ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2013


მე ხომ შენ ოდესღაც...

მოდი და დამადე ხელები საგულეს,
თითებმა გაიგოს რა ძლიერ მიყვარხარ!
ქუჩაში მთრთოლვარე შეხედვა თვალების
და უფრო მშფოთვარე დღეების დანახვა.
ლოდინი ფიქრებით დაღლილი სავსებით
გრძნობების თამაშში მე ვეღარ ჩავერთე
უთქმელი სიტყვები თავს ისევ იჩენენ
მოდი და კვლავ გეტყვი რა ძლიერ დამტანჯე.
უშენო წამებით გასული თვეები
ოთახში სიჩუმით თავზე რომ მადგანან
ჩემებრ და შენსავით ვინ მოსთვლის რამდენჯერ
რამდენჯერ ღიმილით ჩამივლი ხანდახან.
არ მყოფნის სიტყვები, სულს ვეღარ მიწვდება,
გულს უცემს სიცოცხლის სულ ბოლო აკორდი
სიჩუმით ძნელია რომ ვინმემ შემატყოს
რა ძლიერ მჯეროდა, რა ძლიერ ვხარობდი.
დამტოვა ცხოვრებამ როლების გარეშე,
ამ სპექტაკლს თურმე მე არაფრით ვართობდი,
ცხოვრებამ დამტოვა მე მიზნის გარეშე
უჩემო ტრიუმფსაც ტაშით რომ ვამკობდი.
გზებს ისევ დაადგა ჩემსავით შორიდან,
ვიღაცის შავბნელი, ნაცნობი აჩრდილი,
აქაც ხომ გიცანი, აქაც ხომ მიყვარხარ,
აქაც ხომ ღიმილი, აქაც ხომ დავშორდით.
მე გრძნობას მივანდე ყველაფრის გარკვევა
იმავეს ავიტან ვისთვისაც ვიტანდი,
შენ გჩუქნი ამ გულის სულ ბოლო ფეთქვასაც
მე ხომ შენ ოდესღაც უზომოდ მიყვარდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები