ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2013


ლექსები ზღვისფერყანწელებზე

ზღვისფერყანწელებს


ჰეი, ზღვისფერყანწელებო!
გაუძელით დრო-ჟამს,
ახლა თქვენ გაბარიათ
პოეზიის დროშა.
როგორც ცისფერყანწელები
ამაყობდნენ გენით,
სწორედ ისე ამაყობს
კოლხიდელი თქვენით.
მთებს-აზიდულთ ცამდე
გადავლახავთ რწმენით,
კვლავაც გელაპარაკოთ
პოეზიის ენით.
გაუ ზღვისფერყანწელებს!
მწამს: გაუძლებთ დრო-ჟამს,
ახლა თქვენ გაბარიათ
პოეზიის დროშა.


თქვენ
(როინ აბუსელიძეს, ჰენრი დოლიძეს, გიორგი გაბაიძეს, აჩი ბერიძეს, სულხან წულუკიძეს, მინდია ცეცხლაძეს)


ძარღვებში რომ სისხლი გიჩქეფთ
მშობლიური სისხლია,
ბათუმიდან-თბილისამდე
რწმენის გზებით გივლიათ.
საქართველო ტაშს გიკრავთ და
მკერდში ძმურად გიხუტებთ:
მკერდთან ბებერ ტაოს იფხანთ,
გულში შატბერდს იხუტებთ!
თქვენი ლექსი ისეთია
ქვას გახეთქავს ბიჭებო,
სოხუმშიაც... გაგრაშიაც
ვიმღეროთ და ვიჭექოთ.
მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე,
მკერდში ძმურად გიხუტებთ:
მკერდთან ბებერ ტაოს იფხანთ,
გულში შატბერდს იხუტებთ!..
იმზიანეთ... იდღეგრძელეთ,
გაგვამდიდრეთ ლექსებით...
კიდევ ბევრჯერ დაგელოცოთ
საკუთარი ფესვები!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები