარმოდგენა არ გაგაჩნიათ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები