ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან ეული
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2013


მე ამ ცხოვრების!..

თითქოს ფოთლები ნაადრევად გასცვივდა ხეებს,
თითქოს ნაღველი და მწუხარება ერთად შემისვამს..
ვერ მოვალ შენთან, მე ვერ გაგითბობ გაყინულ ხელებს,
ვერ მოვალ შენთან.. ამისათვის ზეცა შემრისხავს..
არ ვარ პოეტი, ვერ გიძღვენი ლექსი, რითმები..
არ ვარ მდიდარი, საჩუქრით ვერ გაგანებივრე,
ვფიქრობდი, გულში დიად გრძნობას სანთლად გინთებდი,
ნაცვლად ამისა, შეხვედრაც კი განანებინე...
„სიყვარულისგან კვდებოდე ნიშნავს ცოცხლობდე მისით“..
დამაკარგვინე მოსვენება ღამით და დღისით..
როცა უშენოდ ვერა ვძლებდი, წავხედი იმ დროს..
მე ამ ცხოვრების დედა ვატირე! არავის ინდობს!
არც მე დამინდო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები