| ავტორი: ბერი18 ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2013 |
კვლავ დაძაბულობაა კახეთი ქვემო ქართლის რეგოინალური საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ამ წუთებში ადგილზე იმყოფება - ნონა, ჩვენ მაყურებლებს აინტერესებთ რა მდგომარეობაა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე? - ამ წუთებში, დაპირისპირებული მხარეები მოსალაპარაკებლად გავიდნენ, თუმცა გუშინ საღამოს მოხდა დაპირისპირება კახეთის მხრიდან ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვემო ქართლის სამართალ დამცავებს შორის, რის შედეგად კახელების მხრიდან ერთი მსუბუქადაა დაზიანებული ხოლო სამართალდამცავების მხრიდან სამი. კახელები კვლავ აპროტესტებენ ქვემო ქართლის მხრიდან რეგიონალური სასაზღვრო ხაზის გადმოწევას.
ქალბატონი მარო უშუალო თვით მხილველი, გიამბობთ გუშინდელი საღამოს ინციდენტს. ქალბატონო მარო რა მოხდა გუშინ! - დილითა ქა, ძროხა მივაბი ი მაგ პანტა ვაშლისა ხეზედა დიდი თოკითა. საღამოთი მივედი და საზღვრის იქითა მხარეს არ არის? ხო და საზღვრისა დარღვევისთვისო ადილობრივი ჯარიმა არისო, უკანონოდ ქვემო ქართლის ბალახი მოძოვაო. დილით ჩვენკენა თუ დავაბი საღამოს ხიანად გადაკვეთა საზღვარი? ეგენი ერთი გოჯი მიწითვინა ძმა ძმაი კლავენ და ჩვენ შეგვარჩენენ რამეს... ეგი ჩვენი რეგიონის მმართველი კი წამოწოლილია მხართეძოზე და შირვანებსა ითვლის. - არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფლების ინსტიტუტები აპროტესტებენ მომხდარს და ყოველივეში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ. გთხოვთ... - არ მოხდა დროულად რეგიონალური სადემარკაციო ხაზის დადგენა რასაც ხელისუფლების უუნარობაში და მის გულგრილობაში გამოიხატება. დროულად უნდა დადგინდეს სასაზღვრო ზოლები და გაიხსნას საბაჟო გამშვები პუნქტი რაც თავიდან აგვაცილებს ყოველგვარ გაუგებრობას. - ევროპელი დიპლომატებიც შეშფოთებას გამოთქვამენ გუშინდელ ინციდენტის გამო და გმობენ ძალადობას.
-გმადლობთ ნონა ეხლა თბილისს დავუბრუნდეთ. გუშინნ საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობა აუქციონის წესით 33 მილიონად გაიყიდა, მყიდველის ვინაობა უცნობია თუმცა, ჩვენმა ჯგუფმა ისიც გაარკვია. ნახეთ სიუჟეტი.
უცნობმა თურქმა მეცენატმა 33 მილიონად შეიძინა ყოფილი პარლამენტის შენობა და გადასცა იგი საჩუქრად მსოფლიო ისლამური ორგანიზაციის ქართულ სათვისტომოს. ჩვენ მოვძებნეთ ორგანიზაციის თავჯდომარე და გავესაუბრეთ მას. - ბატონო ალიბეგ, რა მიზნებს ისახავს ორგანიზაცია, როდესაც ასე საკმაოდ მოზრდილ შენობაში გადადის? - მოგეხსენებათ საქართველო კავკასიის ცენტრია და ძლიერი ისლამური ორგანიზაცია საჭიროა, როგრც ქართველებისთვის ასევე მეზობელი მოსაზღვრე ქვეყნის მოქალაქეებისათვის. მისი პოპულარიზაცია და ქართველებისთვის გაცნობა ერთერთი ძირითადი მიმართულებაა. რაც შეეხება ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალს. ის გადავა შიდა უკანა ეზოში რაც უფრო დაცული იქნება მზისგან და წვიმისაგან.
მოსახლეობასაც გავესაუბრეთ, თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. - რა აზრის ხართ რუსთაველზე ისლამური ცენტრის გახსნაზე? - დადებითი, ვფიქრობ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროპას, რაც მისი რელიგიურ შემწყნარებლობაში გამოიხატა. (თავისუფლების ინსტიტუტი) - კვლავ აპროტესტებენ ისლამური რეგიონალური ცენტრის გახსნას ქართველი პატრიოტები. ჩვენ მის ერთ ერთ ლიდერს გავესაუბრეთ. - ეს გახლავთ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიღებული კრიმინალური გარიგება. ჩვენ მოვითხოვთ ბათილად იყოს ცნობილი აუქციონის შედეგები და კვლავ მოვითხოვთ მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად. - კიდევ რამდენიმე რესპოდენტს გავესაუბრეთ (ორი სტუდენტი გოგო) უკაცრავად გოგონებო თქვენ რას ფიქრობთ ისლამური ცენტრის გახსნაზე? - ვერაფერს გეტყვით, აზრი არ მაქვს. - ცხრა აპრილის მემორიალის გადატანაზე? - არ ვიცი... , რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება? - უკაცრავად, ქალაქის ცენტრში ბაღში სექსუალური კავშირის დამყარება მისაღებია მორალური თვალსაზრისით? - არ ვიცი... , მე თუ არ მეხება, და სურვილი აქვთ დაამყარონ ადამიანი თავისუფალია არჩევანში.. - თქვენ რას იტყვით გოგონი (მეორეს მიმართავს) -თუ ძაღლებს აქვს უფლება დაამყაროს სექსუალური კავშირი და არავინ კიცხავს , ადამიანს რატომ არ აქვს. ძაღლს მეტი უფლებები უნდა ქონდეს? -და ბოლო კითხვა თურქი მესხების რეპატრიაციაზე რა აზრის ხართ? - აზრი არ მაქვს.. -თქვენ?(მეორეს) -რატომაც არა ჩამოვიდნენ, დედაჩემი იქით თურქეთში დადის სავაჭროდ და აქეთ თუ ჩამოვლენ უფრო ადვილად მოემსახურება... - მე თურქ მეხებზე გკითხეთ? - აზრი არ მაქვს (დაიბნა) - უკაცრავად სად სწავლობთ? - მე ფილოლოგიურზე. - მე იურიდიულზე, სამართალ მცოდნეობა.
- კიდევ ერთი მოქალაქე (ნასვამი) რას გვეტყვით ისლამური ცენტრის გახსნაზე? - რა თქმაუნდა უარყოფითი, მერამდენე მეჩეთი, მერამდენე ცენტრი უნდა გაიხსნას კიდე? დილით მოლა რომ კივის გული მისკდება მგონია ვიღაც მოკვდა. - იცით ხახულის მონასტერს თურქეთის მხარემ სახურავი შეუკეთა და ქართველ მლოცველებს სანთლის დანთების უფლება მისცა. - მესამასედ გადახურეს და მესამასე მეჩეთი კი აგვიშენეს სანაცვლოდ, არ გააჩმახეს ამ ხახულის თემით, არა მაქ ძმაო ნახული ვაა... და ვაბშე ნახუიი.., (ტუუუუ) რააა.
გუშინწინისწინ რწმუნებილები ერქვათ, გუშინწინ გუბერნატორები, გუშინ რეგიონის გამგებლები დღეს ავტონომიური რეგიონის მმართველები, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა... კრიმინალურ ქრონიკას გურიის რეგიონიდან დემნა მოგაწვდით.
კვლავ ძებნაშია ავტონომიური გურიის რეგიონალური მმართველი, რომელმაც გზების რეაბილიტაციისთვის და სარეკრიაციო ზონების მოწყობისთვის განკუთვნილი თანხა ცამეტი მილიონი ლარი მიითვისა და გაუჩინარდა.
(ადგილობრივი მაცხოვრებელი) - სანამ მოვიდოდა ყველაფერს შეგვპირდა ჭო, წყალსაც გამოგიყვანთო, გზებსაც აღვადგენო. მერე სასტუმროების გახსნის და ბორდელების მეტი არაფერი უკეთებია. მაგის ჩამოყვანილი ვალია გამათბობს ზამთარში? გეივსო დუნია თურქებით, მერე ფულს არ აძლევენ თურქები და არის კივილ წივილი. ვეღარ გაიგებ პატიოსანი ქალი გააუპატიურეს და ის კივის თუ ბოზები კივიან.
უცხოეთის ამბები
ევროპამ კიდევ ერთხელ აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი და მისი ტერიტორიული მთლიანობა. ევროკავშირის სამიტზე მან მკაფიოდ განაცხადა რომ უკვე 2050წელს საქართველო აუცილებლად იქნება მისი სრულფასოვანი წევრი. თუმცა საქართველოს კიდევ რიგი აღებული ვალდებულებებისა აქვს შესასრულებელი, როგორიცაა ერთ სქესიანთა ქორწილების და სისხლით ნათესავთა შორის ქორწინების დაშვება, სამცხე ჯავახეთის ტერიტორიაზე ქართულ ენასთან ერთად სომხური ენის, ხოლო გარდაბანი მარნეულის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ენის მეორე სახელმწიფო ენად აღიარება, აფხაზეთთან კონფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება. იმედია ხელისუფლება დროულად შეასრულებს ყველა დანაპირებს.
დღეს ამით დავამთავროთ, ბედნიერ " ვიიკენდს" გისურვებთ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არ ვიცი ამ ნაწერზე ლიტერატურულად რა ითქმის თუმცა ადამიანურად ეს არის მწარე რეალობა და სრული სიმართლე თვალის ახელის მიზნით გაშარ+ებული სიტუაციები.და ბედნიერი ვარ ასე ჯანსაღი აზრი რომ არსებობს.ამას ქვია რეალიზმი.შესანიშნავიაა<3 არ ვიცი ამ ნაწერზე ლიტერატურულად რა ითქმის თუმცა ადამიანურად ეს არის მწარე რეალობა და სრული სიმართლე თვალის ახელის მიზნით გაშარ+ებული სიტუაციები.და ბედნიერი ვარ ასე ჯანსაღი აზრი რომ არსებობს.ამას ქვია რეალიზმი.შესანიშნავიაა<3
4. ავტორი: ბერი18 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 პატივისცემით:
ავტორი: ბერი18 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2 პატივისცემით:
3. ლუტეცია
როცა ვწერდი იუმორისთვის არ მეცალა, ისეთი თემაა.
ალბათ ორი სტუდენტი გოგონას პასუხებმა გაგაღიმეს აზრი რომ აღარ გააჩნიათ არაფერზე :))) ლუტეცია
როცა ვწერდი იუმორისთვის არ მეცალა, ისეთი თემაა.
ალბათ ორი სტუდენტი გოგონას პასუხებმა გაგაღიმეს აზრი რომ აღარ გააჩნიათ არაფერზე :)))
2. აშკარად აკლდა იუმორის დოზა, მეტს ველოდი. ოდნავ კი გამეღიმა. :) აშკარად აკლდა იუმორის დოზა, მეტს ველოდი. ოდნავ კი გამეღიმა. :)
1. თავიდან დავიწყე და მივხვდი რა, რაზე იყო საუბარი, მივანებე თავი.
დრამატურგია......
არ ვიცი, მე ვფიქრობ ბერი უბრალოდ ერთობა და ცდილობს ჩვენც გაგვართოს. თავიდან დავიწყე და მივხვდი რა, რაზე იყო საუბარი, მივანებე თავი.
დრამატურგია......
არ ვიცი, მე ვფიქრობ ბერი უბრალოდ ერთობა და ცდილობს ჩვენც გაგვართოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|