ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: უწისქვილისქვო
ჟანრი: იუმორისტული
12 დეკემბერი, 2013


ერიჰააა

    ზვიადა შემხვდა პლეხანოვზე, ჩვენი, მარგიანი. მანქანის კარებს ეჯაჯგურებოდა ნერვიულად.
- რა გჭირს, მეთქი, გავიოცე.
- ადვოკატთან მაგვიანდება, კი მიყვარს, მაგრამ, ცოლს ვცილდები, პროცედურებს ვაგვარებო.
- რამე ფარცაგი ხომ არაა შენს თავს, დალაგებით მითხარი, გისმენთქო.
- სასტიკად მამცირებს. მეტის ატანა აღარ შემიძლიაო და განაგრძო: იმ დღეს, ბავშვს, სიცხე ჰქონდა და "კაკ რაზ", დედამისიც მოვიდა. (ექიმია) რა ვქნათ-მეთქი, დაფეთებული მივვარდი, (მე ხომ იცი, გიჟი მამა ვარ) ჯერ, ძმრიანი წინდები ვცადოთ, თუ არ უშველა, ნუროფენიც მივახმაროთო, ვაჟევნამ და ეგრევე დავეშვი კიბეებზე. იმან კიდე, კარებიდან მომაძახა - "ზომა არ შეგეშალოსო" და მთელი აფთიაქი მეკაიფებოდა, ფარმაცევტს, გოჯით რომ ვაჩვენე, ამხელა ზომის ფეხისთვის მინდა, ძმრიანი "ნასკები"თქო. ერთმა ჩათლახმა, ისიც მითხრა, ალბათ, ოთხი წლისაა ბავშვი და ბარემ, თერმომეტრიც წაუღე ასაკობრივიო...
  ამასწინებზე კიდე, სახლში ცხვრის ხორცი მივიტანე. დავუბარე, საღამოს ბიჭები ამოვალთ და რამე გემრიელი დაგვახვედრეთქო. სამსახურის მერე, მიშა, ბექა და თემურა ჩავისვი მანქანაში და გზიდან დავურეკე. პური ყველი და ეგეთები ჩვენ მოგვაქვს, რა ქვია საჭმელს, შენ რომ გვახვედრებთქო? ლამაზ თავსო და მემცხეთაა! ვიფიქრე, ამან ეხლა, ამოყარა თავისი ფოეფოე დაქალები და რაღაც ბლინჩიკები და სალათები იჩალიჩეს იმ ხორცით, სალათის ფურცლებით, ანანასით, თაფლით და ეგეთი ჭიჭობებით და ეგრევე "დავკრუგე" მანქანა. მთელი ღამე, არაგვის შესართავთან ვსვამდით "კალბასზე", პურზე, ყველზე და წიწმატზე. (კიდე კაი, ზაფხული იყო) მთელი ხუთი საათი მირეკავდა და "სპეცომ" არ ვიღებდი, ფაიზაღი გამომტყუებდა იმდენ ხალხში გინებას და "ვაბშე" გავუთიშე. დილას, ხაში რომ ვჭამეთ და დედის გინების სურვილი რომ გამიკვადრატდა ტვინში, მივადექი და აბა ქალო, ეხლა ჩამოაყალიბე, იმ შენი ლამაზი თავის რეცეპტი, მაგის ფონზე უნდა გაგინოთქო, გამიღიმა და... შტერო, რუსთაველის ეპოქაში, ბოზი, ლამაზის ეტიმოლოგია იყო, თურქ-სელჩუკთა ენაზე, კი, ბაში-თავია და მაგარი ბოზბაში მქონდა მზადო. ამაზე, სულ გადავირიე და საღამომდე ვსვამდით თენგოს დუქანში მე და კობა თეთრ ღვინოს და ბოზბაშს ვაყოლებდითო.
  დაამთავრა თხრობა. ღრმად ამოისუნთქა და მანქანის კარები დაუმშვიდობებლად მიიჯახუნა. არ მწყენია. მას ხომ, ადვოკატთან ეჩქარებოდა. მხოლოდ, ღიმილიანი მზერა გავაყოლე და ოციოდე მეტრით რომ გამშორდა, ჩემთვის ჩავილაპარაკე - ერიჰააა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები