ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან ეული
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2013


რა ვუთხარ...

"რა ვუთხარ ჩემსა კაცობას,
აქამდე როგორ დავეცი?!
არცა სიკეთე ვამრავლე,
არც მოსაკითხი გავეცი...
რა ვუთხარ ჩემსა კაცობას,
სულ დამკარგვია ნამუსი!
მიმოვიმრავლე ცოდვანი,
გულში ვახარე კაკტუსი...
რა ვუთხარ ჩემსა კაცობას,
ვერ ვაკონტროლებ ქცევასა!
თვალთ დაბრმავება მიქადის
- მე ღორად გადაქცევასა...
რა ვუთხარ ჩემსა კაცობას,
კაცი კი მქვია ნამდვილად?!
აღარ ვვარგივარ, დავჟანგდი,
მტერმა დამჯაბნა ადვილად...
ვერ ამოვდივარ ცოდვიდან,
ძალა არ შემწევს ამისა.
ნუგეშად შემომრჩენია -
გულმოწყალება მამისა...
- მოიღე მადლი ჩემზედა,
თვალშეუდგამო ნათელო,
ნუ მიმატოვებ დაცემულს,
ბოროტმა რომ არ გამთელოს!.."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები